სკოლა-ბანკი 2022-2023

2023 წლის 22 მარტი

შეჯამება:
    დავასრულეთ ეს საინტერესო, სასარგებლო და  განსხვვებული აქტივობებით დატვირთული  ფინანსური განათლების  მარათონი.
    დღეს მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შევხვდი. მათთან ერთად კიდევ ერთელ ვისაუბრეთ "ფინანსური განათლების" მნიშვნელობაზე, შევაჯამეთ ჩვენი ცოდნა და  
შევავსეთ ჩემს მიერ learningapps.org -ში შექმნილი კროსვორდი :  ფინანსური ტერმინები
https://learningapps.org/watch?v=pdujh6os523
ასევე შეავსეს პოსტ-ფორმა, რომელიც Finedum მოგვაწოდა

მოსწავლეებს ვთხოვე ამ პროექტის, თავიანთი თავის და მეგობრების შეფასება .
ფინალური აკორდი სევდიანი გამოდგა...
ველოდებით ახალ გამოწვევებს












                







                            
     


2023 წლის  15 მარტი

15. პირადი ბიუჯეტი

ამ გაკვეთილი განვავრცეთ წინა გაკვეთილზე განხილული საკითხები, რაც მოსწავლეებს პირადი ფინანსების ანალიზსა და ეფექტურად მართვაში დაეხმარება.
ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა შეადგინონ პირადი ბიუჯეტი, რაც გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების, დაზოგვისა და არააუცილებელი ხარჯების შემცირების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.


გაკვეთილის მიზნები

  • ბავშვები ისწავლიან, თუ როგორ უნდა შეადგინონ პირადი ბიუჯეტი;

  • ბავშვები იმსჯელებენ ფულის დაზოგვისა და ხარჯების შემცირების გზებზე;

  • ბავშვები გააანალიზებენ საკუთარ ფინანსურ ქცევებსა და დამოკიდებულებებს.


აქტივობა 1. წინა გაკვეთილის მიმოხილვა

მიზანი: წინა გაკვეთილზე ნასწავლი ძირითადი საკითხების გახსენება

მოსწავლეებს დავუსვი შემდეგი შეკითხვა: 
  • წინა გაკვეთილიდან საბანკო ამონაწერის რომელი კომპონენტები დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?


აქტივობა 2. გამოკითხვა თორნიკეს საბანკო ამონაწერის შესახებ

მიზანი: მოსწავლეები შეამოწმებენ, თუ რამდენად სწორად შეუძლიათ საბანკო ამონაწერის წაკითხვა


კლასი დავყავი შემთხვევითობის პრინციპის დაცვით 3-4 მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფებად.
თითოეულ გუნდს გადავეცი თორნიკეს ამონაწერის ასლი და ფურცელი, რომელზედაც შეკითხვები იყო ჩამოწერილი. 10 წუთის შემდეგ გუნდებმა ერთმანეთში გაცვალეს პასუხების ფურცელი და და ერთად მსჯელობის შედეგად გაარჩიეს ერთმანეთის ნამუშევრები.

რა პერიოდს ასახავს საბანკო ამონაწერი?
რა ანგარიშის ნომერია მითითებული ამონაწერზე? 
თქვენი აზრით, რა ვალუტაშია ანგარიში გახსნილი?
რამდენჯერ გადაიხადა თორნიკემ თანხა სადებეტო ბარათით?
ჯამში, რამდენი გადაიხადა თორნიკემ სადებეტო ბარათით?
რა რიცხვში ჩაერიცხა თორნიკეს თანხა ანგარიშზე? საიდან?
რამდენჯერ გამოიტანა თორნიკემ თანხა ბანკომატიდან?
ჯამში, რა თანხა გამოიტანა თორნიკემ ბანკომატიდან?
რამდენს შეადგენს საწყისი ნაშთი?
რამდენს შეადგენს საბოლოო ნაშთი?
აქტივობა 3. თორნიკეს ბიუჯეტი
მიზანი: მოსწავლეები სწავლობენ პირადი ბიუჯეტის შედგენას.
სავარჯიშოს დაწყებამდე, ავუხსენი მოსწავლეებს, თუ რა არის
  • პირადი ბიუჯეტი,
  • შემოსავალი,
  • ხარჯები,
  • ჯამური შემოსავალი,
  • ჯამური ხარჯი,
  • ნაშთი
ვაჩვენე ეროვნული ბანკის გაკვეთილი პირადი ბიუჯეტის შესახებ „ტელესკოლაში:“

https://1tv.ge/video/1254995/


ასევე შევახსენე, რომ ოქტომბრის თვეში, როდესაც სკოლაში განვახორციელე პროექტი "მოიწვიე Finedu", მაშინ წარმომადგენლებმა მოსწავლეებს საჩუქრად გადასცეს "„ფინანსური განათლების სახელმძღვანელო“ . პირადი ფინანსების მართვისა და ბიუჯეტის შედგენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ საბავშვო ბროშურაში - „ფინანსური განათლების სახელმძღვანელო“ შეუძლიათ იხილონ: 

https://finedu.gov.ge/storage/files/doc/%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AB%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D.pdf


მოსწავლეებს დავუსვი შეკითხვა:

  1. რა რჩევას მისცემდით თორნიკეს, როგორ შეუძლია გააუმჯობესოს თავისი ფინანსური გადაწყვეტილებები? მოსწავლეების მხრიდან გაჟღერდა პასუხები: კინოში ხშირად სიარულის ნაცვლად, ცურვის აბონემენტი იყიდოს.
  2. თქვენი აზრით, რაში გვეხმარება ბიუჯეტის შედგენა? მოსწავლეების პასუხი იყო: იმის გადაწყვეტაში, თუ მოცემულ თვეს რამდენის დახარჯვა შემიძლია; იმის გადაწყვეტაში, თუ რამდენის დაზოგვა შემიძლია; უაზრო და ზედმეტი ხარჯების გამოვლენაში; შემოსავლის გონივრულად გადანაწილებაში; შესაძლებლობების ფარგლებში ხარჯვაში და ა.შ..

აქტივობა 4. გაკვეთილის შეჯამება
მიზანი: დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის შეჯამება
თითოეულმა მოსწავლემ დაასახელა ერთი რამ, რაც დღევანდელ გაკვეთილზე ისწავლა.



















2023 წლის 1 მარტი



ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა საბანკო ამონაწერი გაარჩიეს, რაც მათ არა მხოლოდ პირადი ფინანსების კონტროლსა და განკარგვაში დაეხმარება, არამედ საბანკო დოკუმენტებთან მუშაობასაც ასწავლის. დღევანდელმა გაკვეთილმა საფუძველი მოამზადა იმისთვის, რომ მოსწავლე შემდეგ გაკვეთილზე პირადი ბიუჯეტის შედგენა შეძლონ.


გაკვეთილის მიზნები

  • ბავშვები ისწავლიან, თუ როგორ უნდა განიხილონ თანხების მოძრაობა საბანკო ანგარიშზე;

  • ბავშვები ისწავლიან, თუ რა ინფორმაციაა მოცემული საბანკო ამონაწერის თითოეულ ველში, და რატომ უნდა ადევნონ თვალყური საკუთარ ფინანსებს;

  • ბავშვები შეეჩვევიან საბანკო ტერმინოლოგიასა და დოკუმენტებს, რაც მათ მომავალში  ხელს შეუწყობს საბანკო სისტემასთან ეფექტიან ურთიერთობაში. 


ქტივობა 1. წინა გაკვეთილის მიმოხილვა

მიზანი: წინა გაკვეთილზე ნასწავლი ძირითადი საკითხების გახსენება

მოსწავლეებს დავუსვი შემდეგი შეკითხვა: 
  • წინა გაკვეთილიდან რა ისწავლეთ სადებეტო და საკრედიტო ბარათების შესახებ?


აქტივობა 2. გამამხნევებელი თამაში Zip, Zap, Zoom

მიზანი: ეს სავარჯიშო ბავშვებს განწყობის ამაღლებაში დაეხმარა და ახალი მასალის ასათვისებლად მოამზადა

მოსწავლეები მოვიხმე წრეზე და ავუხსენი თამაშის ინსტრუქცია:
ერთი მოსწავლე მეორე მოსწავლეს გადააწოდებს ბურთს და ამბობს კოდურ სიტყვას "Zip".
მეორე მოსწავლემ სწრაფად უნდა გადააწოდოს ბურთი სხვას და ის ამბობს კოდურ სიტყვას "Zap"
მესამე მოსწავლე გადასცემს ბურთს მეოთხე მოსწავლე და ამბობს კოდურ სიტყვას "Zoom
მოსწავლე, რომელიც არასწორ კოდურ სიტყვას დაიძახებს ტოვებს თამაშს.
თამაში გრძლედება მანამ, სანამ არ დარჩება ერთი გამარჯვებული

აქტივობა 3. ჯგუფური სამუშაო: "თორნიკეს საბანკო ამონაწერის წაკითხვა"

მიზანი: მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად და საბანკო ამონაწერის ზოგად ფორმატს ეცნობიან.

    დღეს ერთი მოსწავლე არ გვესწრებოდა და ამიტომ კლასი, შემთხვევითობის პრინციპის დაცვით , გადავანაწილე ტრიედებში .
    სავარჯიშოს დაწყებამდე, მოსწავლეებს საბანკო ამონაწერი დავურიგე (დანართი 1). მივეცი 5 წუთი, რათა გადახედონ ამონაწერს. ვუთხარით, რომ სხვადასხვა ბანკის ამონაწერის ფორმატი ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა საერთო, საკვანძო ინფორმაცია ყველგან არის მითითებული. დღევანდელ გაკვეთილზე კი მოსწავლეებს საბანკო ამონაწერის ოდნავ გამარივებული ფორმა გავაცანი.
    
ავუხსენი, რომ საბანკო ამონაწერის თავსართში, ჩვეულებრივ, მოცემულია ანგარიშის მფლობელის შესახებ ინფორმაცია. მოსწავლეები ყურადღებით გაეცნენ ბანკის ამონაწერს და დაასახელეს:
  • ბანკის დასახელება;

  • ანგარიშის მფლობელის სახელი და გვარი (თორნიკე მაისურაძე);

  • ანგარიშის მფლობელის ანგარიშის ნომერი და ვალუტა (GE08PB0000000123456789; ლარი (GEL)); აქ კიდევ ერთხელ შევახსენე IBAN ანგარიშის ფორმატი

  • ანგარიშის მფლობელის ბანკის ფილიალის მისამართი (ბათუმის ქ. N1);

  • რამდენს შეადგენს საწყისი ნაშთი? მოსწავლეებს განვუმარტე, რომ ეს ის თანხაა, რომელიც მოხმარებლის ანგარიშზე ათვლის წერტილში , ანუ მოცემული პერიოდის დასაწყისში აქვს.
  • მოსწავლეებს განვუმარტე, რომ ამონაწერში შეყვანილია ყველა ოპერაცია (ტრანზაქცია), რომელიც ანგარიშიდან მოცემული პერიოდის განმავლობაში განხორციელდა. ავუხსენი, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ, რათა გავერკვეთ საბანკო ამონაწერის სტრუქტურაში. ვუთხარით, რომ უცხო სიტყვებმა – როგორიცაა ბრუნვა, კრედიტი, დებეტი – არ უნდა დააბნიოს: რეალურად, ეს ტერმინები ძალიან მარტივ ცნებებს გამოხატავს.

  • მოსწავლეებმა, ჯგუფებში გააზიარეს, თუ რა ინფორმაციაა მოცემული თითოეულ სვეტში: 


  • თარიღი – ტრანზაქციის განხორციელების თარიღი.

  • დანიშნულება – ტრანზაქციის დანიშნულება, კერძოდ: ტრანზაქციის ფორმა (მაგ. ბანკომატში თანხის განაღდება (ATM), ობიექტში პოს–ტერმინალით თანხის გადახდა (POS), პირადი გადარიცხვა), ასევე, ობიექტის დასახელება და მისამართი. ამ ნაწილში ხშირად გადახდის ზუსტი თარიღი და მოცულობაცაა მითითებული.

  • ბრუნვა (დებეტი) – თანხა, რომელიც თორნიკეს ანგარიშიდან იჭრება.

  • ბრუნვა (კრედიტი) – თანხა, რომელიც თორნიკეს ანგარიშზე ირიცხება.

  • ჯამური ბრუნვა მთლიანი თანხა, რომელიც მთელი პერიოდის (ანუ, 2 კვირის) განმავლობაში ჩაირიცხა თორნიკეს ანგარიშზე და ჩამოიჭრა თორნიკეს ანგარიშიდან. (შენიშვნა ფასილიტატორს: აუცილებლად აჩვენეთ რა რიცხვების დაჯამებით მიიღება ამონაწერში ჯამური ბრუნვის მაჩვენებელი. აუხსენით, რომ საბანკო ტერმინმა „ჯამური ბრუნვა“ არ უნდა დააბნიოს ისინი.)

  • ნაშთითანხა, რომელიც თითოეული ტრანზაქციის შედეგად რჩება ანგარიშზე, ანუ ბალანსზე (შენიშვნა ფასილიტატორს: ბავშვებთან ერთად გამოითვალეთ სხვადასხვა ტრანზაქციის შედეგად ანგარიშზე დარჩენილი ნაშთი).

  • დამატებითი ინფორმაცია – ამ ველში მოცემულია ტრანზაქციის ტიპი, პირადი გადარიცხვის შემთხვევაში – თანხის მიმღების ან გამომგზავნის სახელი, გვარი,  პირადი ნომერი და ტრანზაქციასთან დაკავშირებული სხვა დეტალები.


            აქტივობა 5. ჯგუფური მუშაობა "თორნიკეს დღიურები"

             მიზანი: მოსწავლეები ქრონოლოგიურ ჭრილში განიხილავენ პერსონაჟის საბანკო ამონაწერს, გააკეთებენ მარტივ გამოთვლებს, და მსჯელობენ  იმაზე, თუ სად, როდის, და რა მოცულობის თანხა გადაირიცხა თორნიკეს ანგარიშიდან.

  1. მოსწავლეებს ავუხსენი,თორნიკე (რომლის საბანკო ამონაწერსაც კითხულობდნენ) უკანასკნელ პერიოდში დღიურში აკეთებდა ჩანაწერებს, თუმცა ჩანაწერების თავზე თარიღებს არ უთითებდა. ბარათები სხვადასხვა დღეს გაკეთებული ჩანაწერებისაგან შედგება და გუნდების ამოცანაა ჩანაწერების ქრონოლოგიურად დალაგება, ჩანაწერების საბანკო ამონაწერთან დაკავშირების გზით. 

  2. გამოვუყავი ბავშვებს 15 წუთი იმისთვის, რომ წაეკითხათ ბარათები, ჩაეხედათ საბანკო ამონაწერში და ისინი შეეცადნენ, რომ ბარათები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დაეწყოთ.

  3. ქტივობა 5. გაკვეთილის შეჯამება

    მიზანი: გაკვეთილზე განხილული მასალის შეჯამება


    მოსწავლეებს ვთხოვე დაესახელებინათ ერთი რამ, რაც დღევანდელ გაკვეთილზე ისწავლეს.



























2023 წლის 22 თებერვალი


    ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეისწავლეს ბანკომატით სარგებლობის წესები. ერთმანეთს შეადარეს სადებეტო და საკრედიტო ბარათები და შეაფასეს როგორც მათი სარგებლიანობა, ისე მათთან დაკავშირებულ რისკები. 
     გაკვეთილის აქტივობებმა მოსწავლეებისგან დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების გამოჩენას მოითხოვა.


გაკვეთილის მიზნები

  • ბავშვები ისწავლიან ბანკომატით სარგებლობას.

  • მოსწავლეები განიხილავენ საკრედიტო და სადებეტო ბარათების ძირითად მახასიათებლებს და გაიაზრებენ როგორც თითოეულის სარგებლიანობას, ისე დაკავშირებულ რისკებს.

  • ბავშვები განიხილავენ სხვადასხვა გზას, რომლითაც საქონლისა თუ მომსახურების სანაცვლოდ საფასურის გადახდაა შესაძლებელი. 



აქტივობა 1. წინა გაკვეთილის მიმოხილვა

მიზანი: წინა გაკვეთილზე ნასწავლი ძირითადი საკითხების გახსენება

მოსწავლეებს დავუსვი შემდეგი შეკითხვები: 
  • წინა გაკვეთილიდან რომელი სავარჯიშო გახსოვთ ყველაზე კარგად?

  • წინა გაკვეთილიდან რა ისწავლეთ ფულის ისტორიის შესახებ?

აქტივობა 2. 
ბანკომატით სარგებლობის წესები

მიზანი:  ბავშვები განიხილავენ, ბანკომატით სარგებლობის წესებს

კლასი, შემთხვევითობის პრინციპის დაცვით , გადავანაწილე 3-4 კაციან ჯგუფებში .
  1. მოსწავლეებს დავუსვი გამამხნევებელი შეკითხვები: 

  • რომელ  თქვენგანს გამოუყენებია ბანკომატი?

  • იცით, თუ სად მდებარეობს ბანკომატი ამ ქუჩაზე/უბანში?

  • რა რისკები უკავშირდება ბანკომატით სარგებლობას?

  • რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანს, რომელიც ბანკომატით ცხოვრებაში პირველად სარგებლობს?

  1. თითოეულ გუნდს კარგად „აჭრილი“ ბარათების 1 წყება გადავეცი (იხ. დანართი 1). ავუხსენი, რომ გუნდებს 5 წუთი აქვთ იმისთვის, რომ ბარათზე მოცემული აბზაცები შესაბამის სათაურებს შეუსაბამონ და შემდგომ, სათაურები და აბზაცები ისე დაალაგონ, რომ მაქსიმალურად ლოგიკური და თანმიმდევრული ტექსტი მიიღონ.

  2. ამის შემდეგ, გუნდებს 5 წუთი ამივეცი იმისთვის, რომ მიღებული ტექსტი შეესწავლათ.

  3. 5 წუთის შემდეგ გუნდებმა თანაკლასელებს საკუთარი სათაურების თანმიმდევრობა გაუზიარეს. ჯგუფების მიერ წარმოდგენილ პასუხებს შორის განსხვავებებიც აღმოჩნდა, გუნდებმა დაასაბუთეს საკუთარი პოზიცია.


აქტივობა 3. ვენის დიაგრამა:  „საკრედიტო ბარათი და სადებეტო ბარათი“

მიზანი:  ბავშვები განიხილავენ საკრედიტო და სადებეტო ბარათებს შორის ძირითად მსგავსებებსა და განსხვავებებს.

  1. იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის ხელი შემეწტო ახალი მასალის ათვისებაში, დაფაზე დავხაზე ვენის დიაგრამა. წრეებს დაარქვით სახელები: თბილისი და ბათუმი. ვსთხოვე ბავშვებს დაფიქრებულიყვნენე და დაესახელებინათ თბილისის თავისებურებებზე (მაგ. საკვები, გეოგრაფია, ამინდი, მოსახლეობის რაოდენობა) და შესაბამის წრეში ჩამოვწერე გაჟღერებული პასუხები. გაიმეორეთ იგივე ნაბიჯები ბათუმისთვის.  

  2. შემდეგ, ვსთხოვე მოსწავლეებს, დაასახელებინათ ის მახასიათებლები, რომლებიც თბილისსა და ბათუმს აერთიანებს, და გაჟღერებული პასუხები საერთო სივრცეში ჩამოვწერე.

  3. შემდეგ, გუნდებს დავურიგეთ თითო საინფორმაციო ფურცელი „საკრედიტო ბარათი და სადებეტო ბარათი“ (იხ. დანართი 2) და ფურცელი, რომელზედაც ორი ურთიერთგადამკვეთი წრეები იყო დახაზული (ეილერის წრეები). ერთ წრეზე ეწერა საკრედიტო ბარათი, მეორე წრეზე კი სადებეტო ბარათი.

  4. ამის შემდეგ, ვსთხოვე მოსწავლეებს დაფიქრებულიყვნენე იმაზე, თუ რა აერთიანებს საკრედიტო და სადებეტო ბარათებს. საერთო მახასიათებლები ბავშვებმა საერთო სივრცეში ჩამოწერეს, ხოლო თუ რა ნიშნით განსხვავდება ერთმანეთისგან სადებეტო და საკრედიტო ბარათები და განმასხვავებელი მახასიათებლები დიაგრამის შესაბამის წრეებში თანმიმდევრულად ჩამოწერეს.

  5. შემდეგ გუნდებმა წაიკითხეს საკუთარი ვერსიები: რა საერთო მახასიათებლები აქვთ  სადებეტო და საკრედიტო ბარათებს? რა განმასხვავებელი ფუნქციები აქვთ სადებეტო ბარათებს? რა განმასხვავებელი ფუნქციები აქვთ საკრედიტო ბარათებს?


აქტივობა 4 თამაში კუბებით: „საკრედიტო ბარათი და სადებეტო ბარათი“
მიზანი: ბავშვები კიდევ ერთხელ ადარებენ ერთმანეთს საკრედიტო და სადებეტო ბარათებს და განიხილავენ მათ შორის განსხვავებებს
დღევანდელი აქტივობებიდან ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობა იყო თამაში კუბებით. კუბის ექვსივე წახნაგზე გადანაწილებული იყო სხვადასხვა დავალებები.

რას გულისხმობს კუბის გვერდებზე მოცემული დავალებები:

  • აღწერე [ახლოდან დააკვირდი საგანს (ან წარმოიდგინე) და აღწერე: რას ხედავ? რა ფერია? რა ფორმა აქვს? რა ზომისაა?]

  • შეადარე [რას წააგავს ეს საგანი? რისგან განსხვავდება ეს საგანი?]

  • დააკავშირე [რას გაგონებს ეს საგანი? (შეიძლება დააკავშირო სხვა საგანთან, ადგილთან, ან ადამიანთან). მოუხმე წარმოსახვის უნარს და დაფიქრდი, თუ რა გახსენდება ამ საგნის წარმოდგენისას].

  • შეაფასე [აღწერე, თუ როგორ მიიღება ეს საგანი (არ არის აუცილებელი იცოდე ზუსტი პასუხი – შეგიძლია გამოიგონო ეს პროცესი)].

  • გამოიყენე [როგორ შეიძლება ამ საგნის გამოყენება?]

  • იკამათე მის სასარგებლოდ ან მის საწინააღმდეგოდ [აირჩიე პოზიცია და მოიფიქრე არგუმენტები ამ საგნის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ – ლოგიკური, სახალისო, ა.შ.]


 კლასში 7 მოსწავლეა, მოსწავლეები რიგრიგობით აგდებდნენ კუბს და  კუბის თითო გვერდზე მოცემულ დავალებაზე თითო მოსწავლე მსჯელობდა, მეშვიდემ კი ერთ-ერთი უკვე გაჟღერებული დავალება შეხვდა.

აქტივობა 5 როლური თამაში: „საკრედიტო ბარათი და სადებეტო ბარათი“

მიზანი: მოსწავლეები საკუთარი სიტყვებით გადმოსცემენ, თუ რა სარგებლობა და მნიშვნელობა აქვს თითოეულ ბარათს.
მოსწავლეებისთვის ეს ერთ-ერთი საინტერესო სახალისო აქტივობაა. ისინი როლურ თამაშში უფრო ავლენენ ინდივიდუალურობასა და შემოქმედებითობას.
  1. გუნდებში გადავანაწილე ნომრები 1,2,3. 1–ლი პერსონაჟი არის ბანკის თანამშრომელი, რომელიც ჰყიდის საკრედიტო ბარათს, მე–2 პერსონაჟი არის ბანკის თანამშრომელი, რომელიც ჰყიდის სადებეტო ბარათს, ხოლო მე–3 პერსონაჟი არის მომხმარებელი. 

  2. როლური თამაში იწყება შემდეგი სცენით: მომხმარებელი მიდის ბანკში და აცხადებს, რომ სურს შეიძინოს საბანკო ბარათი.

  3. ორივე თანამშრომელი ცდილობს დაარწმუნოს მომხმარებელი, რომ მან უნდა აირჩიოს მის მიერ შეთავაზებული ბარათი. 

  4. 5 წუთის გავლის შემდეგ, გუნდმა საკუთარი როლური თამაში დანარჩენი კლასის წინაშე წარმოადგინეს.

თითოეული დადგმის ბოლოს, მოსწავლე- მომხმარებელმა დაასახელა, თუ რომელი ბარათის შეძენა გადაწყვიტა და რატომ.

გაკვეთილის ბოლოს კიდევ ერთხელ შევაჯამეთ დღევანდელი თემა.







































2023 წლის 15 თებერვალი


ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა ფულისა და ვალუტის შესახებ ისაუბრეს.  მოსწავლეებმა ისწავლეს ფულის განვითარების ისტორია უძველესი დროიდან თანამედროვე ელექტრონულ ფულამდე, გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის ვალუტას და ივარჯიშეს ვალუტის კონვერტაციაში.


გაკვეთილის მიზნები

  • ბავშვები განიხილავენ, თუ როგორ განვითარდა ფული უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე.  

  • ბავშვები გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის ვალუტას და ივარჯიშებენვალუტის კონვერტაციაში“.


აქტივობა 1. წინა გაკვეთილის მიმოხილვა

მიზანი: წინა გაკვეთილზე ნასწავლი ძირითადი საკითხების გახსენება

მოსწავლეებს დავუსვი შემდეგი შეკითხვები: 

  • წინა გაკვეთილიდან ფინანსური თაღლითობისგან თავის დაცვის რომელი გზები დაგამახსოვრდათ?

  • წინა გაკვეთილიდან ყალბი ფულის შესახებ რა ინფორმაცია დაგამახსოვრდათ?

აქტივობა 2. "ვვვ“ ცხრილი ფულისა და ვალუტის შესახებ
მიზანი: ბავშვები მიმართავენ გონებრივ იერიშს იმის გამოსავლენად, თუ რა იციან და რისი სწავლა სურთ ფულისა და ვალუტის შესახებ

კლასი, შემთხვევითობის პრინციპის დაცვით , გადავანაწილე 3-4 კაციან ჯგუფებში .
თითოეულ ჯგუფს დავურიგე "ვვვ" ცხრილი და ვთხოვე გაეაზრებინათ, თუ რა იციან ფულისა და ვალუტის შესახებ და ჩამოეწერათ პასუხები პირველ სვეტში. 
შემდეგ კი  მეორე სვეტში ჩამოეწერათ, თუ რისი სწავლა სურთ ფულისა და ვალუტის შესახებ.
ხოლო ცხრილის მესამე სვეტს შეავსებდნენ შეხვედრის ბოლოს.

რა იცით ფულისა და ვალუტის შესახებ?

რა გვინდა, რომ იცოდეთ ფულისა და ვალუტის შესახებ?

რა ისწავლეთ ფულისა და ვალუტის შესახებ?










აქტივობა 3. ფულის ისტორია
მიზანი: ბავშვები ფულის განვითარების ისტორიიდან რამდენიმე საკვანძო მოვლენას ეცნობიან.

გუნდებს „ფულის ისტორიის“ ბარათების თითო წყება მივეცით და ვსთხოვე, ბარათები თანაბრად გადაინაწილონ. (იხ. დანართი )
ავუხსენი ბავშვებს, რომ 5 წუთი აქვთ ისე გადასანაწილებლად, რომ ფულის ისტორია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოაჩინონ. ის, ვისაც შეხვდება ბარათი ფულის ისტორიაში ყველაზე ადრეული განვითარებით, უნდა დადგეს მარცხნივ, ხოლო ის, ვისაც შეხვდება ბარათი ფულის ისტორიაში უახლესი მიღწევებით – მარჯვნივ. მათ შორის კი ბარათები სწორი თანმიმდევრობით უნდა გადანაწილდეს. ვინაიდან მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა, ამიტომ გუნდის წევრებს მოუხდათ ლოკაცია სხვადასხვა ადგილზე, ფულის განვითარების ქრონოლოგიის დასაცავად.
შემდეგ გუნდის წევრებმა ხმამაღლა წაიკითხეს თავიანთ ბარათებზე მოცემული ინფორმაცია. დაიწყეს ყველაზე ადრეული განვითარებით და დაასრულეს უახლესი მიღწევებით. მათ შორის კი ბარათები სწორი თანმიმდევრობით იყოს გადანაწილებული.

აქტივობა 4.  სასწავლო ბარათები: ქვეყნები და ვალუტები
მიზანი: ოსწავლეები იმახსოვრებენ სხვადასხვა ქვეყნის ვალუტას და წაივარჯიშებენ ვალუტის კონვერტაციაში

განვაგრძობთ მუშაობას ჯგუფებში.
თითოეულ გუნდს ქვეყნებისა და ვალუტების ბარათების 1 წყება მივეცი (იხ. დანართი 2). ავუხსენი მოსწავლეებს, რომ ბარათები ქვეყნებისა და მათი შესაბამისი ვალუტის წყვილებისგან შედგება. ყოველი ქვეყნის ბარათისთვის მოიძებნება შესაბამისი ვალუტის ბარათი. ვსთხოვეთ მოსწავლეებს, „აჭრან“ ბარათები, ამოატრიალონ (წარწერებით ქვემოთ) და მაგიდაზე გაშალონ. ბარათზე დატანილია ლათინური ანბანის ასოები. მე ისინი წავშალე. მოსწავლეებმა დააწყვილეს ქვეყნები და შესაბამისი ვალუტები.

აქტივობა 5.  ვალუტის კონვერტაცია
მიზანი: ლარის მიმართ უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსების გაცნობა და კონვერტაცია.

იმისთვის, რომ მოსწავლეებმა “ვალუტის კონვერტაციაში” წაივარჯიშონ, ჩამოვწერე დაფაზე ბარათებზე მოცემული რამდენიმე ვალუტისა და ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი (მიმდინარე თარიღით). 
გუნდები შეეჯიბრნენ ერთმანეთს ვალუტის კონვერტაციის სიზუსტეში
  • რამდენ ლარს უდრის 200, 1000, 150, 75, 0.5, [ვალუტა დოლარი, თურქული ლირა, ევრო ფუნტი]?
  • დღევანდელი დღის კურსი

აქტივობა 6.  „ვვვ“ ცხრილი ფულისა და ვალუტის შესახებ
მიზანი: ბავშვები კიდევ ერთხელ მიმართავენ გონებრივ იერიშს იმის გამოსავლენად, თუ რისი სწავლა სურდათ და რა ისწავლეს ფულისა და ვალუტის შესახებ

გუნდებს დავურიგე გაკვეთილის დასაწყისში შევსებული „ვვვ“ ცხრილი და ვთხოვე, რომ მესამე შეკითხვას გასცენ პასუხი: რა ვისწავლეთ დღეს ფულისა და ვალუტის შესახებ? 
კიდევ ერთხელ შევაჯამეთ გაკვეთილის თემა





























2023 წლის 8 თებერვალი


ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა ფინანსური თაღლითობის გავრცელებული ფორმები კიდევ ერთხელ, უფრო დეტალურად განიხილეს. გაკვეთილზე ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მომხმარებლებმა უნდა გადადგან თაღლითობის თავიდან ასარიდებლად და მის უარყოფით შედეგებთან საბრძოლველად. მოსწავლეებმა  ასევე ისწავლეს, როგორ ამოიცნონ გაყალბებული ფული. მოსწავლეები  ჩაერთვნენ შემოქმედებითი წერის სავარჯიშოში, რომლის ფარგლებშიც შეთხზეს 5–სტრიქონიან ლექსებს, რომლებსაც „სინქუენი“ (Cinquain) ეწოდება. „სინქუენი“ ჰაიკუს მსგავსი პოეტური ფორმაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რთული ინფორმაცია (ჩვენს შემთხვევაში, თაღლითობის შესახებ) მოკლედ და ლაკონურად, ჩვენი სიტყვებით გადმოვცეთ. „სინქუენის“ მთავარი დანიშნულებაა, რამდენიმე საკვანძო სიტყვის მიღმა ლექსის/თხზულების ავტორის ცოდნა და ჩანაფიქრი წარმოაჩინოს. 

აკვეთილის მიზნები

  •    მოსწავლეები  კიდევ ერთხელ განიხილავენ, თუ რა ფორმის თაღლითობასთან შეიძლება მოუწიოთ შეჯახება.
  •   მოსწავლეები დაისახავენ სტრატეგიებს ფინანსური თაღლითობის თავიდან ასარიდებლად და თაღლითობის შედეგებთან საბრძოლველად.

  •       მოსწავლეები ისწავლიან, თუ როგორ უნდა ამოიცნონ ყალბი ბანკნოტები


აქტივობა 1. წინა გაკვეთილის მიმოხილვა

მიზანი: წინა გაკვეთილზე ნასწავლი ძირითადი საკითხების გახსენება
მოსწავლეებს დავუსვი შემდეგი შეკითხვები: 
1.    თაღლითობის რა ფორმები განიხილეს წინა გაკვეთილზე?
2.  რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად ჩვენი პერსონალური მონაცემების ინტერნეტით გაზიარებისას?

აქტივობა 2. ჯგუფური სამუშაო– მოზაიკა
მიზანი:  ბავშვები ერთმანეთს ახალ მასალას სახალისო და დინამიური გზით ასწავლიან.

როგორც ყოველთვის ახლაც კლასი შემთხვევითობის პრინციპის დაცვით დავყავი 3-3 (დღეს ერთი მოსწავლე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა შეხვედრას) ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მოსწავლეებმა შეურჩიეს სახელი.
  გუნდებს დავურიგე საინფორმაციო ბარათების თითო წყება (იხ. დანართი). გუნდის თითოეულ წევრს ერთი ბარათი შეხვდა. შემდეგ,  ვსთხოვე მოსწავლეებს, რომლებსაც ბარათი N1 შეხვდათ, ერთად დასხდნენ; მათ, ვისაც ბარათი N2 შეხვდათ – ერთად, და ა.შ. მივეცით ახალ ჯგუფებს 10 წუთი, რათა შეესწავლათ ბარათებზე მოცემული ინფორმაცია და გახდნენ „ექსპერტები“. მოსწავლეები  უნდა დაეხმარონ ერთმანეთს ახალი ინფორმაციის სწავლაში, ამისთვის კი უნდა დასვან კითხვები, განიხილონ მასალა და შეამოწმონ ერთმანეთის ცოდნა.  10 წუთის გასვლის შემდეგ, ვსთხოვე მოსწავლეებს , დაბრუნებულიყვნენე  თავიანთ თავდაპირველ გუნდებში.  ავუხსენი  მათ თითოეულ გუნდში ყველა მოსწავლემ რიგრიგობით უნდა შეასრულოს როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის როლი. თამაში იწყება იმ მოსწავლით, რომელსაც ბარათი N1 შეხვდა. ეს „მასწავლებელი“ დანარჩენ მოსწავლეებს უხსნის იმ ინფორმაციას, რომელიც მის ბარათზეა მოცემული. „მოსწავლეები“ ისმენენ, სვამენ შეკითხვებს და აკეთებენ ჩანაწერებს. ეს ჩანაწერები, შემდეგ გამოკითხვისას გამოადგებათ. შემდეგ, იმ მოსწავლის რიგი დგება, რომელსაც ბარათი N2 შეხვდა. ეს პროცესი მანამ გაგრძელდება, სანამ გუნდის ყველა წევრი არ მოირგებს როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის როლს. შემდეგ   შევაგროვე საინფორმაციო ბარათები და ვუთხარით მოსწავლეებ, რომ ზეპირი გამოკითხვისთვის მოემზადონ. მოსწავლეებს მივეცი უფლება    გამოიყენებინათ საკუთარი ჩანაწერები, რათა სწორად უპასუხონ შეკითხვებს.


აქტივობა 3. გამოკითხვა: „თავი დავიცვათ თაღლითობისგან!“      
მიზანი: მოსწავლეები პასუხს მათთვის ჯერ კიდევ ახალ შეკითხვებზე სცემენ. შესაბამისად, გამოჩნდება, თუ რამდენად კარგად აითვისეს მათ მასალა                                                  

გამოკითხვა: დაიცავი თავი თაღლითობისგან 

1. როგორ უნდა მიხვდე, რომ საბანკო საგადახდო ბარათთან დაკავშირებულ თაღლითობის მსხვერპლი გახდი?

2. რა უნდა მოიმოქმედო თუ აღმოაჩენ, რომ საბანკო საგადახდო ბარათთან დაკავშირებული თაღლითობის მსხვერპლი ხარ?

3. როგორ უნდა მოიქცე, თუ ვიღაც არაკომფორტულად გაგრძნობინებს თავს ბანკომატის ან სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებისას (მაგ. ზედმეტად ახლოს დგას შენთან, აკვირდება, თუ რა კოდის შეყვანას ცდილობ, ან რა ინფორმაცია ჩნდება ეკრანზე)?

4. როგორ უნდა მოიქცე, თუ საკვებ ან სავაჭრო ობიექტში ბარათით გადახდისას, პერსონალი ბარათის გატანებას გთხოვს?

5. როგორ უნდა დაიცვა თავი ინტერნეტთაღლითობისგან?

6. რას ნიშნავს „ყალბი“ ფული?

7. რა დამცავი  ნიშნები აქვს ქართულ ლარს?

ვაჩვენეთ ბავშვებს ლარის ბანკნოტების დამცავი ნიშნები საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზეც: https://nbg.gov.ge/georgian-money/banknotes

აქტივობა 4. შემოქმედებითი წერა: „სინქუენი               
მიზანი: მოსწავლეები თაღლითობას საკუთარი სიტყვებით ხსნიან

აუხსენით და განვუმარტე გუნდებს,   „სინქუენი, რომ ეს არის 5–სტრიქონიანი ლექსი, რომელიც რთული საკითხის (მაგ. თაღლითობის) მარტივად და ლაკონურად ასახსნელად  გამოიყენება. 

რისგან შედგება თითოეული სტრიქონი?

ფორმა

მაგალითი

1  სიტყვა

____

 ვაშლი

 მნიშვნელოვანი მახასიათებელი/თვისება

 

 

------       ------

წითელი      ტკბილი

3  ზმნა  (მაგ. რას აკეთებს ეს საგანი? რა სარგებელი მოაქვს მას?)

[სიტყვები უმჯობესია მესამე პირში ჩაიწეროს]

 

------      ------    ------

 

დარგვა  მოკრეფა წახემსება

 

[რგავენ; კრეფენ; წაიხემსებენ]

ოთხსიტყვიანი ფრაზა ან გამოთქმა

------     ------     ------     ------

 

ვაშლი  გემრიელი და სასარგებლოა

 

ერთსიტყვიანი შეჯამება

 [მაგ. სინონიმი, მეტაფორა, ა.შ.]

 

-------

ჯანმრთელობა


  სავარჯიშო დაფაზე სინქუენის შაბლონის ჩვენებით დაიწყეთ. ავუხსენი მოსწავლეეებს, რომ პირველი საგანი, რომელზეც სინქუენ ჯგუფთან ერთად დაწერენ, იქნება ვაშლი.
 ლექსის მე–2 ხაზში მოსწავლეები დაწერენ ვაშლის 2 მნიშვნელოვან მახასიათებელს/თვისებას.  ეს არის თავისუფალი, შემოქმედებითი აქტივობა. შესაბამისად,მე არ ვეძებ ზუსტ პასუხს; მე  ბავშვებს საშუალებას ვაძლევ, რომ ვაშლი საკუთარი სიტყვებით აღწერონ.
 მე–3 ხაზში მოსწავლეები ჩაწერენ 3 ზმნას, რომლებიც აღწერს, თუ რა ქმედებებს უკავშირდება მოცემული საგანი.
   მე–4 ხაზში მოსწავლეები ჩაწერენ 4–სიტყვიანი წინადადებას ან გამონათქვამს, რომელიც მოცემულ საგანს უკავშირდება.
    და ბოლოს, მე–5 ხაზში მოსწავლეები ჩაწერენ 1 სიტყვას, რომელიც წარმოაჩენს ან შეაჯამებს მოცემული საგნის შინაარსს, ან მის მიმართ მოსწავლეების დამოკიდებულებას. 
მიეცით გუნდებს 5 წუთი   სინქუენის დასაწერად თაღლითობის თემაზე. 
შემდეგ კი  თითოეულმა გუნდმა საკუთარი ნაშრომი თანაკლასელებს გაუზიარა.

ქტივობა 5. გაკვეთილის შეჯამება

მიზანი: გაკვეთილზე განხილული მასალის შეჯამება


მოსწავლეებს ვთხოვე დაესახელებინათ ერთი რამ, რაც დღევანდელ გაკვეთილზე ისწავლეს.














2023 წლის 1 თებერვალი


ამ გაკვეთილზე მოსწავლეები ფინანსური თაღლითობის რამდენიმე ზოგად ფორმას გაეცნენ და თითოეულის თავისებურებები განიხილეს. ეს გაკვეთილი მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობის საჭიროებდა და აქტიური სწავლების ისეთ ფორმებს მოიცვა, როგორიცაა „ვვვ“ („ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“) სავარჯიშო და „სავარჯიშო სირბილში“.


გაკვეთილის მიზნები

  • მოსწავლეები განიხილავენ თაღლითობის რამდენიმე ზოგად ფორმას, რომელთა ცოდნაც ყველა მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია.

  • მოსწავლეები ისწავლიან, თუ როგორ უნდა მიხვდნენ, რომ შესაძლოა თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ.


აქტივობა 1. წინა გაკვეთილის მიმოხილვა
მიზანი: წინა გაკვეთილზე ნასწავლი ძირითადი საკითხების გახსენება
მოსწავლეებს დავუსვი შემდეგი შეკითხვები: 

ა. რა პასუხისმგებლობები ეკისრება მომხმარებელს ბანკთან მიმართებაში? 

ბ. რა შეცდომები დაუშვა თეონამ ბანკთან ურთიერთობისას? კიდევ ერთხელ გავიხსენეთ და შევაჯამეთ წინა მასალა.


აქტივობა 2. "ვვვ" ცხრილი თაღლითობის თემაზე
მიზანი: მოსწავლეები თაღლითობის თემაზე  გონებრივ იერიშს განახორციელებენ, რაც ამ საკითხის გარშემო მათი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
როგორც ყოველთვის ახლაც კლასი შემთხვევითობის პრინციპის დაცვით დავყავი 3-4 ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს დავურიგე ეს ცხრილი.

რა იცით ფინანსური

თაღლითობის შესახებ?

რა გვინდა იცოდეთ ფინანსური

თაღლითობის შესახებ?

რა ისწავლეთ ფინანსური

თაღლითობის შესახებ?








ავუხსენი ამ ცხრილის შევსების ინსტრუქცია:
ვთხოვე, ჩამოთვალონ, თუ რა იციან ფინანსური თაღლითობის შესახებ და ჩამოწერეთ პასუხები პირველ სვეტში.
დაესახელებინათ, თუ რის სწავლას ისურვებდნენ ფინანსური თაღლითობის შესახებ და ჩამოწერეთ პასუხები მეორე სვეტში.
ხოლო მესამე სვეტს გაკვეთილის დასასრულს შეავსებდნენ.

აქტივობა 3 "სავარჯიშო სირბილში"
მიზანი: მოსწავლეები აქტიური და სახალისო გზით ფინანსური თაღლითობის გავრცელებული ფორმების შესახებ შეისწავლიან.
გაკვეთილის დაწყებამდე კედლებზე გავაკარი ბარათები (ბარათზე მითითებული მქონდა კოდირებული სიტყვა წითელი და მწვანე ) (იხ. დანართი 1).
კლასი შემთხვევითობის პრინციპით დავყავი ორ გუნდად. ერთ გუნდს დავარქვი „წითლები“, მეორეს – „მწვანეები“. გუნდებში გადავანაწილე 1-2-3 ნომრები. ეს აქტივობა მათთვია ნაცნობი და საინტერესოა. ყოველი 1 და 3 არის მორბენალი, ხოლო ყოველი მეორე არის "მწერალი". მათი ამოცანაა კლასის გარშემო სირბილი, კედელზე თავისი გუნდის  შესაბამისი ბარათების („წითლებისთვის“ – წითელი, ხოლო „მწვანეებისთვის“ – მწვანე ბარათები) მოძებნა, ბარათებზე მოცემული ინფორმაციის წაკითხვა და დამახსოვრება. მათ არ აქვთ ამ ინფორმაციის ჩაწერის, ან ფოტოს გადაღების უფლება. მათ უბრალოდ უნდა დაიმახსოვრონ წაკითხული ინფორმაციის შინაარსი (განვუმარტე, ბავშვებს, რომ არ არის აუცილებელ ინფორმაციის სიტყვა-სიტყვით დამახსოვრება, მთავარია გაიაზრონ წაკითხული ინფორმაციის შინაარსი). ამის შემდეგ, „მორბენლები“ ბრუნდებიან საკუთარი ჯგუფის „მწერალთან“ და იმ ინფორმაციას გააცნობენ, რომელიც ბარათებიდან დაიმახსოვრეს. „მწერალმა“, თავის მხრივ, უნდა ჩაიწეროს ეს ინფორმაცია პასუხის ფურცელზე. გაიმარჯვებს ის გუნდი, რომლის ყველა „მწერალიც“ პირველი შეავსებს პასუხების ფურცელს და ამასთან, გაცემული პასუხები იქნება სწორი.

აქტივობა 4. ჯგუფური სამუშაო ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა
მიზანი: მოსწავლეები ერთმანეთს ახალ ინფორმაციას ასწავლიან.

"წითელი" გუნდის წევრებს ვთხოვე, რომ მიეწოდებინებინათ "მწვანე " გუნდის წევრებისთვის ის ინფორმაცია რომელსაც თავიანთი პასუხების ფურცელზე მოუყარეს თავი და პირიქით. შევახსენე მოსწავლეებს, რომ სხვებისთვის სწავლების გზით ჩვენც უკეთ ვსწავლობთ.

აქტივობა 5. ზეპირი გამოკითხვა თაღლითობის თემაზე
მიზანი: ბავშვები ერთმანეთს ასწავლიან და ერთმანეთისგან სწავლობენ ახალ მასალას.

დავსვი ღია შეკითხვები, რათა მოსწავლეებისთვის ხელი შემუწყო დამოუკიდებლად აზროვნებასა და სწორი პასუხის ჩამოყალიბებაში. შევეცადე, რომ ერთ შეკითხვაზე რამდენიმე მოსწავლემ ნაწილობრივ მაინც ეპასუხა, რათა შეგვეკრა ერთი, სრული პასუხი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებმა საკუთარი სიტყვებით შეძლონ ახალი ინფორმაციის გადმოცემა.

შეკითხვები ასეთი იყო:

1. რა ინფორმაციაა დატანილი ბარათზე?

2. რატომ არ უნდა გავუზიაროთ ბარათის მონაცემები არავის?

3.  როგორ შეიძლება ბარათის მონაცემების მოპარვა?

4. როგორი უნდა იყოს დაცული ვებგვერდის მისამართი?

5. რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუკი ბარათი დავკარგეთ ან მოგვპარეს?

6. რა არის სკიმინგი?

7. როგორ შეიძლება დავიცვათ თავი პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული თაღლითობისგან?

8. რა არის და როგორ ხორციელდება ფიშინგი?

9. როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ფიშინგისგან?

აქტივობა 6. "ვვვ" ცხრილი
მიზანი: მოსწავლეები გაკვეთილს მიღებული ინფორმაციის შეჯამებით დაასრულებენ

მოსწავლეები ისევ დავაბრუნე თავდაპირველ ჯგუფებში , დავურიგე "ვვვ" ცხრილი და ვთხოვე ყურადღებით შეევსოთ მე–3 სვეტზე ანუ ჩამოწერეს ის თუ რა ისწავლეს დღეს ფინანსური თაღლითობის შესახებ.  


ქტივობა 7. გაკვეთილის შეჯამება

მიზანი: გაკვეთილზე განხილული მასალის შეჯამება


მოსწავლეებს ვთხოვე დაესახელებინათ ერთი რამ, რაც დღევანდელ გაკვეთილზე ისწავლეს.  





















2023 წლის 25 იანვარი


ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები შეაჯამეს. ამასთან, მოსწავლეებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა აღმოაჩინონ დროულად, ირღვევა თუ არა მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები. ამ გაკვეთილზე გამოვიყენე აქტიური პედაგოგიკის მეთოდები, რათა მოსწავლეებმა გაიაზრონ, რომ მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები ერთი მედლის ორ მხარეს წარმოადგენს. 


გაკვეთილის მიზნები

  • მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ მომხმარებლის უფლებებისა და პასუხისმგებლობების ცოდნა მათ ბანკებთან ურთიერთობაში რისკებისგან დაიცავს და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

  • ბავშვები შეაჯამებენ, თუ რა კონკრეტული უფლებები და პასუხისმგებლობები აქვთ მომხმარებლებს ბანკებთან და ზოგადად, ფინანსურ ორგანიზაციებთან მიმართებაში. 


აქტივობა 1. წინა გაკვეთილის მიმოხილვა
მიზანი: წინა გაკვეთილზე ნასწავლი ძირითადი საკითხების გახსენება

მოსწავლეებს დავუსვი კითხვა : რა პასუხისმგებლობები ეკისრებათ მომხმარებლებს? მოსწავლეების მხრიდან გაჟღერდა შემდეგი პასუხები:
ასუხისმგებლობა მოეპყროს ბანკის თანამშრომლებს ეთიკურად;
პასუხისმგებლობა გაეცნოს ფინანსურ პროდუქტთან დაკავშირებულ ყველა პირობას და შეადაროს შემოთავაზებული პროდუქტები ერთმანეთს;
პასუხისმგებლობა შეასრულოს ფინანსურ პროდუქტთან დაკავშირებული პირობები;
პასუხისმგებლობა ბანკს მიაწოდოს ზუსტი, აუცილებელი და დროული ინფორმაცია;
პასუხისმგებლობა დაიცვას პერსონალური მონაცემები.

აქტივობა 2. მეხსიერების ბარათი "მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები".
მიზანი: მოსწავლეები უკეთ იაზრებენ, თუ რა იგულისხმება მომხმარებლის უფლებებსა და პასუხისმგებლობებში

შემთხვევითობის პრინციპის დაცვით კლასი დავყავი 2-2-3 გუნდებად და თითოეულ გუნდს გადავეცი ბარათების ერთი წყება. (დანართი 1) ავუხსენი მოსწავლეებს, რომ ბარათების ნახევარი წარმოადგენს „მომხმარებლის უფლებების ბარათებს“, ხოლო მეორე ნახევარი – „მომხმარებლის პასუხისმგებლობების ბარათებს.“ ყოველი „უფლების ბარათისთვის“ არსებობს შესაბამისი „პასუხისმგებლობის ბარათი“. ვსთხოვე მოსწავლეებს აურიონ, გადმოატრიალონ (წარწერით ქვემოთ) და იატაკზე ან მაგიდაზე გაშალონ ბარათები.
  1. პირველი მოთამაშე იღებს რომელიმე ბარათს და ხმამაღლა წაიკითხავს მასზე მოცემულ ინფორმაციას. შემდეგ ის იღებს მეორე ბარათს და ხმამაღლა წაიკითხავს მასზე მოცემულ ინფორმაციასაც. თუ ეს ორი ბარათი ერთმანეთს შეესაბამება, ანუ თუ შესაძლებელია ბარათების დაწყვილება, მაშინ ის მათ აიღებს მაგიდიდან. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბარათები ერთმანეთს არ შეესაბამება, მაშინ მოსწავლე მათ საკუთარ ადგილას დააბრუნებს. 

  2. ახლა მეორე მოთამაშის ჯერი დგება: მეორე მოთამაშეც იღებს 2 ბარათს და ხმამაღლა წაიკითხავს მათზე მოცემულ ინფორმაციას. თუ აღმოჩნდება, რომ ბარათები ერთმანეთს შეესაბამება, მაშინ ბარათები დარჩება ამ მოსწავლესთან, ხოლო თუ ბარათები ერთმანეთს არ შეესაბამება, მაშინ მოსწავლე მათ საკუთარ ადგილას დააბრუნებს.

  3. მოთამაშეებს შეუძლიათ მიხვდნენ აიღეს თუ არა „წყვილი“ ბარათები ბარათების ინიციალების მიხედვით. თამაშის განმავლობაში, მოთამაშეები უნდა შეეცადონ დაიმახსოვრონ თითოეული ბარათის პოზიცია მაგიდაზე/იატაკზე. თამაში სრულდება მაშინ, როცა ყველა ბარათი დაწყვილდება. გაიმარჯვებს ის მოთამაშე, რომელსაც ყველაზე მეტი დაწყვილებული ბარათი ექნება თამაშის დასასრულს.

  4. თამაში დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ წავიკითხეთ ყოველი "უფლების ბარათისათვის" შესაბამისი "პასუხისმგებლობის უფლება".

აქტივობა 2 (2). მეხსიერების ბარათი "მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები".

მიზანი: მოსწავლეები უკეთ იაზრებენ, თუ რა იგულისხმება მომხმარებლის უფლებებსა და პასუხისმგებლობებში (წინა აქტივობაზე მიღებული ცოდნის განმტკიცება)

აქტივობა 2- ის შედეგად მიღებული ინფორმაციის განსამტკიცებლად მისი ჩატარება სხვაგვარად შევტავაზე მოსწავლეებს. მას შემდეგ, რაც ყველა ბარათი გაშლეს მაგიდაზე (წარწერით ქვემოთ), გუნდებს ვთხოვე ერთდროულად ამოატრიალონ ყველა ბარათი და დააწყვილონ შესაბამისი ბარათები. შემდეგ სთხოვეთ, ხმამაღლა წაიკითხონ დაწყვილებული „უფლებების ბარათები“ და „პასუხისმგებლობის ბარათები“. ამ შემთხვევაში, ინიციალები (A, B, C, D, E) წაშლილი მქონდა. ბარათებიდან, რადგან ინიციალების მიხედვით მოსწავლეებს ზედმეტად გაუმარტივდებოდათ ბარათების დაწყვილება.

აქტივობა 3. როლური თამაში მომხმარებლის პასუხიმგებლობები
მიზანი: მოსწავლეები სწავლობენ, თუ როგორ უნდა შეასრულონ მომხმარებლის პასუხისმგებლობები

  1. შევახსენე მოსწავლეებს, რომ წინა გაკვეთილზე წავიკითხეთ თეონას ისტორია, სადაც ის არ ასრულებდა თავის პასუხისმგებლობებს. ავუხსენი, რომ ამჯერადაც უნდა დაედგათ  თეატრალური წარმოდგენა, ოღონდ თუ წინა წარმოდგენისას ყურადღება გამახვილდა ბანკის მხრიდან თეონას მომსახურებაზე, დღეს ყურადღება გამახვილდება თეონას პასუხისმგებლობებზე.

  2. ამის შემდგომ, დავყავი კლასი, შეთხვევითობის პრინციპის დაცვით, ორ გუნდად. დავარქვით გუნდებს სახელები: „წითლები“ და „მწვანეები“ და დაურიგეთ მათ თეონას ისტორია (იხ. დანართი 2)

  3. ავუხსენი „წითლებს“, რომ მათი დავალებაა დადგან მცირე წარმოდგენა თეონას ისტორიის მიხედვით: მოსწავლეებმა გაითამაშეს სცენას, რომლის მიხედვითაც, თეონა ცდილობს გახსნას დეპოზიტი, თუმცა არ ასრულებს საკუთარ პასუხისმგებლობებს. ამ დავალების შესასრულებლად მოსწავლეებს 5 წუთი მიეცით.

  4. ავუხსენი „მწვანეებს“, რომ მათი დავალებაა დადგან მცირე, განსხვავებული წარმოდგენა თეონას ისტორიის შესახებ, რომლის მიხედვითაც თეონა პირნათლად ასრულებს მისი, როგორც მომხმარებლის პასუხისმგებლობებს. ამ დავალების შესასრულებლად მოსწავლეებს 5 წუთი მიეცით. „მწვანეების“ წარმოდგენაში სასურველია გამოჩნდეს, რომ:

    • თეონა ცდილობს გაეცნოს რამდენიმე ბანკის შემოთავაზებას და ისე აკეთებს არჩევანს.

    • თეონა პატივისცემით ეპყრობა ბანკის კონსულტანტს, და მისგანაც ითხოვს პატივისცემით მოპყრობას. 

    • თეონა ეცნობა ხელშეკრულებას და ცდილობს გაიგოს შემოთავაზებული პროდუქტის ყველა პირობა.

    • თეონა კითხვებს უსვამს კონსულტანტს.

    • თეონა გულწრფელად აფასებს კონსულტანტის მიერ გაწეულ მომსახურებას ფილიალის მმართველთან, ან თავად კონსულტანტს სთხოვს დააფიქსიროს თავისი პრეტენზია.

    1. დავურიგე გუნდებს დანართ 3-ში მოცემული დეპოზიტის ხელშეკრულების თავსართი. ამ დროისთვის, ბავშვებმა უკვე იციან თუ რა არის თავსართი. ყოველი შემთხვევისთვის, შევახსენე და ვთხოვე, თვითონ გაიხსენონ და დანარჩენებს გაუზიარონ. თავსართში მოცემული ინფორმაცია ბავშვებს დაეხმარება სცენის გათამაშებაში, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ ბავშვებმა წარმოდგენის პროცესში თავსართში მოცემული ყველა შეკითხვა გამოიყენონ. 

    2. გამოვიყვანე წითელი გუნდი „ კლასის ცენტრში", და ვსთხოვე გაითამაშონ „თეონას ისტორია“. შემდეგ, ვსთხოვე „მწვანე“ გუნდს, გაითამაშონ „თეონას ალტერნატიული ისტორია“.  

    3. მოსწავლეებთან ერთად განვიხილეთ, თუ რა განსხვავებები დაინახეს მოცემულ ორ სცენარს შორის. განსახილველად დავსვი შემდეგი შეკითხვები: თქვენი აზრით, თეონა რომელ შემთხვევაში მიიღებს უკეთეს მომსახურებას ბანკისგან? რომელ შემთხვევაში იქნება მისი უფლებები უკეთ დაცული? რატომ?

    ქტივობა 4. გაკვეთილის შეჯამება
    მიზანი: გაკვეთილზე განხილული მასალის შეჯამება

მოსწავლეებს ვთხოვე დაესახელებინათ ერთი რამ, რაც დღევანდელ გაკვეთილზე ისწავლეს.  
































2023 წლის 18 იანვარი

8. მე მაქვს უფლება, მე მაქვს პასუხისმგებლობა

მომხმარებლის პასუხისმგებლობები (ნაწილი II)

ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა ისწავლეს, რომ მომხმარებლებს, უფლებების გარდა, პასუხისმგებლობებიც ეკისრებათ. მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ ყველა სიტუაციაში უნდა გამოიჩინონ პროაქტიულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა, რათა მათი ინტერესები და უფლებები იქნეს დაცული. გაკვეთილი დაიწყო უფლებების თანმდევი პასუხისმგებლობების განხილვით. 


გაკვეთილის მიზნები

  • მოსწავლეები იმსჯელებენ ადამიანის უფლებების, და ამ უფლებების შესაბამისი პასუხისმგებლობების მაგალითებზე; ამ გზით, ისინი გაიაზრებენ, რომ ჩვეულებრივ, უფლებებს პასუხისმგებლობებიც ახლავს თან.

  • მოსწავლეები დაფიქრდებიან იმაზე, თუ რა პასუხისმგებლობები შეიძლება ეკისრებოდეთ ბანკებთან და ზოგადად, ფინანსურ ორგანიზაციებთან მიმართებაში.


აქტივობა 1. წინა გაკვეთილის მიმოხილვა
მიზანი: წინა გაკვეთილზე ნასწავლი ძირითადი საკითხების გახსენება


მოსწავლეებს დავუსვი შემდეგი შეკითხვები:

  1. მომხმარებლის რომელ უფლებებზე ვისაუბრეთ წინა შეხვედრაზე? (ეთიკურად მოპყრობის უფლება; მომხმარებლის უფლება თავად აირჩიოს რომელი პროდუქტის შეძენა სურს; მომხმარებლის უფლება მიიღოს სრული, ადვილად გასაგები, ზუსტი, აუცილებელი და დროული ინფორმაცია; მომხმარებლის უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი; პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება).

  2. თეონას ისტორიაში რა კუთხით დაარღვია ბანკმა მისი, როგორც მომხმარებლის, უფლებები? (ბანკის წარმომადგენლები თეონას არ მოეპყრნენ პატივისცემით; არ მისცეს საშუალება დამოუკიდებლად გადაეწყვიტა, თუ რა ტიპის დეპოზიტი უნდა გაეხსნა; არ დაიცვეს მისი პერსონალური მონაცემები; არ მიაწოდეს სრული, ადვილად გასაგები, ზუსტი, აუცილებელი და დროული ინფორმაცია).


აქტივობა 2. სავარჯიშო სირბილში "მომხმარებლის პასუხისმგებლობები"
მიზანი: დინამიკური და სახალისო აქტივობის მეშვეობით ბავშვები მომხმარებლის ძირითად პასუხისმგებლობებს აღმოაჩენენ.

შემთვევითობის პრინციპის დაცვით მოსწავლეები გადავანაწილე 2-2-3 ჯგუფებში. თითოეულ ჯგუფში ისევ შემთხვევითობის პრინციპის დაცვით გადავანაწილე 1-2 ადგილები. ავუხსენი, რომ ყოველი მეორე იქნება "მწერალი"და მიეცემა პასუხების ფურცელი, ხოლო ყოველი პირველი იქნება მორბენალი. ოთახის კედლებზე მიმოფანტულია "მომხმარებლის პასუხიმგებლობები". მათ არ აქვთ ამ ინფორმაციის ჩაწერის, ან ფოტოს გადაღების უფლება. მათ უბრალოდ უნდა დაიმახსოვრონ წაკითხული ინფორმაციის შინაარსი (განვუმარტეთ, ბავშვებს, რომ არ არის აუცილებელ ინფორმაციის სიტყვა-სიტყვით დამახსოვრება, მთავარია გაიაზრონ წაკითხული ინფორმაციის შინაარსი). ამის შემდეგ, ისინი უნდა დაბრუნდნენ თავიანთი გუნდის „მწერლებთან“ და მოუყვნენ დამახსოვრებული ინფორმაცია.  „მწერალმა“, თავის მხრივ, უნდა ჩაიწეროს ეს ინფორმაცია პასუხის ფურცელზე. გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც პირველი შეავსებს პასუხის ფურცელს. თუმცა ყველა გუნდს მივეცი დრო იმისთვის, რომ შეევსოთ თავიანთი პასუხების ფურცელი.
აქტივობის დასრულების შემდეგ წავიკითხეთ პასუხისმგებლობა და მისი თანმდევი განმარტება.

მიზანი: მოსწავლეები კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან მომხმარებლის პასუხისმგებლობებზე და ისეთ შემთხვევებს განიხილავენ, როდესაც მომხმარებელმა არ შეასრულა საკუთარი პასუხისმგებლობები

მოსწავლეებს კიდევ ერთხელ წავუკითხე თეონას ოდნავ სახეცვლილი ისტორია და ვსთხოვე, რომ როდესაც ისეთ წინადადებას გაიგებენ, რომლის მიხედვითაც თეონა არ ასრულებს საკუთარ პასუხისმგებლობებს, წამოდგნენ და დაიყვირონ „არა!“. შევახსენე, რომ წინა გაკვეთილზე  ყვიროდნენ „არა“-ს მაშინ, როდესაც ბანკის ოპერატორი (კონსულტანტი) არღვევდა თეონას უფლებებს, ახლა კი თეონას პასუხისმგებლობებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება და მაშინ დაიყვირონ „არა“, როდესაც თეონა არ ასრულებს საკუთარ პასუხისმგებლობებს.

აქტივობა 4. გაკვეთილის შეჯამება
მიზანი: გაკვეთილზე განხილული მასალის შეჯამება

მოსწავლეებს ვთხოვე დაესახელებინათ ერთი რამ, რაც დღევანდელ გაკვეთილზე ისწავლეს.  




















2022 წლის 28 დეკემბერი

7.ბანკი და მომხმარებლის უფლებები

ამ გავეთილზე მოსწავლეები ბანკებთან მიმართებაში მომხმარებლების უფლებებზე დაფიქრდნენ. ამ გაკვეთილზეც გამოვიყენეთ აქტიური სწავლების ისეთი ფორმა, როგორიცაა ჯგუფური მოზაიკა.


გაკვეთილის მიზნები

  • მოსწავლეებმა გაიაზრონ, რომ მომხმარებლები კონკრეტული უფლებებით სარგებლობენ ბანკებთან და ზოგადად, ფინანსურ ორგანიზაციებთან მიმართებაში.

  • მოსწავლეებმა განიხილონ, თუ რაში მდგომარეობს მათი, როგორც ფინანსური სექტორის მომხმარებელთა ძირითადი უფლებები, და როგორ შეუძლიათ მოიქცნენ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში.


აქტივობა 1. წინა გაკვეთილის მიმოხილვა
მიზანი: წინა გაკვეთილზე ნასწავლი ძირითადი საკითხების გახსენება


ბავშვებს დავუსვი შემდეგი შეკითხვები:

  1. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რას ვგულისხმობთ, როდესაც ვსაუბრობთ „უფლებებზე“? როგორ ახსნიდით ცნებას „უფლება“? (ერთ–ერთი შესაძლო პასუხია: „უფლებები წესებია, რომლებიც გვეუბნება, თუ რის გაკეთება შეუძლია ადამიანს, ან რა ეკუთვნის მას“).

  2. რა და რა სიტუაციები განვიხილეთ წინა გაკვეთილზე მომხმარებლის პოზიციიდან? (სპორტული მაღაზია, წიგნების მაღაზია, მობილური ტელეფონების მაღაზია, კაფე).  

  3. საბოლოო ჯამში, როგორ გვსურს, რომ გვეპყრობოდნენ ჩვენ, როგორც მომხმარებლებს?


აქტივობა 2. "მომხმარებლის უფლებების მოზაიკა".
  მიზანი: მოსწავლეები ერთმანეთს მომხმარებლის უფლებებს განუმარტავენ
კლასი შემთხვევითობის პრინციპის დაცვით დავყავი 2-2-2 გუნდებად. მოსწავლეებმა თავიანთ გუნდებს შეურჩიეს სახელწოდება. თითოეულ გუნდში ისევ შემთხვევითობის პრინციპის დაცვით გავითვალეთ 1-2. მოსწავლეებს ავუხსენი, რომ ამ სავარჯიშოს ფარგლებში თითოეული მათგანი მოირგებს როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის როლს, რათა დანარჩენებს მომხმარებლის უფლებები ასწავლოს. ვუთხარი, რომ სავარჯიშოს ბოლოს დაგეგმილია ზეპირი გამოკითხვა,  შესაბამისად, აუცილებელია, რომ მათ ერთად და ნაყოფიერად იმუშაონ.   ვინაიდან გუნდებში მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა, ამიტომაც რიგით 1 ნომერს წილად ხვდათ ბარათი N 1,3,5 და რიგით 2 ნომერს წილად ხვდათ ბარათი N 2,4,5. (იხ. დანართი 1).  მოსწავლეებს ვსთხოვე, ვისაც ერთი და იმავე ნომრის ბარათი შეხვდა (მაგ. ბარათი N1 ან ბარათი N2), ერთად დამსხდარიყვნენ და ერთობლივად ემუშავათ, რათა ყველა მათგანმა კარგად შეისწავლოს ბარათზე მოცემული ინფორმაცია, გაიაზრონ ახალი ინფორმაცია და როცა გუნდებში დაბრუნდებიან, მოირგეს მასწავლებლის როლი და თანაგუნდელებს მის ბარათზე მოცემულ ინფორმაციას აუხსნეს. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული გუნდის ყოველი მოსწავლე არ მოირგებს მასწავლებლის როლს.   შემდგომ კი თითოეული გუნდმა დაასახელა და განმარტა ერთი ძირითადი უფლება, რომლითაც მომხმარებელი ბანკთან ურთიერთობაში სარგებლობს.  
მოსწავლეთა პასუხები იყო:
  • ეთიკურად მოპყრობის უფლება;

  • უფლება თავად აარჩიოს, თუ რომელი პროდუქტის შეძენა სურს;

  • უფლება მიიღოს სრული, ზუსტი, ადვილად გასაგები და თავისდროული ინფორმაცია;

  • უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი;

  • პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება.


აქტივობა 3. "დაეხმარე თეონას"
მიზანი: ბავშვები განიხილავენ მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევებს
მოსწავლეებს წავუკითხე მოთხრობა გოგონას შესახებ "თეონას ისტორია" , რომელიც ბანკში დეპოზიტის გასახსნელად მივიდა. როდესაც მათ მოისმინეს ისეთ წინადადება, რომელიც, მათი აზრით, მომხმარებლის უფლებების დარღვევას გამოხატავდა, ხელის აწევით მანიშნებდნენ „არას!“

აქტივობა 4. როლური თამაში
მიზანი: მოსწავლეები სწავლობენ, თუ როგორ ამოიცნონ მომხმარებლის უფლებების დარღვევები
კლასი შემთხვევითობის პრინციპის დაცვით დავყავი ორ გუნდად , დავარქვით გუნდებს სახელები და დაურიგე გუნდებს დანართ 2-ში მოცემული „თეონას ისტორია“.
პირველმა გუნდს უნდა მოემზადებინა თეატრალური წარმოდგენა თეონას ისტორიის მიხედვით. წარმოდგენაში კარგად უნდა გამოეჩინათ, თუ როგორ მოემსახურა ბანკი თეონას.
მეორე გუნდს უნდა დაედგა წარმოდგენა, რომელშიც გამოჩნდებოდა, თუ როგორ უნდა ემსახურებოდეს ბანკი თეონას ისე, რომ არ დაირღვეს მისი უფლებები.
ვინაიდან გუნდებში მოსწავლეთა რაოდენობა 3-3 იყო, ამიტომ მათ გადაწყვიტეს გაერთიანებულიყვნენ და ერთობლივად ჯერ ერთი წარმოდგენა დაედგათ , სადაც ირღვევა თეონას უფლებები და შემდეგ მეორე, სადაც ისე უნდა მოემსახურონ თეონას, რომ არ დაირღვეს მისი უფლებები.
ამ წარმოდგენაში გამოჩნდა, რომ
  • ბანკის თანამშრომელი თეონას ზრდილობიანად ესალმება;

  • ბანკის თანამშრომელი დროულად აწვდის თეონას სრულ, ზუსტ და ადვილად გასაგებ ინფორმაციას სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების შესახებ, რომელთაგანაც თეონას თავად, დედასთან კონსულტაციით, შეუძლია აირჩიოს სასურველი პროდუქტი; 

  • ბანკის თანამშრომელი აცნობებს თეონას და თეონას დედას, თუ რა მოხდება, თუ გოგონა თანხის დეპოზიტიდან გატანას გადაწყვეტს, და ასევე იმას, თუ როგორ გამოიყენებს ბანკი თეონას პერსონალურ მონაცემებს.

ორივე სცენის გათამაშების შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს თუ რაში უნდა გამოიხატოს მომხმარებლის მიმართ გაუმჯობესებული მოპყრობა.

აქტივობა 5. გაკვეთილის შეჯამება
მიზანი: გაკვეთილზე მიღებული ცოდნის შეჯამება.
სთხოვე ბავშვებს წრეზე დადგომა და თითოეულმა დაასახელოს ერთი რამ, რაც დღევანდელ გაკვეთილზე ისწავლა.












2022 წლის 21 დეკემბერი

6. მომხმარებლის უფლებები: შესავალი


ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა გაეცნენ მომხმარებლის უფლებებს და შემდეგ გაკვეთილზე კონკრეტულად ფინანსური სექტორის მომხმარებლის უფლებების შესასწავლად მოამზადა. გაკვეთილი დავიწყეთ ცნების „უფლება“ განხილვით, რასაც ინტერაქტიული სავარჯიშო მოჰყვა. ბავშვებმა განიხილეს საკუთარი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ეპყრობოდნენ მომხმარებლებს .   


გაკვეთილის მიზნები

  • მოსწავლეებმა გაიაზრონ, რომ მომხმარებლის უფლებები ადამიანის უფლებების ჩარჩოს ნაწილია

  • ბავშვებმა განიხილონ ის უფლებები, რომლებითაც მომხმარებელი ფინანსურ ინსტიტუტებთან მიმართებაში სარგებლობს.

  • მოსწავლეებმა გამოიმუშაონ თავდაჯერებულობის გრძნობა, რათა მარტივად შეძლონ სხვადასხვა საქონლისა თუ მომსახურების გამყიდველთან ურთიერთობა და საკუთარი თავისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება.


აქტივობა 1. წინა გაკვეთილის მიმოხილვა

მიზანი: წინა გაკვეთილზე ნასწავლი ძირითადი საკითხების გახსენება

ბავშვებს დავუსვი შემდეგი შეკითხვები:

  • წინა გაკვეთილიდან რომელი სავარჯიშო გახსოვთ ყველაზე კარგად?

  • წინა გაკვეთილიდან ბანკის შერჩევის რომელი კრიტერიუმები დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?


აქტივობა 2. "გამამხნევებელი დისკუსია"

მიზანი: ბავშვები საკუთარი სიტყვებით განიხილავენ, თუ რას ნიშნავს ცნება „უფლებები“

კლასი შემთხვევითობის პრინციპის დაცვით დავყავი გუნდებად 2-2-3 და გუნდებმა შეარჩიეს სახელები.

მოსწავლეებთან ერთად გავმართეთ დისკუსია კითხვებზე:
  • რა ვიცით ზოგადად, უფლებების და თავისუფლებების შესახებ?

  • შეგიძლიათ დაასახელოთ ადამიანის უფლებების რამდენიმე მაგალითი?

  • შეგიძლიათ დაასახელოთ კონკრეტულად 18 წლამდე ასაკის ბავშვების უფლებების რამდენიმე მაგალითი?


განვიხილეთ შემდეგი უფლებები:
  • ადამიანებს აქვთ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება;

  • ადამიანებს აქვთ უფლება, გამოთქვან და გაავრცელონ საკუთარი აზრი;

  • ადამიანებს აქვთ პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება;

  • ადამიანებს აქვს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება;

  • ბავშვებს აქვთ სასკოლო განათლების უფასოდ მიღების უფლება


სავარჯიშო 3. "ადამიანის უფლებები და თავისუფლებები"

მიზანი: ბავშვები განაგრძობენ დისკუსიას ცნების „უფლებები“ გარშემო

თითოეულ გუნდში დავარიგე აჭრილი ბარათები A, B, C და მოსწავლეებს ვცთხოვე აეწყოთ წინადადება.

A წინადადების ბარათები

ადამიანებს

აქვთ

არჩევნებში

ხმის

მიცემის

უფლება


B წინადადების ბარათები

ბავშვებს

აქვთ

სასკოლო

განათლების

უფასოდ

მიღების

უფლება


C წინადადებების ბარათები

ადამიანებს

აქვთ

უფლება

გამოთქვან

და

გაავრცელონ

საკუთარი

აზრი



შემდგომ მოსწავლეებს ვთხოვე, თავიანთი სიტყვებით განემარტათ, თუ რას ნიშნავს ცნება „უფლება“ ან „თავისუფლება“ და ამის შემდგომ უნდა აეწყოთ წინადადება D.

D წინადადების ბარათები

ადამიანებს აქვთ

უფლებები და 

თავისუფლებები, 

რომლებიც განსაზღვრავს, 

თუ რა არის  ნებადართული მათთვის

და რა

ეკუთვნის

მათ



კიდევ ერთხელ მოსწავლეებთან ერთად დავასახელეთ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები (მაგ. კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა; ადამიანებს აქვთ სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება, ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლება, შრომის თავისუფლება).

სავარჯიშო 4. მომხმარებელი ყოველთვის მართალია?

მიზანი: მოსწავლეები იაზრებენ, რომ თითოეული მომხმარებელი პატივისცემით მოპყრობას იმსახურებს

ვკითხე მოსწავლეებს, მაღაზიაში ან კაფეში რაიმეს შეძენისას თუ ჰქონიათ უსიამოვნო გამოცდილება? ჩავეძიე: რა იყო უსიამოვნო გამოცდილების მიზეზი? უსიამოვნო გამოცდილება შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ მაღაზიის ან კაფის თანამშრომლები არასაკმარისად თავაზიანად ეპყრობიან მომხმარებლებს, რის შედეგადაც მომხმარებელი თავს არაკომფორტულად გრძნობდა. ყველა მოსწავლემ და მათ შორის მეც , ერთმანეთს გაუზიარეთ საკუთარი მოსაზრებები.

თიოეულ გუნდს დავურიგე ფურცლები და მარკერები. გავაცანი დავალების ინსტურქცია:

"წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ მაღაზიაში, რათა შეიძინოთ კედები, წიგნი ან მობილური ტელეფონი, ან მიდიხართ კაფეში წასახემსებლად. როგორ გსურთ, რომ გეპყრობოდნენ მაღაზიის/კაფის თანამშრომლები იმისთვის, რომ თქვენი ვიზიტი იყოს სასიამოვნო: 

  • რა და რა გზით შეუძლია მომსახურე პერსონალს თქვენი დახმარება? 

  • როგორ გინდათ, რომ გესაუბრებოდნენ?

  • რა შეკითხვები შეიძლება დაუსვათ მათ?

  • იმ შემთხვევაში, თუ მაღაზიის დატოვების შემდეგ აღმოაჩენთ, რომ შეძენილ ნივთს რაღაც პრობლემა აქვს, რის გაკეთება უნდა შეგეძლოთ? 

  • თუ უკმაყოფილო ხართ მიღებული მომსახურებით, რის გაკეთების საშუალება უნდა გქონდეთ?

მოსწავლეებმა
მოიფიქრეს ამ შეკითხვებზე პასუხები და 10 წუთის შემდეგ მოამზადეს მცირე პრეზენტაცია. პრეზენტაცია გამართეს გათამაშებული სცენის სახით. გაითამაშეს "სიტუაცია კაფეში", სიტუაცია "ტელეფონის მარაზიაში, სიტუაცია "ტანსაცმლის მაღაზიაში". როდესაც დავასრულეთ სავარჯიშო, ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ ყველა ბავშვის სურვილია, მაღაზიასა თუ კაფეში მომსახურე პერსონალი იყოს ზრდილობიანი, გამოიჩინოს პატივისცემა მომხმარებლების მიმართ, დაეხმაროს მომხმარებლებს, და მზად იყოს მომხმარებლების შეკითხვაზე პასუხის გასაცემად. ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ რაიმე ნივთის ან მომსახურების შეძენამდე ყველა მომხმარებელმა უნდა დასვას შეკითხვები და მიიღოს ამომწურავი პასუხები.
შემდეგ ვკითხე მოსწავლეებს, თუ როგორ მოპყრობას უნდა ელოდონ, როდესაც ბანკს ანგარიშის გასახსნელად ესტუმრებიან?

სავარჯიშო 5 გაკვეთილის შეჯამება
მიზანი: დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას შეჯამება.

მოსწავლეები მოვიხმე წრესზე და იმ მოსწავლემ, რომლის ხელშიც აღმოჩნდება ბურთი, უნდა დაასახელოს ერთი რამ, რაც დღევანდელ გაკვეთილზე ისწავლა. 


















2022 წლის 14 დეკემბერი

ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ რა პრინციპით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება რაიმეს შეძენასთან დაკავშირებით (მაგალითად განვიხილეთ ტელეფონის შეძენა).

ბავშვებმა ასევე განიხილეს ზოგადი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც უნდა შეარჩიონ ბანკი, სადაც ანგარიშის გახსნას ისურვებდნენ. ბავშვებმა გაითავისეს, რომ ნებისმიერი ნივთის ან მომსახურების შეძენამდე კარგად უნდა დაფიქრდნენ, შეისწავლონ საკუთარი სურვილები და შემოთავაზებულ პროდუქტებთან დაკავშირებული პირობები, და გადაწყვეტილება მხოლოდ გარკვეულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიიღონ.


გაკვეთილის მიზნები:

  • ზოგადი კრიტერიუმების განხილვა, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური პროდუქტების  შერჩევა.

  • ბავშვებისთვის საბანკო ეთიკის ცნების გაცნობა.


აქტივობა 1. წინა გაკვეთილის მიმოხილვა
მიზანი: წინა გაკვეთილზე ნასწავლი ძირითადი საკითხების გახსენება

ბავშვებს დავუსვი შემდეგი შეკითხვები:

  • რომელი აქტივობით დავიწყეთ წინა გაკვეთილი?

  • წინა გაკვეთილიდან რომელი სავარჯიშო გახსოვთ ყველაზე კარგად?

  • წინა გაკვეთილიდან ფინანსური სისტემის რომელი მონაწილე დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?


აქტივობა 2. არჩევანის გაკეთება
მიზანი: მოსწავლეები მსჯელობენ, თუ რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეარჩიონ ესა თუ ის პროდუქტი
  1. დაფაზე დავწერე „ტელეფონი“.

  2. ვსთხოვე მოსწავლეებს წარმოიდგინონ, რომ მათ ერთი დღე აქვთ იმისთვის, რომ შეიძინონ ტელეფონი. რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეარჩიონ სასურველი პროდუქტი? ჩემი მიზანი იყო, რომ ბავშვებმა „გონებრივი იერიშის“ მეთოდს მიმართონ და სწრაფ–სწრაფად დაასახელონ შესაძლო კრიტერიუმები. მივიღე  პასუხები:

  • ბრენდი;

  • ფასი;

  • ფერი;

  • სტილი;

  • ხარისხი/გამძლეობა;

  • ფუნქციები, აპები

  • და ა.შ.

  1. მას შემდეგ, რაც დაფაზე ყველა მოსწავლის მიერ დასახელებული კრიტერიუმი ჩამოვწერ, ავუხსენით ბავშვებს, რომ ნებისმიერი პროდუქტის შეძენამდე კარგად უნდა დაფიქრდნენ, ნამდვილად სჭირდებათ თუ არა ის. თუ პასუხი დადებითია, მაშინ აუცილებლად უნდა შეადგინონ ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმების სია, რათა მოცემულ ფასად საუკეთესო ვარიანტი შეარჩიონ. 

ყოველ გაკვეთილზე ვახდენ მოსწავლეთა გადანაწილებას ჯგუფებში შემთხვევითობის პრინციპის დაცვით. მყავს 3 ჯგუფი და თითოეული წყვილი კონკრეტული დღის შემთვევაში არქმევს თავის გუნდს სახელს.

აქტივობა 3. ჯგუფური მუშაობა: როგორ შევარჩიო ბანკი და საბანკო პროდუქტი?
მიზანი: ბავშვები მსჯელობენ კრიტერიუმებზე, რომელთა მიხედვითაც უნდა შეარჩიონ მომსახურე ბანკი და საბანკო პროდუქტი
ვთხოვე თითოეულ გუნდს „გონებრივი იერიში“ დაეთმოთ თემაზე: რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა შევარჩიოთ ბანკი, რომელშიც ანგარიშის გახსნა გვსურს? ვიმსჯელეთ და
საკუთარი მოსაზრებები გავუზიარეთ ერთმანეთს.
დაფაზე გავაკარი ამობედჭილი მასალა, სადაც მოცემული იყო "კრიტერიუმების“ სვეტი და. „დამხმარე შეკითხვების“ სვეტი ფურცლით დავფარე. 
ვთხოვე მოსწავლეებს ხმამაღლა წაიკითხათ პირველი სტრიქონის პირველ სვეტში მოცემული კრიტერიუმი და თუ რა შეკითხვები შეიძლება დაისვას ბანკის რეპუტაციის/სანდოობის შესახებ, მაგ. „იცნობთ სანდო ადამიანს, რომელსაც ამ ბანკში ანგარიში აქვს?“, „კმაყოფილია ეს ადამიანი ამ ბანკის მომსახურებით?“, „რაიმე უარყოფითი რეკლამა ან ახალი ამბავი ხომ არ გავრცელებულა ამ ბანკთან დაკავშირებით?“ და ა.შ.
განვაგრძეთ სავარჯიშო იმავე მეთოდით ყველა სხვა კრიტერიუმთან მიმართებაში და მოვისმინე მოსწავლეების მოსაზრებები.

აქტივობა 4. ბანკის შერჩევის კრიტერიუმები
მიზანი: მოსწავლეები განიხილავენ და იმახსოვრებენ ბანკის შერჩევის კრიტერიუმებს
მოსწავლეთა თითოეულ წყვილს ბარათების 1 წყება გადავეცით. ბარათების ერთი ნახევარი „კრიტერიუმებს“ წარმოადგენდა, ხოლო მეორე ნახევარი – „დამხმარე შეკითხვებს“. მათ ყოველი „კრიტერიუმის“ ბარათისთვის უნდა მოიძებნათ შესაბამისი „დამხმარე შეკითხვების“ ბარათი. (ერთი და იგივე კრიტერიუმი მითითებული იქყო ორ „კრიტერიუმის“ ბარათზე, თუმცა თითოეულ „კრიტერიუმის“ ბარათს სხვადასხვა შესაბამისი „დამხმარე შეკითხვების“ ბარათი დაუწყვილდება).
მოთამაშეები მიხვდნენ აიღეს თუ არა „წყვილი“ ბარათები ბარათების ინიციალების მიხედვით.

აქტივობა 5 გაკვეთილის შეჯამება
მიზანი: დღის განმავლობაში ნასწავლი მასალის შეჯამება
ვთხოვე ყველა მოსწავლეს დაესახელებინა ერთი რამ, რაც დღეს ისწავლა.


 

                                         

















2022 წლის 7 დეკემბერი


4.ფინანსური სისტემა


ამ გაკვეთილში მიმოვიხილეთ ფინანსური სისტემა და მოსწავლეებმა ამ სისტემის ისეთ საკვანძო მონაწილეები გაიცნეს, როგორიცაა კომერციული ბანკები, ეროვნული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო კომპანიები და საფონდო ბირჟა.


გაკვეთილის მიზნები

  • ბავშვები ისწავლიან, რომ ფინანსური სისტემა კომპლექსური სტრუქტურაა და მის თითოეულ ნაწილს განსაკუთრებული როლი ენიჭება. 
  • მოსწავლეები გაეცნობიან ეროვნული/ცენტრალური ბანკის, კომერციული ბანკების, .

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო კომპანიებისა და საფონდო ბირჟის ფუნქციებს

 სავარჯიშო 1. წინა გაკვეთილის მიმოხილვა.                                                  

 მიზანი: წინა გაკვეთილზე ნასწავლი ძირითადი საკითების გახსენება

მოვუხმე ბავშვებს წრეზე და დავუსვით შემდეგი შეკითხვები:


  • წინა გაკვეთილიდან რომელი სავარჯიშო გახსოვთ ყველაზე კარგად?

  • წინა გაკვეთილიდან რომელი საბანკო პროდუქტები დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?


სავარჯიშო 2 თეატრალური სავარჯიშო "გაითამაშე სცენა"

მიზანი: ეს მხიარული და შემოქმედებითი სავარჯიშო მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, გაიაზრონ, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ძლიერი მხარე აქვს. თუმცა, გაცილებით ძლიერები ვართ, როცა ერთად ვმუშაობთ

შემთვევითობის პრინციპის დაცვით მოსწავლეები დავყავი 2-2-3 გუნდებად და თითოეულ გუნდმა შეარჩია სახელი.
გუნდის წევრებს ავუხსენი, რომ უნდა გამოერკვიათ თუ რა საერთო ინტერესი აქვთ და უნდა გაეთამაშათ ის სცენა, სადაც აღწერდნენ თავიანთ ინტერესს (მაგ. თუ ჯგუფის საერთო ინტერესია ფეხბურთის თამაში, მაშინ უნდა გაეთამაშებინათ ფეხბურთის სცენა და ა.შ ) და დანარჩენ გუნდს უნდა გამოეცნო ეს სცენა.
მოსწავლეებმა გაითამაშეს "მოგზაურობა", "ხინკლის გურმანი", "ბიბლიოთეკაში".


მიზანი: მოსწავლეები ეცნობიან ქვეყნის ფინანსურ სისტემას და განიხილავენ მისი ძირითადი მონაწილეების ფუნქციებს

გუნდებში მონაწილეები გადანაწილდნენ პირველ და მეორე ნომრებად. სავარჯიშოს ფარგლებში, ყველა მოსწავლე რიგ–რიგობით შეითავსებს ჯერ მასწავლებლის (და თავისი ჯგუფის წევრებს ამა თუ იმ საკითხს ასწავლის),  შემდეგ კი  მოსწავლის როლს (თავად ისწავლის თავისი ჯგუფის „მასწავლებლისგან“).
ვინაიდან მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა, ამიტომაც პირველ ნომერ მოსწავლეებს, რომლებიც ერთად დასხდნენე მოუხდათ ბარათი 1,3,5 გაცნობა, მეორე ნომერ მოსწავლეებს კი მოუხდათ ბარათი 2,4,5 გაცნობა. ავუხსენი მოსწავლეებს, რომ ახალ ჯგუფებს (N1–ებს, N2–ებს) 10 წუთი აქვთ იმისთვის, რომ კარგად შეისწავლონ მათ ბარათზე მოცემული საკითხი და გახდნენ მოცემული სფეროს „ექსპერტები“. მათ ყურადღებით უნდა წაიკითხონ ბარათზე მითითებული ინფორმაცია და დაეხმარონ ერთმანეთს ინფორმაციის გააზრებაში, დისკუსიისა და ერთმანეთისთვის კითხვების დასმის გზით.  10 წუთის შემდეგ ვსთხოვე მონაწილეებს, დაუბრუნდნენ თავიანთ თავდაპირველ გუნდებს – რომ ყველა მოსწავლე, რომელსაც შეხვდა ბარათი N1,3,5 ახლა მასწავლებლის როლს მოირგებს და ჯგუფის დანარჩენ წევრებს საკუთარ ბარათზე მოცემულ ინფორმაციას ასწავლის. „მასწავლებელი“ დეტალურად აუხსნის „მოსწავლეებს“ ბარათის შინაარსს, „მოსწავლეები“ კი გააკეთებენ ჩანაწერებს და დასვამენ შეკითხვებს. შემდეგ, ბარათი N2,4,5-ის მფლობელები მოირგებენ მასწავლებლის როლს და თავისი გუნდის წევრებს თავის ბარათზე მოცემულ ინფორმაციას ასწავლიან, როგორც ეს პირველი „მასწავლებლის“ შემთხვევაში მოხდა. „მოსწავლეები“ კვლავ გააკეთებენ ჩანაწერებს და დასვამენ შეკითხვებს.
ამის შემდეგ გავაგრძელეთ გუნდური მუშაობა კითხვებზე პასუხის გასაცემად. 

სავარჯიშო 4.გამოკითხვა ფინანსური სისტემის შესახებ

მიზანი: მოსწავლეები ამოწმებენ საკუთარ ცოდნას და კიდევ ერთხელ იხსენებენ ამ გაკვეთილზე ნასწავლ მასალას

გუნდებს ვთხოვე გამოეყენებინათ თავიანთი ჩანაწერები და ეპასუხათ ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე.

სავარჯიშო 5. თამაში "გაითამაშე ფინანსური სცენა"

მიზანი: მოსწავლეები დღის განმავლობაში მიღებულ ცოდნას სახალისო და შემოქმედებითი გზით შეაჯამებენ

გუნდებს ვთხოვე, რომ უნდა გაითამაშონ თითოეულ დავალებაში მოცემული სიტუაციის სცენა.

სიტუაცია 1. გსურთ სპორტული ველოსიპედის შეძენა, რომელიც 800 ლარი ღირს. დაბადების დღეზე გაჩუქეს 200 ლარი. მეგობრებთან ერთად განიხილეთ , როგორ სეაგროვოთ დარჩენილი თანხა.

სიტუაცია 2. მამა შეიძინა ავტომობილი, თუმცა არ შეუძენია ავტომობილის დაზღვევა. დაარწმუნეთ მამა, რომ დააზღვიოს ავტომობილი.





















2022 წლის 30 ნოემბერი

3.რა ხდება ბანკში?

ეს გაკვეთილი მოსწავლეებს ბანკის ძირითადი ფუნქციებისა და პროდუქტების გააზრებაში დაეხმარა და ისინი მომავალში ბანკთან თანამშრომლობისთვის მოამზადა. ბავშვებმა ასევე განიხილეს, თუ როგორ ხდება საბანკო ანგარიშის გახსნა.

გაკვეთილის მიზნები

  • მოსწავლეები განიხილავენ, თუ რას საქმიანობს ბანკი.

  • მოსწავლეები განიხილავენ, თუ როგორ უნდა გაიხსნას ანგარიში ბანკში. 

 სავარჯიშო 1. წინა გაკვეთილის მიმოხილვა.                                                  

 მიზანი: წინა გაკვეთილზე ნასწავლი ძირითადი საკითების გახსენება

მოვუხმე ბავშვებს წრეზე და დავუსვით შემდეგი შეკითხვები:


  • წინა გაკვეთილიდან რომელი სავარჯიშო გახსოვთ ყველაზე კარგად?

  • წინა გაკვეთილიდან რომელი საბანკო პროდუქტები და ტერმინები დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?


სავარჯიშო 2 . ვვვ ცხრილის შევსება

მიზანი: მოსწავლეები განახორციელებენ „გონებრივ იერიშს“ არსებული ცოდნის გამოსავლენად და მათი ცნობისმოყვარეობის წასახალისებლად.

რა იცით ბანკების შესახებ?

რა გვინდა იცოდეთ ბანკების შესახებ?

რა ისწავლეთ ბანკების შესახებ?







გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებმა ინდივიდუალურად შეავსეც ვვვ ცხრილის პირველი და მეორე სვეტი  და ერთმანეთს გაუზიარეს თუ რა იციან ბანკის შესახებ და რა ინფორმაციის მიღება სურთ ბანკის შესახებ. ხოლო ცხრილის მესამე სვეტი შევავსეთ გაკვეთილის ბოლოს.
ამ აქტივობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს მივაწოდე მოკლე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას საქმიანობს ბანკი: 

ყველამ ვიცით, რომ ბანკი ის ადგილია, სადაც ფულს ყველაზე უსაფრთხოდ ვაგროვებთ. თუმცა, ფულის შენახვა ბანკის ფუნქციების მხოლოდ ერთ–ერთ ნაწილს წარმოადგენს. როდესაც თანხას ბანკში ვინახავთ, ჩვენი ფული სეიფში უმოქმედოდ არასოდეს არის გაჩერებული; ბანკი ჩვენს ფულს მუდმივად იყენებს სხვადასხვა საქმიანობაში, რის შედეგადაც ხდება ფულის „გაბევრება“ და იზრდება სარგებელი როგორც ბანკისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.  

ბანკი ბიზნესია, რაც გულისხმობს, რომ ის მოგების მიღების მიზნით მუშაობს. ფულს, რომელსაც მომხმარებლები დეპოზიტზე ინახავენ, ბანკი სხვადასხვა მომგებიან საქმიანობაში დებს, ან სესხების სახით გასცემს სხვა ადამიანებსა და ბიზნესებზე. ეს ადამიანები და ბიზნესები ამ ფულს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ - როგორიცაა, სახლის შეძენა, ახალი საცხობის გახსნა და ა.შ. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, მათ არა მხოლოდ უნდა დააბრუნონ ბანკისგან აღებული თანხა, არამედ ბანკს დამატებით უნდა გადაუხადონ შესაბამისი საფასური, ანუ პროცენტი. თავის მხრივ, ბანკი სარგებელს უხდის იმ მომხმარებლებს, რომლებიც ბანკში დეპოზიტზე ფულს ინახავენ. ამრიგად, ჩვენი ფული ბანკში მუდმივად „დასაქმებულია“ იმისთვის, რომ მეტი და მეტი სარგებელი შექმნას.

სავარჯიშო 3. თამაში "სავარჯიშო სირბილში"

მიზანი: მოსწავლეები დინამიური და სახალისო გზით სწავლობენ მნიშვნელოვან საბანკო ტერმინებს

გაკვეთილის დაწყებამდე კედლებზე გავაკარით კედლის ბარათები თამაშისთვის „სავარჯიშო სირბილში“ (იხ. დანართი 1).  

დავყავით მოსწავლეები 2-2-3 გუნდებად. გუნდებს თვითონ მოსწავლეებმა შეურჩიეს სახელები. გუნდის წევრებს შემთხვევითობის პრინციპის დაცვით შეხვდათ "მწერალი" და "მორბენალი".

მოსწავლეებს ავუხსენი, რომ „მორბენალი“ს დავალებაა მიირბინონ კედელზე გაკრულ ბარათებთან, წაიკითხონ მათზე მოცემული ინფორმაცია და დაიმახსოვრონ. მათ არ აქვთ ამ ინფორმაციის ჩაწერის, ან ფოტოს გადაღების უფლება. მათ უბრალოდ უნდა დაიმახსოვრონ წაკითხული ინფორმაციის შინაარსი (განვუმარტე ბავშვებს, რომ არ არის აუცილებელი ინფორმაციის სიტყვა-სიტყვით დამახსოვრება, მთავარია წაკითხულის გააზრება). შემდეგ, „მორბენლები“ უნდა გაიქცნენ თავიანთი გუნდის „მწერალთან“ და მიაწოდონ მას ბარათზე მოცემული ინფორმაცია. „მწერალმა“, თავის მხრივ, უნდა ჩაიწეროს ეს ინფორმაცია პასუხის ფურცელზე. "მწერალს" დავურიგე პასუხის ფურცლები და კალმები. გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც პირველი შეავსებს პასუხის ფურცელს.
აქტივობა განვაგრძეთ, სანამ თითოეულმა გუნდმა არ შეავსო პასუხის ფურცელი.
აქტივობის დასრულების შემდეგ მათ დავუსვი კითხვები:
რა არის მიმდინარე ანგარიში?
რისთვის გამოიყენება ბანკომატი?
რა ფუნქციებს ასრულებს ბანკი? ვინ არის თავდები?
რისთვის იღებენ იპოთეკურ სესხს?
რა არის საპროცენტო განაკვეთი? დ ა.შ.
მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პასუხები საკუთარ ფურცელზე ჩაწერილი ინფორმაციის გამოყენებით.

სავარჯიშო 4. 6 ნაბიჯი ანგარიშის გასახსნელად.

მიზანი: მოსწავლეები ბანკში ანგარიშის გასახსნელად ემზადებიან

გუნდებს დავურიგე მე–2 დანართში მოცემული ბარათების წყება არეულად. ავუხსენი ბავშვებს, რომ გუნდებს შიგნით უნდა განიხილონ თითოეულ ბარათზე მოცემული ინფორმაცია და ისე დაალაგონ, რომ სწორი თანმიმდევრობით წარმოაჩინონ ანგარიშის გასახსნელად აუცილებელი 6 ნაბიჯი. ამისთვის, 5 წუთი მივეცი. შემდგომ გავუზიარეთ ერთმანეთს ანგარიშის გახსნის 6 წესი.
მოსწავლეესბ დავუსვი შეკითვები:
  • თქვენი აზრით, ანგარიშის გახსნამდე რატომ უნდა ვესტუმროთ სხვადასხვა ბანკს და ერთმანეთს შევადაროთ რამდენიმე შემოთავაზება?
  • თქვენი აზრით, რატომ უნდა განვიხილოთ ანგარიშის გახსნის საკითხი მშობლებთან ერთად?
  • თქვენი აზრით, რატომ უნდა დავხიოთ ფურცელი, რომელზეც ბარათის პინ–კოდია მოცემული და/ან შევცვალოთ პინ–კოდი? რატომ არ უნდა გავუზიაროთ პინ–კოდი სხვებს?
  • რატომ უნდა ვადევნოთ თვალყური ჩვენს ანგარიშზე თანხების მოძრაობას?

სავარჯიშო 5 გაკვეთილის შეჯამება.

მიზანი: გაკვეთილზე მიღებული ახალი ინფორმაციის შეჯამება და ვვვ ცხრილის მესამე სვეტის შევსება

მოსწავლეებს ვთხოვე შეევსოთ ვვვ ცხრილის მე–3 სვეტი და ერთად შევაჯამეთ, თუ „რა ვისწავლეთ დღეს ბანკების შესახებ






























2022 წლის 16 ნოემბერი

        გაკვეთილზე მოსწავლეები საანაბრე საბანკო პროდუქტებსა და ზოგიერთ საბანკო  ტერმინებს გაეცნენ, როგორიცაა დეპოზიტი, საპროცენტო სარგებელი. მოსწავლეებმა სხვადასხვა ტიპის დეპოზიტები შეადარეს ერთმანეთს. ამასთანავე მოსწავლეებმა ფორმალური გზით დაზოგვაზეც გაამახვილეს ყურადღება.

 სავარჯიშო 1. წინა გაკვეთილის მიმოხილვა.                                                  

 მიზანი: წინა გაკვეთილზე ნასწავლი ძირითადი საკითების გახსენება.

      მოვუხმე მოსწავლეებს წრეზე და დავუსვი შემდეგი შეკითხვები:
  • წინა გაკვეთილიდან რომელი სავარჯიშო გახსოვთ ყველაზე კარგად?

  • რატომ არის მნიშვნელოვანი დაზოგვა?

სავარჯიშო 2. საბანკო საკითხების მოზაიკა
       მიზანი: მოსწავლეები ეცნობიან საანაბრე საბანკო პროდუქტებსა და ძირითად საბანკო ტერმინებს.
მოსწავლეები გადავანაწილე შემთვევითობის პრინციპის დაცვით: ორი წყვილი და ერთი ტრიადი. თითოეულმა თავის გუნდს შეურჩია სახელი. გუნდსი გავითვალეთ პირველ, მეორეზე. ამის შემდგომ ყველა პირველი ერთად დასხდა და ყველა მეორე ერთად. მათ მივეცი ბარათები, რომელზედაც დატანებული იყო ტექსტი საბანკო პროდუქტებისა და ტერმინების შესახებ.



    


           

             
 

 


2022 წლის 9 ნოემბერი

1.რატომ ვზოგავთ?   

ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა განიხილეს, თუ რა არის დაზოგვა და რა მიზნით ზოგავენ ადამიანები. „პრობლემების ხის“ მეთოდის გამოყენებით, ბავშვებმა იმსჯელეს მიზეზებზე, რომელთა გამოც ადამიანებს ხშირად არ გამოსდით დაზოგვა, და იმ შედეგებზე, რომლებიც დანაზოგების ნაკლებობას შეიძლება მოჰყვეს.
 მოსწავლეებმა ისწავლეს, რომ ადამიანები ბევრი სხვადასხვა მიზნისთვის ინახავენ ფულს; თუმცაღა, ყველა შევთანხმდით, რომ დაზოგვა გვეხმარება მოულოდნელ ფინანსურ გამოწვევებთან განმკლავებაში და საშუალებას გვაძლევს ჩვენი ჩანაფიქრები სისრულეში მოვიყვანოთ.


სავარჯიშო 1. თამაში ბურთით რატომ ვზოგავ?

მიზანი: მოსწავლეები განიხილავენ გავრცელებულ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც ადამიანები ხშირად ზოგავენ ფულს და მსჯელობენ, თუ რა სარგებელი მოაქვს რეგულარულ დაზოგვას.

სთხოვე მოსწავლეებს დამდგარიყვნენ წრეზე. ავუხსენით, რომ მე დავიწყებდი წინადადებას, და შემდეგ, ბურთს რომელიმე მათგანს გადავუგდებდი. იმ მოსწავლემ, რომელიც ბურთს დაიჭერს, უნდა დაასრულოს ჩემს მიერ დაწყებული წინადადება. მაგალითისთვის, წინადადება შეიძლება ასე დავიწყო: „ადამიანები ხშირად იმისთვის ზოგავენ, რომ...“

წინადადების დასრულების შემდეგ, ეს მოსწავლე თავიდან იწყებს იმავე წინადადებას.  შემდეგ, ის ბურთს წრეზე მდგომ რომელიმე სხვა მოსწავლეს გადაუგდებს, რომელმაც, თავის მხრივ, ასევე უნდა დაასრულოს წინადადება. 

თამაშის პროცესში, იმისთვის, რომ არ განელებულიყო მოსწავლეების ინტერესი, პერიოდულად შევცვალე წინადადების დასაწყისი.

 წინადადება დავიწყე ასე :

„ადამიანები ხშირად იმისთვის ზოგავენ, რომ...“

„დანაზოგი შეიძლება იმაში დამეხმაროს, რომ...“ 

„მე დამიზოგავს იმისთვის, რომ...“

 მოსწავლეების მიერ გაჟღერებული პასუხებს ვინიშნავდი და მათი პასუხების მიხედვით გამოვყავით და ჩამოვწერეთ კატეგორიები:

პირადი მოხმარება (მაგ. ახალი ჩანთა ჩემთვის, ველოსიპედი პატარა ძმისთვის, დაბადების დღის საჩუქარი მეგობრისთვის).

მოულოდნელი მოვლენები  (მაგ. მოულოდნელი ავადმყოფობა; გაფუჭებული კომპიუტერი). 

სამომავლო შესაძლებლობები (მაგ. ცურვაზე სიარული; სათხილამურო ბანაკში წასვლა; ახალი სახლის შეძენა; )

 დასასრულს, თქვენი ბავშვებთან ერთად  შევაჯამეთ გაჟღერებული პასუხები და  ერთად გადაწყვიტეთ, თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნება ესა თუ ის პასუხი. გავიმეორეთ:

  • რატომ ზოგავენ ადამიანები?

  • რატომ არის დაზოგვა მნიშვნელოვანი?

  • რა სარგებელი მოაქვს რეგულარულ დაზოგვას?

  • მხოლოდ ფულის დაზოგვა არის შესაძლებელი? (მათი პასუხები იყო: შეგვიძლია ასევე დავზოგოთ დრო, ელექტროენერგია, წყალი, და ა.შ.).


სავარჯიშო 2 . პრობლემების ხე დანაზოგის ნაკლებობა

მიზანი: მოსწავლეები განიხილავენ, თუ რა იწვევს დანაზოგების ნაკლებობას და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს დაზოგვისთვის თავის არიდებას.
დავყავი ბავშვები სამ გუნდად, თითოეულ გუნდს დაურიგეთ თითო ფერის ორი სხვადასხვა ფორმის წებოვანი ფურცლების წყება. ავუხსენი მოსწავლეებს, რომ დაფაზე მოცემული ილუსტრაცია ხეს წარმოადგენს. ხის ტანზე დავწერე და ბავშვებს ავუხსენი დღევანდელი გაკვეთილის პრობლემის დასახელება: „დანაზოგების ნაკლებობა“. ამის შემდეგ, ვსთხოვე გუნდებს, დაედგინათ პრობლემის გამომწვევი მიზეზები (რატომ, რა მიზეზით არ ზოგავენ ადამიანები?) და ჩამოეწერათ თითო წებოვან ფურცელზე თითო მიზეზი (მინიმუმ 5 მიზეზი). დავუსვი მათ შემდეგი შეკითხვები, რათა მიზეზების აღმოჩენაში დავხმარებოდი: „საიდან გაჩნდა ეს პრობლემა?“ „რამ შეუწყო ხელი ამ პრობლემის გაჩენას?“.

ვთხოვე თითოეულ მოსწავლეს, მათ მიერ ჩამოწერილი მიზეზები ხის ფესვებზე მიეკრათ.
ამის შემდეგ მოსწავლეებმა მოიფიქრე დანაზოგების ნაკლებობის შესაძლო შედეგები  (რა შედეგი მოჰყვება იმას, როცა ადამიანებს დანაზოგი არ აქვთ?) და კვლავ ჩამოწერე სხვა ფორმის წებოვან ქაღალდებზე (მინიმუმ 5 შედეგი).  მე შევეცადე დავხმარებოდი გუნდებს დანაზოგების ნაკლებობის კონკრეტული შედეგების აღმოჩენაში, ამისთვის შეგიძლიათ შემდეგი კითხვები დაუსვი:

თუ მაქვს კომპიუტერი, რომელსაც ვიყენებ სასკოლო დავალებების შესასრულებლად და ანიმაციების შესაქმნელად (რაც ჩემი ჰობია), რა პრობლემები შეიძლება შემექმნას, თუ ფულს არ დავზოგავ? ( მათი პასუხი იყო: თუ მოულოდნელად გამიფუჭდება კომპიუტერი, მე კი არ მექნება დანაზოგი, მაშინ ვერ შევძლებ მის შეკეთებას, რაც შემიშლის ხელს სწავლასა და ანიმაციების შექმნაში).

  • ჩემი ოჯახი სიმინდი მეურნეობით ირჩენს თავს, რა პრობლემები შეიძლება შეგვექმნას, თუ ფულს არ დავზოგავთ? (შესაძლო პასუხია: თუ იქნება გვალვა, არ გვექნება საკმარისი მოსავალი და შესაბამისად, ფინანსურად ძალიან გაგვიჭირდება. ასეთ დროს, თუ არ გვექნება დანაზოგი, ვერ შევძლებთ ჩვენი ხარჯების დაფარვას, შეიძლება ქონების, მაგ. ავტომობილის,) გაყიდვა მოგვიწიოს და ა.შ.).

  • თუ ჩემი ოჯახი გუდაურში პატარა სასტუმროს და კაფის მართვით ირჩენს თავს, რა პრობლემები შეიძლება შეგვექმნას, თუ ფულს არ დავზოგავთ? (მათი პასუხები იყო: თუ არ მოთოვს, გუდაურში არ ჩამოვლენ ტურისტები და არ გვექნება შემოსავალი. ასეთ დროს, თუ არ გვექნება დანაზოგი, ვერ შევძლებთ ჩვენი ხარჯების ჯეროვნად დაფარვას, სასტუმროს/კაფის გარემონტებას შემდეგი სეზონისთვის და ა.შ.).

  • მოსწავლეებმა ჩამოწერილი შედეგები ხეს ტოტებზე მიაკრეს.

  • როდესაც „პრობლემების ხის“ სურათი შეივსო, ხმამაღლა წავიკითხე მიზეზები და შედეგები. კიდევ ერთხელ მთლიანობაში გავიაზრეთ დაფაზე მოცემული მოვლენების ჯაჭვი და დავფიქრდით დანაზოგების ნაკლებობის გამომწვევ მიზეზებსა და შესაძლო შედეგებზე, და მოსწავლეებმა უპასუხეს შეკითხვას: საბოლოოდ, რა მნიშვნელობა აქვს დაზოგვას? დასასრულს, ბავშვები დაფიქრდნენ როგორც პრობლემის გამომწვევი მიზეზების, ისე პრობლემის შედეგების გამოსწორების გზებზე. ავუხსენი, რომ გამოსწორების გზების მოფიქრება ხშირად სწორად მათი პასუხისმგებლობაა. შესაძლო გამოსავლებზე მსჯელობის შემდგომ, სთხოვეთ დაესახელებინათ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგან სიტუაციის გამოსასწორებლად. შესაძლო გამოსავლები სხვა ფერის ფურცლი სახით მივაწებეთ „პრობლემების ხეს.“

  • სავარჯიშო 3. გაკვეთილის შეჯამება.
  • მიზანი: მოსწავლეების მიერ გაკვეთილზე ნასწავლი მასალის შეჯამება.
  • მოვუხმე მოსწავლეებს წრეზე და ბურთის გადაწოდების შემდეგ ასახელებდნენ დღევანდელი გაკვეთილიდან ერთ ნასწავლ თემას.













სანამ უშუალოდ გაკვეთილების ჩატარებაზე გადავალთ, მანამდე მოსწავლეებმა შეავსეს პრე-ფორმა, რომელიც უშუალოდ Finedum მოგვაწოდა.


მოსწავლეების პასუხები იყო ანონიმური .
პასუხები მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ გააუმჯობესონეს საგანმანათლებლო პროგრამა და განვსაზღვრონ, თუ რამდენად გაუმჯობესდა მონაწილეთა ცოდნა, ქცევა და დამოკიდებულებები პროგრამის განხორციელების შედეგად.

საინტერესო იქნება 15 გაკვეთილის შემდეგ როგორი შედეგები ექნება ჩემს მოსწავლეებს.


2022 წ;ის 9 ნოემბერი

ფინანსური განათლება თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი საბაზისო ცხოვრებისეული უნარია და გულისხმობს პირადი ფინანსების მართვისათვის საჭირო ცოდნის, ქცევებისა და დამოკიდებულების ერთობლიობას, რომლებიც მას ეხმარება არსებული გარემოს, რისკებისა და შესაძლებლობების სწორად შეფასებაში, ინფორმირებული არჩევანის გაკეთებასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაში, რაც, საბოლოო ჯამში, ფინანსური კეთილდღეობის მთავარი წინაპირობაა.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და Child and Youth Finance International–ის (CYFI) მიერ შემუშავებული პროგრამა "სკოლა–ბანკი" 15 გაკვეთილს მოიცავს და მიზნად ისახავს VII-IX კლასის მოსწავლეების ფინანსური განათლების დონის ამაღლებას. პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები მათთვის გასაგები ენითა და სახალისო აქტივობებით ეცნობიან ფინანსური განათლების ისეთ საკვანძო თემებს, როგორებიცაა დაზოგვა და ბიუჯეტირება, საბანკო პროდუქტები, გონივრული სესხება, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ფინანსური უსაფრთხოება.

2022 წლის 29 და30 ოქტომბერს გავიარე საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში  „სკოლა-ბანკი“ მასწავლებელთა  გადამზადების ტრენინგი. მასწავლებელთა ტრენინგზე განხილული იყო ყველა ის თემა და სწავლების აქტიური მეთოდი, რაც "სკოლა-ბანკის" სახელმძღვანელოშია მოცემული.

ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ამაღლებაში პედაგოგთა როლი მნიშვნელოვანია, ამიტომ  მსურს ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა გავუზიარო ჩემს მოსწავლეებს, დავნერგო და განვახორციოლო პროექტი „სკოლა-ბანკი“ VIII კლასში  და მოსწავლეებს ჩავუტარო 15 გაკვეთილი. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სკოლის დირექცია მივმართე განცხადებით და თან წარვუდგინე "სკოლა-ბანკი" სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილია თითოეული გაკვეთილის მიზანი, აქტივობები და გამოყენებული რესურსი.


საკლუბო მუშობის გეგმა




Comments

Popular posts from this blog

...