იყავი მეწარმე 2023


პრეზენტაცია 


Junior Achievement
იყავი მეწარმე 2022
2023 წლის თებერვალი-მარტი

სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარის საჯარო სკოლისა და სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლის X, XI კლასის გოგონები

 
"იყავი მეწარმე" განხორციელებული პროგრამის ანგარიში 

JA


                                      





2023 წლის 5 თებერვალი

IV შეხვედრა

ბიზნესგეგმა  VII მოდული

მოსწავლეებმა  გამოიყენეს წარმატებული წამოწყების ექვს ელემენტი, თავისი პროდუქტის ან მომსახურების ბიზნესგეგმისთვის.

მიზნები :

მოსწავლეები შეძლებენ: • შექმნან სანიმუშო ბიზნესგეგმა საბაზისო სამეწარმეო ელემენტების გამოყენებით.

მისალმების შემდგომ  მოსწავლეებს გადავუნაწილე მოსწავლის სამუშაო რვეულები. ვთხოვე მოსწავლეებს, რომ განიხილონ დიაგრამა „წარმატებული წამოწყების ელემენტები“. შევახსენე, რომ ისინი შეისწავლიან ჩამოთვლილი ელემენტებისგან ბიზნესგეგმის მომზადებას.

დავურიგე მოსწავლეებს ბიზნესგეგმის ნიმუში. ავღნიშნეთ და ვისაუბრეთ რისკების შესახებ, რომლებიც მეწარმეობას მუდამ თან ახლავს. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა მოამზადონ ბიზნესგეგმა, ვუთხარი, რომ მიჰყვნენ ინსტრუქციას და რჩევებს, რომლებიც მოცემულია მეშვიდე თავში. მოსწავლეები მუშობდნენ ჯგუფებში. მე გარკვეულ მითითებებს და რჩევებს ვაძლევდი გოგონებს. თითო ჯგუფიდან ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გაუზიარეს  თავიანთი მოსაზრებები დანარჩენებს.

ვინაიდან ეს იყო ბოლო შეხვედრა, კიდევ ერთხელ მიმოვიხილეთ ექვსივე მოდულის ძირითადი ტერმინები, ცნებები, მათ შორის: ინფორმირებული მეწარმის, პროდუქციის შექმნის, საბაზრო საჭიროებების, კონკურენტული უპირატესობის, ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობისა და ბიზნესგეგმის შესახებ. 

 გულით გადავუხადე მადლობა გოგონებს თანამშრომლობისთვისმონაწილეობისთვის და თანამშრომლობისთვის.

ტრენინგის დასასრულს დავწერეთ პოსტესტი.

პოსტესში მოცემული იყო 6 კითხვა.

პოსტესტის შედეგი ასეთი იყო:



გოგონებს გადავეცი  „ჯუნიორ ეჩივმენტის”  სერტიფიკატები. 

ვთხოვე, როდესაც სკოლას ამთავრებთ, გარკვეულ წარწერებს ტოვებთ ერთმანეთის მაისურებზე და მეც დამიტოვეთ წარწერები თქვენს სახლებზე. აი, მათი შეფასებები.






















2023 წლის 4 მარტი
III შეხვედრა


მეხუთე მოდული კონკურენტული უპირატესობა 

ზოგადი მიმოხილვა მოსწავლეები გამოიყენებენ კონკურენტულ უპირატესობას მათ სამეწარმეო ორგანიზაციებში. 

მიზნები მოსწავლეები შეძლებენ:

 • შეაფასონ კონკურენტული უპირატესობა 

• შეარჩიონ ბიზნესის წამყვანი კონკურენტული უპირატესობები.

გოგონებს ავუხსენი, რომ ამ მოდულის მსვლელობისას ისინი შექმნიან რაიმე სახის კონკურენტულ უპირატესობას თავიანთი პროდუქტის ან მომსახურებისთვის. შევახსენე, რომ მართალია მოგების მიღება ყველა ბიზნესის მთავარი მიზანია, მაგრამ მოგება არ არის კონკურენტული უპირატესობა. მათ უნდა შეარჩიონ ისეთი კონკურენტული უპირატესობა, რომელიც მათ კონკურენტებისგან გამოარჩევს. 
აქტივობა პირველი კონკურენტული უპირატესობის თამაში  
ჯგუფებს დავურიგე სათამაშო დაფა და  სათამაშო ბარათის თითო ნაკრები.
მათი მიზანი იყო სათამაშო დაფაზე სწორად დაელეგებინათ კონკურენტულ უპირატესობაზე ორიენტირებული გამონათქვამები. ასევე უნდა  გამოერჩიათ წაკითხული ციტატა ან დევიზი მათი პოტენციური ბიზნესისთვის.
მეორე აქტივობა საკუთარი კონკურენტული უპირატესობის შერჩევა
გოგონებმა შეასრულეს მოსწავლის რვეულში აქტივობა „შეარჩიე შენი ბიზნესის კონკურენტული უპირატესობანის“  და  დაწერეს ორი-სამი კონკურენტული უპირატესობა.

მეექვსე მოდული  ეთიკა ბიზნესისთვის

ზოგადი მიმოხილვა 
მოსწავლეები ისწავლიან, წინასწარ განსაზღვრონ მოსალოდნელი ეთიკური დილემები მათ ბიზნესსაქმიანობაში და გაითვალისწინონ შედეგები, რომლებიც მოჰყვება მათ ბიზნესეთიკურ გადაწყვეტილებებს. 
მიზნები მოსწავლეები შეძლებენ: 
• შეაფასონ ეთიკური საკითხების გადაწყვეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგები • გაიგონ, რომ ბიზნესისთვის სასარგებლოა ეთიკური ქცევა
გოგონებს ავუხსენი, რომ ამ მოდულში ისინი შეისწავლიან ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს და განიხილავენ, თუ რა შედეგები მოჰყვება ეთიკური დილემის გადაწყვეტას. ავუხსენი, რომ, როგორც მეწარმეები, ისინი ხშირად შეხვდებიან ეთიკურ დილემას. ზოგი ცუდი ეთიკური არჩევანი შეიძლება მოგების კარგ საშუალებად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს მათ შეიძლება ძვირად დაუჯდეთ მომავალში.
აქტივობა პირველი ეთიკური დილემები
 მოსწავლეებს ვთხოვე, წარმოიდგინონ, რომ ისინი ისეთი ბიზნესის მფლობელები არიან, რომელიც ტკივილგამაყუჩებელ წამლებს ყიდის და აღმოაჩინეს, რომ მათი წამალი მომხმარებელს კლავს. ვკითხე , რას მოიმოქმედებდნენ ასეთ სიტუაციაში. ზოგის პასუხი იყო, რომ შეწყვეტდნნე წარმოებას, ზოგის პასუხი, კიდევ ერთხელ გადახედავდნენ წამლის შემცვლელობას. შემდგომ მოხალისეს წავაკითხე  „ჯონსონი და ჯონსონი“ მოცემულობა და  შევადარეთ გოგონების  პასუხი „ჯონსონი და ჯონსონის“ ქცევას.
ავუხსენი, რომ ეს ნამდვილი ამბავია და ის ხშირად გამოიყენება როგორც პოზიტიური მაგალითი, რადგან აჩვენებს, რომ სწორი გადაწყვეტილებების მიღება ზოგჯერ შეიძლება მილიონები დაჯდეს, მაგრამ გადაარჩინოს კომპანია და, რაც მთავარია, ადამიანების სიცოცხლე. ავღნიშნე, რომ „ჯონსონი და ჯონსონის“ კრედო მაქსიმალური მოგების მიღება კი არა, არამედ სწორი ქმედებაა, საქმეების სწორად მართვაა. 
ჯგუფებს დავურიგე ეთიკური დილების ფურცლები.  მათ უნდა გამოეყოთ პოტენციური ეთიკური დილემა და მისი შესაძლო შედეგები.
ორივე დილემის განხილვის შემდეგ შევაჯამეთ ეთიკური ქცევის გრძელვადიანი შედეგები.

მეორე აქტივობა საკუთარი ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის შერჩევა
გოგონებს ავუხსენი, რომ კომპანიებს აქვთ სოციალური პასუხისმგებლობა, თავის კომპანიასთან დაკავშირებულ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად და აქვე  განვმარტე სოციალური პასუხისმგებლობა და დაინტერესებული პირი.






















2023 წლის 26 თებერვალი
II შეხვედრა

მესამე მოდული 

ვინ არის ჩემი მომხმარებელი?

მეორე შეხვედრა სახალისო აქტივობით დავიწყე.

ვინაიდან გოგონები სხვადასხვა სკოლიდან იყვნენ შევთავაზე ასეთი აქტივობა: წრეზე დავაყენე, მცირე ზომის ბურთი უნდა გადაეწოდებინათ არა თავიანთი სკოლის გოგონასთვის და ბურთის მიმღებს  უნდა დაესახელებინა ბურთის გადამწოდებლის სახელი :) შემდეგ კი მოყვებოდა შეკითხვა წინა შეხვედრიდან: მაგ მასწავლებელი მეწარმეა თუ დასაქმებული? მზარეული და ა.შ. თან წინა შეხვედრაზე განხილული მასალაც გავიხსენეთ და ერთმანეთიც უფრო ახლოს გავიცანით.

მოსწავლეები გაეცნენ, თუ რა წვლილი შეაქვს ბაზრის საჭიროებებსა და დემოგრაფიას წარმატებულ სამეწარმეო წამოწყებაში. 

მიზნები მოსწავლეები შეძლებენ: 

• გააცნობიერონ, რომ აუცილებელია ბაზრის ანალიზი ბიზნესის წამოწყებისას; 

• მოახდინონ სპეციფიური პროდუქტისთვის ბაზრის საჭიროებების კვლევა.

ყოველი მოდულის დაწყების წინ  ვსთხოვ მოსწავლეებს, რომ რვეულები გადაშალონ, გადახედონ წარმატებული წამოწყების ელემენტების დიაგრამას. ვახსენებ, რომ ჩამოთვლილი ელემენტები უმნიშვნელოვანესია ბიზნესის დასაწყებად და მისი შესანარჩუნებლად. ვუთხარი,. რომ გათვითცნობიერებული მეწარმე და სწორი პროდუქტის ან მომსახურების იდეა ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია. ბიზნესი შეიძლება იყოს ტრადიციული, მოგებაზე ორიენტირებული საწარმო ან არამომგებიანი სოციალური საწარმო. ავუხსენი, რომ მოდულის მსვლელობისას ისინი შეეცდებიან, შეარჩიონ შესაბამისი ბაზარი/მომხმარებელი თავიანთ პროდუქტისთვის ან მომსახურებისთვის.

აქტივობა პირველი 

გოგონებს ვუთხარი, რომ კვლევებმა დაადასტურა წარმატებული მეწარმეების ძალიან კარგი დამოკიდებულება და თავდადება თავიანთი მომხმარებლის მიმართ. მეწარმეები, რომლებიც მზად არიან გაიცნონ მომხმარებლის მოთხოვნები, უფრო წარმატებულები არიან. . ავუხსენი, რომ ბაზრის შესწავლის ერთ-ერთი გზაა მისი სურვილებისა და საჭიროებების აღმოჩენა სამიზნე მომხმარებელთა ჯგუფის განზოგადებული გამოკითხვით.

 ვინაიდან გოგონების სამი ჯგუფი მყავს, ამიტომ ვუთხარი, რომ შემთხვევითობის პრინციპის დაცვით მათ უნდა აირჩიოთ ერთი დემოგრაფიული ჯგუფი, რომლის ნაწილიც თავად არიან ან ისეთი ჯგუფი, რომლის შესახებაც ბევრი ინფორმაცია აქვთ, რათა დაადგინონ მათი მოთხოვნა და მოთხოვნები. გასათვალისწინებლად შევთავაზე შემდეგი დემოგრაფიული ჯგუფები: 

• სკოლის მოსწავლეები 

• სკოლის მასწავლებლები და სკოლაში დასაქმებულები 

• თინეიჯერების მშობლები

დემოგრაფიული ჯგუფების არჩევის შემდეგ ვთხოვე მოსწავლეებს, რომ გადაეშალათ რვეულები და შეესრულებინათ სავარჯიშო „ტიპური დღე“, დავალების შესასრულებლად მივეცით ხუთი წუთი. შემდეგ გავარჩიეთ ჯგუფებში ლოგიკური და პერსონალური მოთხოვნები და მომდევნო ხუთი წუთი დაუთმეთ საკითხის განზოგადებას. ვსთხოვე თითოეული ჯგუფიდან  რომელიმე მოსწავლეს, რომ წარმოადგინა შედეგები. ვუთხარით მოსწავლეებს, რომ ისინი ახლა შექმნიან რეკლამას, რათა გაყიდონ თავიანთი პროდუქტი ან მომსახურება. 

აქტივობა მეორე 

ბუნაკის ესკიზის რეკლამა 

სამივე  ჯგუფში, თანაბრად გადავანაწილე ბუნაკის ესკიზი, გავაცანი შეჯიბრის „საუკეთესო რეკლამა“ შექმნის პირობები:

ავუხსენი, რომ ჯგუფებმა უნდა აირჩიონ პროდუქტი ან მომსახურება შესაბამისი დემოგრაფიული ჯგუფისთვის წარსადგენად, თითოეული ჯგუფი გადააკეთებდა ბუნაკის ესკიზს ისეთ ობიექტად, რომელიც მათ პროდუქტს ან სერვისს წარმოადგენდა.  შემდეგ თითოეული ჯგუფი მოამზადებდა რეკლამას, რათა მიეიდათ თავისი პროდუქტი კონკრეტულ დემოგრაფიულ ჯგუფსათვის. რეკლამა შეიძლება იყოს აუდიო, ვიდეო, ბილბორდზე გასაკრავი და ქაღალდზე ამობეჭდილი სახით.  პრეზენტაციები შეფასდებოდა იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად არის დემოგრაფიული ჯგუფი შერჩეული და რამდენად აკმაყოფილებს ამ ჯგუფის მოთხოვნებს მოსწავლეების პროდუქტი ან მომსახურება.

სამივე ჯგუფიდან წარმოდგენილი რეკლამებიდან ავარჩიეთ ხმათა უმრავლესობით საუკეთესო.

მეოთხე მოდული 

რა არის ჩემი უპირატესობა?

მონაწილეები შეისწავლიან მიზანმიმართულად შერჩეული და გამოყენებული კონკურენტული უპირატესობის მნიშვნელობას მეწარმეობაში.

მიზნები 

მოსწავლეები შეძლებენ:

 • განმარტონ კონკურენტული უპირატესობა და ამოიცნონ ეს უპირატესობები თავიანთ ბიზნესში 

• კონკურენტული უპირატესობის შერჩევის მნიშვნელობის წარმოჩენას, რაც ანიჭებს მათ ბიზნესს განსაკუთრებულობას.

მოსწავლეებს მივუთითე სამუშაო რვეულის აქტივობაზე. ავუხსენი, რა არის კონკურენტული უპირატესობა. ანუ,  როცა მეწარმეს შერჩეული აქვს პროდუქტი, მან უნდა ჩამოაყალიბოს ამ პროდუქტის კონკურენტული უპირატესობები. ვუთხარით, რომ არსებობს პროდუქტის მოდიფიცირების სამი გზა, რათა მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა: შეიცვალოს ხარისხი, ღირებულება ან მიწოდება და შევთავაზე შეესრულებინათ სამუშაო რვეულიდან სავარჯიშო „რა არის ჩემი უპირატესობა?“ 

გოგონებთან ერთად შევასრულეთ აქტივობა კონკურენტული უპირატესობის არჩევის 5 წესი. ამ აქტივობის შესრულებამ დაგეგმილზე მეტი დრო მოითხოვა.

აქტივობა მეორე კონკურენტული უპირატესობის შეჯიბრი — დიდების დარბაზი

ჯგუფებში შემთხვევითობის პრინციპიტ გადავანაწილე  თითო ბიზნესის პროფილის ბარათი და სუფთა ფურცელი. მივეცი ინსტრუქცია, რომ ამ ბარათებზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენებით უნდა შეექმნათ პოსტერები. აქტივობის ბოლოს გამოვავლინეთ გამარჯვებული პოსტერი.
დასკვნით ნაწილში პარალელურა დავიწყეთ ბიზნეს გეგმის ნაწილის შევსება. კერძოდ,
ნაწილი I. მიმოხილვა 
ნაწილი II. მონაცემები მეწარმის შესახებ                                                                                  ნაწილი III. პროდუქტი და/ან მომსახურება
ნაწილი IV: ბაზრის საჭიროებების დადგენა 
ნაწილი V: კონკურენტული უპირატესობა  
შეჯამებისას კიდევ ერთელ გამოვკვეთეთ, რომ მეწარმე ირჩევს ორ-სამ კონკურენტულ უპირატესობას და შემდეგ დროთა განმავლობაში თავის ბიზნესს შესაბამისად აძლიერებს.




























2023 წლის 25 თებერვალი 
I შეხვედრა

ვინაიდან პროგრამაში ჩართულნი მონაწილეები სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები იყვნენ, ამიტომ  გოგონებს ვთხოვე ფურცელზე თავიანთი სახელები დაეწერათ, რადგან მარტილი ყოფილიყო კომუნიკაცია. 

სანამ უშუალოდ მოდულის განხილვაზე გადავიდოდით, მანამდე გოგონებმა დაწერეს პრეტესტი

პრეტესში მოცემული იყო 6 კითხვა.

პრეტესტის შედეგი ასეთი იყო:








გოგონები გადავანაწილე სამ ჯგუფად მუხურჩა , ვედიდკარის  XI კლასელები, ვედიდკარის X კლასის გოგონები. თითოეულ გუნდს ვთხოვე შეერჩიათ სახელი. ანუ მე მყავდა ჯგუფები: "პრინცესები", "ორი ლამაზმანი", "დამწყები მეწარმეები". მინდოდა ჯგუფური მუშაობით უფრო გამემარტივებინა დაგეგმილი აქტივობების შესრულება და გოგონებსაც განვითარებოდათ თანამშრომლობითი უნარები.

მოდული I

შესავალი მეწარმეობაში

მიმოხილვა: მოსწავლეები ეცნობიან  წარმატებული ბიზნესწამოწყების (სტარტაპების) ელემენტებს,  მითებს, ფაქტებს მეწარმეობის შესახებ და პროდუქციის შექმნის ადრეულ ეტაპებს.

 მიზნები:

 მოსწავლეები შეძლებენ: 

• გაეცნონ პროდუქციის შექმნის შესაძლებლობებს 

• შესაბამისად, შეაფასონ მითები და ფაქტები მეწარმეობის შესახებ 

• გაეცნონ პროდუქციის შექმნის შესაძლებლობებს.


მოდულით გათვალისწინებული 

პირველი აქტივობა იყო მეწარმეობა: მითები და ფაქტები.

დაფის ერთ მხარეს გავაკარი წარწერა "მითი", მეორე მხარეს "ფაქტი". მე ხმამაღლა ვკითხულობდი წინადადებას. გუნდები მსჯელობდნენ და გუნდის თითოეული წევრის პასუხს ვაფიქსირებდი მათ მიერ გაჟღერებული პასუხის მხარეს. 

მეორე აქტივობა შეჯიბრი პროდუქტის წარმოებაში

 მოსწავლეებს ვუთხარი, რომ წარმატებული ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რომ  აწარმოოს ისეთი პროდუქტი, რომელიც ძალიან სურს, რომ ჰქონდეს მომხმარებელს და თავის სფეროში საუკეთესო იყოს.

ჯერ შევასრულეთ სავარჯიშო რაუნდი. მინიშნება იყო: ნივთი, რომელიც გამოიყენება სკოლაში სწავლებისთვის (მაგალითად, კლავიატურა).

გოგონებმა შეასრულეს „პროდუქტის შექმნის შეჯიბრების“ ორეტაპიანი რაუნდი.

მესამე აქტივობა მეწარმეობა - ეს ჩემთვისაა?

მიზნები:

 მოსწავლეებს შეეძლებათ:

 • პასუხი გასცენ კითხვას: ვინ არის მეწარმე და უნდათ თუ არა, რომ იყვნენ ერთ-ერთი მათგანი

 • შეაფასონ მეწარმეობის დადებითი და უარყოფითი ასპექტები.

კარიერული კლასტერების ბარათების გამოყენებით გოგონებმა შეასრულეს  აქტივობა მეწარმე თუ დასაქმებული? მათ აირჩიეს კარიერული კლასტერების კონკრეტული მიმართულება და კარიერა, ამის შემდეგ კი გააკეთეს ჩანაწერები რვეულში. „მეწარმეობა: უპირატესობები და ნაკლოვანებები“.

მოდული II

რა არის ჩემი ბიზნესი?

მიმოხილვა- - მოსწავლეები განაგრძობენ თავიანთი პროდუქტისა თუ მომსახურების დახვეწას სხვადასხვა წარმატებული მეწარმის ისტორიების შესწავლით. 

ამ მოდულის კულმინაცია იყო მოსწავლეების მიერ საკუთარი პროდუქტის ან მომსახურების შერჩევა მათი მომავალი ბიზნესგეგმისთვის. 

 მიზნები მოსწავლეები შეძლებენ:

 • გაიაზრონ თუ რაოდენ სიფრთხილით უნდა შეარჩიონ ბიზნესის წამოსაწყებად საქონელი ან მომსახურება; 

• გამოიყენონ საკუთარი მისწრაფებები, ტალანტი და უნარები ბაზრის საჭიროებების შესაფასებლად, რათა შექმნან ბიზნესგეგმის საფუძველი. 

პირველი აქტივობა მეწარმეთა სცენარები

მოსწავლეებმა მოისმენენ ინფორმაციას მეწარმეებისა და მათი პროდუქტების შესახებ. შემდეგ კი  ერთმანეთს შეადარეს სხვადასხვა მეწარმის პროდუქტები და გაარკვიეს, თუ რომელია უკეთესი და რატომ.

აქტივობა მეორე პროდუქტის შექმნის წყაროები

მოსწავლეებმა შეასრულეს სავარჯისო წარმატებული პროდუქტის ან მომსახურების სამი საერთო წყაროს შესახებ და განმარტეს შესაბამის სტრიქონში, თუ რატომ შეაჩერეს არჩევანი ამ პროდუქტზე.

ორივე მოდულში მითითებული აქტივობების შესრულების შემდეგ დავასრულეთ პირველი შეხვედრა.



















პროგრამა"იყავი მეწარმე"-ს მიზანია საქართველოს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა ქალების სამეწარმეო უნარებისა და გამოცდილების გაუმჯობესება და მათი ოჯახების ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა. ეს პროგრამა  განვახორციელე დეკემბრის თვეში სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთისა და სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლის უფროსკლასელი გოგონებისთვის, რომლეთა ასაკიც იყო 16 +. 

თუმც სკოლაში იყვნენ  გოგონებიც, რომლებსაც 2023 უსრულდებათ 16+. ამიტომაც, ძალიან დიდი სურვილი მქონდა მეორე ჯგუფი შემექმნა  და მათთანაც განმეხორციელებინა აღნიშნული პროექტი.

 ამ ეტაპზე გადავწყვიტე თანამშრომლობა სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარის საჯარო სკოლასთან. სკოლის დირექტორს მივმართე განცხადებით, ვთხოვე   სამუშაო სივრცისათვის ადგილის გამოყოფა, გავესაუბრე X, XI კლასის გოგონებს, დავუკავშირდი ყველა გოგონას მშობელს  და მათგან ავიღე ამ პროგრამაში ჩართვის თანხმობა.

ვინაიდან გოგონების უმეტესობას არ აქვს თავისუფალი დრო,  ამიტომაც გადავწყვიტე ეს 7 მოდული 4 დღეზე გადამენაწილებინებინა. 

ჩავნიშნე შეხვედრების თარიღები : 

  1.  25 თებერვალი  - I, II მოდული; 
  2.  26 თებერვალი  - III, IV მოდული,
  3.  4 მარტი             - V, VI მოდული,
  4.  5 მარტი            -   VII მოდული.

მეც მოუთმენლად ველოდი ამ  გამოწვევას.







Comments

Popular posts from this blog

...