Techovation Girls 2023

2023 წლის 10 თებერვალი

I კვირა

დღეს შევიკრიბეთ... პირველ რიგში გავეცანით ძირითად ტერმინებსა და განმარტებებს. განვმარტეთ თუ რას ნიშნავს პრობლემების ბრეინშტორმინგი ანუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ იდეა, რა არის ინოვაცია და რა არის მდგრადი განვითარების მიზნები. ეს მიზნები გოგონებისთვის ნაცნობი თემა იყო. გავაანალიზეთ პრობლემების სახეები და მათი გადაჭრის გზები (ადამიანის საბაზო საჭიროებები და უფლებები როგორიცაა მაგალითად: წყალი, საკვები, ძილი, სამოსი, თავშესაფარი და კარგი განათლება. 




 2023 წლის 3 თებერვალი

დაიწყე

2022 წლის დეკემბრის დასაწყისში გამოცხადდა Technovation Girls Sakartvelo-ს კიდევ ერთი სეზონის დაწყების შესახებ, რომელიც წელს ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრსა და ნანა დიხამინჯიას მხარდაჭერით გაიმართება.

შარშან მსურდა ამ პროექტში მონაწილეობა, მაგრამ ჩემი გოგონების ასაკი არ მაძლევდა ამის საშუალებას. მათთვის ნათვამი მქონდა ამ მეტად საინტერესო პროექტის შესახებ და ისინიც ჩემთან ერთად მოუთმენლად ელოდნენ ახალი სეზონის დაწყებას.

კლასში არის 6 გოგონა. TGS პროგრამის მოთხოვნის თანახმად გუნდი 1-5 გოგონასგან უნდა შედგებოდეს, ამიტომაც შევთავაზე ორ გუნდად გაყოფა. კლასში სამი გოგონა არის რურუა და გუნდებში გადანაწილებაც შედარებით უმტკივნეულოდ მოვახერხე: რურუები და დანარჩენები :) .

გოგონებმა იმუშავეს თავიანთი გუნდების სახელწოდებაზე და ლოგოზე: ArgeBrazi" და "REMI".
გოგონებთან ერთად შევქმენით თითოეული წევრისთვის ანგარიში და დავრეგისტრირდით technovationchallenge.org პლატფორმაზე. დავარეგისტრირეთ აგრეთვე გუნდებიც. გადავხედეთ Curriculum - Technovation Girls Sakartvelo (technovation-sakartvelo.org) განთავსებულ მასალებს. შევთანხმდით, რომ მიზნის მისაღწევად ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ კურიკულუმს, დავუთმოთ მეტად საინტერესო საკითხებს დრო და საბოლოოდ ჩვენ გვექნება აპლიკაცია ან ხელოვნური ინტელექტის გამოგონება რომელიც ჩვენს ირგვლივ, ჩვენს თემში არსებულ პრობლემას გადაჭრის.











2023 წლის 31 იანვარი

Technovation Girls 2023 

Technovation Girls ტექნოვეიშენ გოგონები საერთაშორისო, ტექნოლოგიურ-სამეწარმეო და საგანმათლებლო პროგრამაა, რომელიც 13 დან 18 წლის ასაკის გოგონებს აღჭურავს იმ უნარ-ჩვევებით, რომლებიც მათ ტექნოლოგ მეწარმეებად და ლიდერებად ჩამოყალიბებაში დაემხარებათ.
 
    ამერიკის შეერთებულ შტატებში 2009 წელს შექმნილმა პროექტმა, “Technovation Girls ტექნოვეიშენ გოგონები მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის გოგონამდე მიაღწია.               ტექნოვეიშენ გოგონები “   საქართველოში 2016 წელს დაიწყო.
 
პროექტის მიზანია:

 

v გოგონათა ჯგუფები, მოხალისე მენტორთან ერთად, თავიანთ საზოგადოებაში არსებული რეალური გამოწვევებისა და პრობლემების აღმოსაფხვრელად ტექნოლოგიურ პროექტს შეიმუშავებენ.  

v მობილური აპლიკაცის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპის შესაქმნელად ისინი პროგრამირების საწყისებს შეისწავლიან, (შეისწავლიან კოდირებას და შექმნიან აპლიკაციას  ან ხელოვნური ინტელექტის (AI) პროტოტიპს)

ამასთან ერთადგაეცნობიან მათი იდეის შეთავაზებისა და მარკეტირებისგზებს


       მეც გადავწyვიტე სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებისთვის  Technovation Girls 2023    წრის ჩამოყალიბება  და სკოლის დირექტორს მივმართე განცხადებით, რომელსაც თან დავურთე საწრეო მუშაობის გეგმა.                                                                                                               

საწრეოს გეგმა



Comments

Popular posts from this blog

...