იყავი მეწარმე 2022
პრეზენტაცია
Junior Achievement
იყავი მეწარმე 2022
2022 წლის ნოემბერი- დეკემბერი
სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლისა და სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლის XII, XI კლასის გოგონები
"იყავი მეწარმე" განხორციელებული პროგრამის ანგარიში
2002 წლის 10 დეკემბერი მეოთხე შეხვედრა
ბიზნესგეგმა VII მოდული
მოსწავლეებმა გამოიყენეს წარმატებული წამოწყების ექვს ელემენტი, თავისი პროდუქტის ან მომსახურების ბიზნესგეგმისთვის.
მიზნები :
მოსწავლეები შეძლებენ: • შექმნან სანიმუშო ბიზნესგეგმა საბაზისო სამეწარმეო ელემენტების გამოყენებით.
მისალმების შემდგომ მოსწავლეებს გადავუნაწილე მოსწავლის სამუშაო რვეულები. ვთხოვე მოსწავლეებს, რომ განიხილონ დიაგრამა „წარმატებული წამოწყების ელემენტები“. შევახსენე, რომ ისინი შეისწავლიან ჩამოთვლილი ელემენტებისგან ბიზნესგეგმის მომზადებას.
დავურიგე მოსწავლეებს ბიზნესგეგმის ნიმუში. ავღნიშნეთ და ვისაუბრეთ რისკების შესახებ, რომლებიც მეწარმეობას მუდამ თან ახლავს. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა მოამზადონ ბიზნესგეგმა, ვუთხარი, რომ მიჰყვნენ ინსტრუქციას და რჩევებს, რომლებიც მოცემულია მეშვიდე თავში. მოსწავლეები მუშობდნენ ჯგუფებში. მე გარკვეულ მითითებებს და რჩევებს ვაძლევდი გოგონებს. თითო ჯგუფიდან ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები დანარჩენებს.
ვინაიდან ეს იყო ბოლო შეხვედრა, კიდევ ერთხელ მიმოვიხილეთ ექვსივე მოდულის ძირითადი ტერმინები, ცნებები, მათ შორის: ინფორმირებული მეწარმის, პროდუქციის შექმნის, საბაზრო საჭიროებების, კონკურენტული უპირატესობის, ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობისა და ბიზნესგეგმის შესახებ.
გულით გადავუხადე მადლობა გოგონებს თანამშრომლობისთვისმონაწილეობისთვის და თანამშრომლობისთვის.
ტრენინგის დასასრულს დავწერეთ პოსტესტი.
პოსტესში მოცემული იყო 6 კითხვა.
პოსტესტის შედეგი ასეთი იყო:
გოგონებს გადავეცი „ჯუნიორ ეჩივმენტის” სერტიფიკატები.
ვთხოვე, როდესაც სკოლას ამთავრებთ, გარკვეულ წარწერებს ტოვებთ ერთმანეთის მაისურებზე და მეც დამიტოვეთ წარწერები თქვენს სახლებზე. აი, მათი შეფასებები.
.jpg)
2022 წლის 4 დეკემბერი მესამე შეხვედრა
მეხუთე მოდული კონკურენტული უპირატესობა
ზოგადი მიმოხილვა მოსწავლეები გამოიყენებენ კონკურენტულ უპირატესობას მათ სამეწარმეო ორგანიზაციებში.
მიზნები მოსწავლეები შეძლებენ:
• შეაფასონ კონკურენტული უპირატესობა
• შეარჩიონ ბიზნესის წამყვანი კონკურენტული უპირატესობები.
2022 წლის 3 დეკემბერი მეორე შეხვედრა
მესამე მოდული
ვინ არის ჩემი მომხმარებელი?
მეორე შეხვედრა სახალისო აქტივობით დავიწყე.
ვინაიდან გოგონები სხვადასხვა სკოლიდან იყვნენ შევთავაზე ასეთი აქტივობა: წრეზე დავაყენე, მცირე ზომის ბურთი უნდა გადაეწოდებინათ არა თავიანთი სკოლის გოგონასთვის და ბურთის მიმღებს უნდა დაესახელებინა ბურთის გადამწოდებლის სახელი :) შემდეგ კი მოყვებოდა შეკითხვა წინა შეხვედრიდან: მაგ მასწავლებელი მეწარმეა თუ დასაქმებული? მზარეული და ა.შ. თან წინა შეხვედრაზე განხილული მასალაც გავიხსენეთ და ერთმანეთიც უფრო ახლოს გავიცანით.
მოსწავლეები გაeცნენ, თუ რა წვლილი შეაქვს ბაზრის საჭიროებებსა და დემოგრაფიას წარმატებულ სამეწარმეო წამოწყებაში.
მიზნები მოსწავლეები შეძლებენ:
• გააცნობიერონ, რომ აუცილებელია ბაზრის ანალიზი ბიზნესის წამოწყებისას;
• მოახდინონ სპეციფიური პროდუქტისთვის ბაზრის საჭიროებების კვლევა.
ყოველი მოდულის დაწყების წინ ვსთხოვ მოსწავლეებს, რომ რვეულები გადაშალონ, გადახედონ წარმატებული წამოწყების ელემენტების დიაგრამას. ვახსენებ, რომ ჩამოთვლილი ელემენტები უმნიშვნელოვანესია ბიზნესის დასაწყებად და მისი შესანარჩუნებლად. ვუთხარი,. რომ გათვითცნობიერებული მეწარმე და სწორი პროდუქტის ან მომსახურების იდეა ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია. ბიზნესი შეიძლება იყოს ტრადიციული, მოგებაზე ორიენტირებული საწარმო ან არამომგებიანი სოციალური საწარმო. ავუხსენი, რომ მოდულის მსვლელობისას ისინი შეეცდებიან, შეარჩიონ შესაბამისი ბაზარი/მომხმარებელი თავიანთ პროდუქტისთვის ან მომსახურებისთვის.
აქტივობა პირველი
გოგონებს ვუთხარი, რომ კვლევებმა დაადასტურა წარმატებული მეწარმეების ძალიან კარგი დამოკიდებულება და თავდადება თავიანთი მომხმარებლის მიმართ. მეწარმეები, რომლებიც მზად არიან გაიცნონ მომხმარებლის მოთხოვნები, უფრო წარმატებულები არიან. . ავუხსენი, რომ ბაზრის შესწავლის ერთ-ერთი გზაა მისი სურვილებისა და საჭიროებების აღმოჩენა სამიზნე მომხმარებელთა ჯგუფის განზოგადებული გამოკითხვით.
ვინაიდან გოგონების სამი ჯგუფი მყავს, ამიტომ ვუთხარი, რომ შემთხვევითობის პრინციპის დაცვით მათ უნდა აირჩიოთ ერთი დემოგრაფიული ჯგუფი, რომლის ნაწილიც თავად არიან ან ისეთი ჯგუფი, რომლის შესახებაც ბევრი ინფორმაცია აქვთ, რათა დაადგინონ მათი მოთხოვნა და მოთხოვნები. გასათვალისწინებლად შევთავაზე შემდეგი დემოგრაფიული ჯგუფები:
• სკოლის მოსწავლეები
• სკოლის მასწავლებლები და სკოლაში დასაქმებულები
• თინეიჯერების მშობლები
დემოგრაფიული ჯგუფების არჩევის შემდეგ ვთხოვე მოსწავლეებს, რომ გადაეშალათ რვეულები და შეესრულებინათ სავარჯიშო „ტიპური დღე“, დავალების შესასრულებლად მივეცით ხუთი წუთი. შემდეგ გავარჩიეთ ჯგუფებში ლოგიკური და პერსონალური მოთხოვნები და მომდევნო ხუთი წუთი დაუთმეთ საკითხის განზოგადებას. ვსთხოვე თითოეული ჯგუფიდან რომელიმე მოსწავლეს, რომ წარმოადგინა შედეგები. ვუთხარით მოსწავლეებს, რომ ისინი ახლა შექმნიან რეკლამას, რათა გაყიდონ თავიანთი პროდუქტი ან მომსახურება.
აქტივობა მეორე
ბუნაკის ესკიზის რეკლამა
სამივე ჯგუფში, თანაბრად გადავანაწილე ბუნაკის ესკიზი, გავაცანით შეჯიბრის „საუკეთესო რეკლამა“ პირობები:
ავუხსენი, რომ ჯგუფებმა უნდა აირჩიონ პროდუქტი ან მომსახურება შესაბამისი დემოგრაფიული ჯგუფისთვის წარსადგენად, თითოეული ჯგუფი გადააკეთებდა ბუნაკის ესკიზს ისეთ ობიექტად, რომელიც მათ პროდუქტს ან სერვისს წარმოადგენდა. შემდეგ თითოეული ჯგუფი მოამზადებდა რეკლამას, რათა მიეიდათ თავისი პროდუქტი კონკრეტულ დემოგრაფიულ ჯგუფსათვის. რეკლამა შეიძლება იყოს აუდიო, ვიდეო, ბილბორდზე გასაკრავი და ქაღალდზე ამობეჭდილი სახით. პრეზენტაციები შეფასდებოდა იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად არის დემოგრაფიული ჯგუფი შერჩეული და რამდენად აკმაყოფილებს ამ ჯგუფის მოთხოვნებს მოსწავლეების პროდუქტი ან მომსახურება.
სამივე ჯგუფიდან წარმოდგენილი რეკლამებიდან ავარჩიეთ ხმათა უმრავლესობით საუკეთესო.
მეოთხე მოდული
რა არის ჩემი უპირატესობა?
მონაწილეები შეისწავლიან მიზანმიმართულად შერჩეული და გამოყენებული კონკურენტული უპირატესობის მნიშვნელობას მეწარმეობაში.
მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ:
• განმარტონ კონკურენტული უპირატესობა და ამოიცნონ ეს უპირატესობები თავიანთ ბიზნესში
• კონკურენტული უპირატესობის შერჩევის მნიშვნელობის წარმოჩენას, რაც ანიჭებს მათ ბიზნესს განსაკუთრებულობას.
მოსწავლეებს მივუთითე სამუშაო რვეულის აქტივობაზე. ავუხსენი, რა არის კონკურენტული უპირატესობა. ანუ, როცა მეწარმეს შერჩეული აქვს პროდუქტი, მან უნდა ჩამოაყალიბოს ამ პროდუქტის კონკურენტული უპირატესობები. ვუთხარით, რომ არსებობს პროდუქტის მოდიფიცირების სამი გზა, რათა მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა: შეიცვალოს ხარისხი, ღირებულება ან მიწოდება და შევთავაზე შეესრულებინათ სამუშაო რვეულიდან სავარჯიშო „რა არის ჩემი უპირატესობა?“
გოგონებთან ერთად შევასრულეთ აქტივობა კონკურენტული უპირატესობის არჩევის 5 წესი. ამ აქტივობის სესრულებამ დაგეგმილზე მეტი დრო მოითხოვა.
აქტივობა მეორე კონკურენტული უპირატესობის შეჯიბრი — დიდების დარბაზი
2022 წლის 27 ნოემბერი პირველი შეხვედრა
ვინაიდან პროგრამასში ჩართულნი მომაწილეები სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები იყვნენ, ამიტომ გოგონებს ვთხოვე ფურცელზე თავიანთი სახელები დაეწერათ, რადგან მარტვილი ყოფილიყო კომუნიკაცია.
სანამ უშუალოდ მოდულის განხილვაზე გადავიდოდით, მანამდე გოგონებმა დაწერეს პრეტესტი
პრეტესში მოცემული იყო 6 კითხვა.
პრეტესტის შედეგი ასეთი იყო:
შესავალი მეწარმეობაში
მიმოხილვა: მოსწავლეები ეცნობიან წარმატებული ბიზნესწამოწყების (სტარტაპების) ელემენტებს, მითებს, ფაქტებს მეწარმეობის შესახებ და პროდუქციის შექმნის ადრეულ ეტაპებს.
მიზნები:
მოსწავლეები შეძლებენ:
• გაეცნონ პროდუქციის შექმნის შესაძლებლობებს
• შესაბამისად, შეაფასონ მითები და ფაქტები მეწარმეობის შესახებ
მოდულით გათვალისწინებული
პირველი აქტივობა იყო მეწარმეობა: მითები და ფაქტები.
დაფის ერთ მხარეს გავაკარი წარწერა "მითი", მეორე მხარეს "ფაქტი". მე ხმამაღლა ვკითხულობდი წინადადებას. გუნდები მსჯელობდნენ და ერთი წარმომადგენელი იკავებდა იმ ადგილს, რომელიც მიესადაგებოდა გამოთქმულ წინადადებს.
მეორე აქტივობა შეჯიბრი პროდუქტის წარმოებაში
მოსწავლეებს ვუთხარი, რომ წარმატებული ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რომ აწარმოოს ისეთი პროდუქტი, რომელიც ძალიან სურს, რომ ჰქონდეს მომხმარებელს და თავის სფეროში საუკეთესო იყოს.
ჯერ შევასრულეთ სავარჯიშო რაუნდი. მინიშნება იყო: ნივთი, რომელიც გამოიყენება სკოლაში სწავლებისთვის (მაგალითად, კლავიატურა).
გოგონებმა შეასრულეს „პროდუქტის შექმნის შეჯიბრების“ ორეტაპიანი რაუნდი.
მესამე აქტივობა მეწარმეობა - ეს ჩემთვისაა?
მიზნები:
მოსწავლეებს შეეძლებათ:
• პასუხი გასცენ კითხვას: ვინ არის მეწარმე და უნდათ თუ არა, რომ იყვნენ ერთ-ერთი მათგანი
• შეაფასონ მეწარმეობის დადებითი და უარყოფითი ასპექტები.
კარიერული კლასტერების ბარათების გამოყენებით გოგონებმა შეასრულეს აქტივობა მეწარმე თუ დასაქმებული? მათ აირჩიეს კარიერული კლასტერების კონკრეტული მიმართულება და კარიერა, ამის შემდეგ კი გააკეთეს ჩანაწერები რვეულში. „მეწარმეობა: უპირატესობები და ნაკლოვანებები“.
რა არის ჩემი ბიზნესი?
მიმოხილვა- - მოსწავლეები განაგრძობენ თავიანთი პროდუქტისა თუ მომსახურების დახვეწას სხვადასხვა წარმატებული მეწარმის ისტორიების შესწავლით.
ამ მოდულის კულმინაცია იყო მოსწავლეების მიერ საკუთარი პროდუქტის ან მომსახურების შერჩევა მათი მომავალი ბიზნესგეგმისთვის.
მიზნები მოსწავლეები შეძლებენ:
• გაიაზრონ თუ რაოდენ სიფრთხილით უნდა შეარჩიონ ბიზნესის წამოსაწყებად საქონელი ან მომსახურება;
• გამოიყენონ საკუთარი მისწრაფებები, ტალანტი და უნარები ბაზრის საჭიროებების შესაფასებლად, რათა შექმნან ბიზნესგეგმის საფუძველი.
პირველი აქტივობა მეწარმეთა სცენარები
მოსწავლეებმა მოისმენენ ინფორმაციას მეწარმეებისა და მათი პროდუქტების შესახებ. შემდეგ კი ერთმანეთს შეადარეს სხვადასხვა მეწარმის პროდუქტები და გაარკვიეს, თუ რომელია უკეთესი და რატომ.
აქტივობა მეორე პროდუქტის შექმნის წყაროები
მოსწავლეებმა სეასრულეს სავარჯისო წარმატებული პროდუქტის ან მომსახურების სამი საერთო წყაროს შესახებ და განმარტეს შესაბამის სტრიქონში, თუ რატომ შეაჩერეს არჩევანი ამ პროდუქტზე.
ორივე მოდულში მითითებული აქტივობების შესრულების შემდეგ დავასრულეთ პირველი შეხვედრა.
2022 წლის ოქტომბრის თვეში სკოლაში მოვიდა წერილი საქარTველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან, სადაც აღნიშნული იყო, რომ "ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო" 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას და 2022 წლის აგვისტოდან Coca-cola-ს დაფინანსებით დაიწყო ერთწლიანი პროექტი "საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება", რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა ქალების წახალისებას ისწავლონ და განახორციელონ მეწარმეობა.
დავინტერესდი აღნიშნული წერილის შინაარსით და 2022 წლის შემოდგომაზე გავიარე პედაგოგთა მოსამზადებელი ტრენიგების სერია, რომელიც ინიცირებული იყო JA "ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს" მიერ:
- "მეწარმეობის საფუძვლები"
- "იყავი მეწარმე"
გადავწყვიტე შემექმნა გოგონებისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელშიც გავაერთიანე სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლის 5 და სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის 9 გოგონა XI, XII კლასის, ჯამში 14 გოგონა.
ჩემი მიზანი იყო განმეხორციელებინა პროგრამა "იყავი მეწარმე-საქართველოს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება".
პროგრამა"იყავი მეწარმე"-ს მიზანია საქართველოს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა ქალების სამეწარმეო უნარებისა და გამოცდილების გაუმჯობესება და მათი ოჯახების ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერა.
JA მოგვაწოდა პროგრამის განსახორციელებლად სამუშაო მოდულების გზამკვლევი და მასალები.
პროგრამაში მოცემული იყო 7 მოდული. ერთი მოდულის ჩატარებისთვის ორი 45 წუთი იყო საჭირო, ანუ ჯამში 90 წუთი.
ვინაიდან გოგონების უმეტესობა აბიტურიენტია, ამიტომაც გადავწყვიტე ეს 7 მოდული 4 დღეზე გადამენაწილებინებინა.
ჩავნიშნე შეხვედრების თარიღები : 27 ნოემბერი - I, II მოდული;
3 დეკემბერი - III, IV მოდული,
4 დეკემბერი V, VI მოდული,
10 დეკემბერი VII მოდული.
სანამ უშუალოდ შეხვედრებს დავიწყებდი, მანამდე ჯერ სკოლის ხელმძღვანელობასთან შევათანხმე სამუშაო სივრცისათვის ადგილის გამოყოფა (სეფიეთის საჯარო სკოლის საკლასო ოთახი), შემდგომ კი, ყველა გოგონას მშობელთან მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ამ პროგრამაში ჩართვის თანხმობაზე.
მეც მოუთმენლად ველოდი ამ ახალი გამოწვევას.
Comments
Post a Comment