თვლის სისტემები




 თვლის სისტემები პროექტის გეგმა

2022 წელი V კლასი

V კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოში მოცემულია თემა :"თვლის სისტემები".

ეს საკითხი მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო, რომ ყოფილიყო, გადავწყვიტე დამეგეგმა პროექტი, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემდა  უფრო დეტალურად გაცნობოდნენ და განამტკიცებდნენ  თვლის პოზიციურ და არაპოზიციურ სისტემებს. 

შემთხვევითობის პრინციპის დაცვით მოსწავლეებში გადავანაწილე თემები :თვლის პოზიციური სისტემა, თვლის არაპოზიციური სისტემა. თითოეული მათგანი მუშაობდა თემის  შესაბამისი პოსტერის შექმნაზე. 

კლასის დანარჩენი მოსწავლეები კი დავაწყვილე (ვინაიდან, ზოგიერთი მოსწავლის ბუკი მწყობრიდანაა გამოსული) და მათ იმუშავეს PP და ააწყვეს პრეზენტაციები თემის შესაბამისად.

ამასტანავე, მოსწავლეებს ვთხოვე შეექმნათ ნახატები თვლის პოზიციურ და არაპოზიციურ სისტემაზე . გამოვიყენეთ ინტერნეტში განთავსებული მასალა.

მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერი.

ფლიფჩარტის ერთ ნაწილში განათავსეს თემა „თვლის პოზიციური სისტემა“. საკითხის შემდეგ,  ქვეშ, განთავსდება თავსატეხი ამოცანები და შესაბამისი ნახატი, ხოლო ფლიფჩარტის მეორე ნაწილში განათავსეს თემა „თვლის არაპოზიციური სისტემა“. საკითხის შემდეგ,  ქვეშ, განთავსდება თავსატეხი ამოცანები და შესაბამისი ნახატი.

თავსატეხი ამოცანების ამოხსნაში ერთმანეთს შეეჯიბრნენ V- VI კლასის მოსწავლეები.

მეხუთე კლასის და მეექვსე კლასის მოწავლეები შემთხვევითობის პრინციპის დაცვით გადავანაწილე ჯგუფებში V კლასი 4-5, VI კლასი 4-4. თვლის არაპოზიციური სიტემის თავსატეხების ამოხსნისას გამოვიყენეთ ფერადი საანგარიშო ჩხირები.ეს აქტივობა საკმაოდ ხალისით წარიმართა.

მეხუთე კლასელების მიერ შექმნილი ეს პოსტერი, რამოდენიმე დღით, გამოვაკარით სკოლის საინფორმაციო დაფაზე და სხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად ეცნობოდნენ ინფორმაციას. . პოსტერის ქვეშ განვათავსეთ კონვერტი, სადაც მსურველებმა მოათავსეს თავსატეხი ამოცანების პასუხები.

რამოდენიმე დღის შემდეგ მეხუთე კლასელებმა "განიხილეს" კონვერტში მოტავსებული თავსატეხი ამოცანების პასუხები.

ამ პროექტით მეხუთე კლასელები წარდგენ სკოლის დირექტორისა და კლასის ხელემძღვანლის წინაშე.

ეს პირველი მასშტაბური პროექტი იყო მეხუთე კლასელთათვის. თითოეულ მოსწავლეს ვტხოვე შეფასებინა პროქტში თავისი როლი და მეგობრები. მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ თანამრომლობის შედეგად უფრო გაუადვილდათ თავსატეხების ამოხსნა.


























                         




































































































Comments

Popular posts from this blog

...