ნორჩი ეკოლოგები- ჯანსაღი გარემო, ჯანსაღი თაობა 2024
იმეგობრე ტენესთან
ჩვენი დამზადებული ქაღალდი
"იმეგობრე ტენესთან"
N7. რას გვეუბნება ეტიკეტი?
საჭირო
რესურსები: ცხრილი, რძის, არაჟნის,
იოგურტის, შოკოლადის კარაქის, მაწვნის ცარიელი ქილები
საბოლოო პროდუქტი:
კვლევის დაგეგმვა და ჩატარება
- „რას გვიყვება ეტიკეტი?“ და სლოგანის შექმნა
მასწავლებლის
ქმედება:
1 ნაბიჯი.
მასწავლებელი
ეკითხება მოსწავლეებს: როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ სურსათმა შეინარჩუნოს სასარგებლო თვისებები
და საკვებად ვარგისი იყოს? მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს.
2 ნაბიჯი.
მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს
ურიგებს ცხრილს და უკვე გამოყენებული სურსათის, მაგალითად, რძის, არაჟნის, იოგურტის,
მაწვნის, შოკოლადის კარაქის ცარიელ ქილებს. ერთ ჯგუფს ერთი ქილა შეხვდება. ჯგუფების
დავალებაა, შეისწავლონ ამ ქილებზე გამოსახული ეტიკეტები და შეავსონ ცხრილი - სურსათის
ანკეტა (დახასიათება). სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ ნამუშევრებს
და უზიარებენ ერთმანეთს, საუბრობენ იმის შესახებ, თუ რას მოგვითხრობს ეტიკეტი ამა თუ
იმ სურსათის შესახებ.
მოსწავლეებთან ერთად შევაჯამეთ ეს აქტივობას და განუმარტავ და განვმარტე, რომ საქართველოს კანონმდებლობა ადგენს, თუ როგორი უნდა იყოს და რა ინფორმაციას
უნდა შეიცავდეს გასაყიდად გამოტანილი სურსათის ეტიკეტი და, ზოგადად, როგორ უნდა მოხდეს
მომხმარებლის ინფორმირება გასაყიდი სურსათის შესახებ. ეტიკეტის წესების დარღვევა ისჯება
კანონით.
საბოლოო პროდუქტი:
კვლევის დაგეგმვა და ჩატარება -
„რას გვიყვება ეტიკეტი?“
და სლოგანის შექმნა
მოსწავლეები სახლში თავიანთი მაცივრიდან ირჩევენ მათ საყვარელ ერთ
რომელიმე სურსათს, გეგმავენ და ატარებენ კვლევას: „რას მოგვითხრობს ეტიკეტი?“
მოსწავლეები:
1. ეცნობიან და შიფრავენ ამ სურსათის ეტიკეტს და ავსებენ მის ანკეტას
(იხ. ცხრილი „სურსათის ანკეტა”);
2. ატარებენ გამოკითხვას ოჯახში, მეგობრებში, მეზობლებში, ნათესავებში
(სულ 10 ადამიანი) და არკვევენ, ვის უყვარს ეს სურსათი და რატომ? რა სარგებელი მოაქვს
მას?
3. გამოკითხვის შედეგებს წარმოადგენენ ცხრილის ან დიაგრამის სახით
(მაგალითად, რამდენს უყვარს და რამდენს არა, რამდენს უყვარს ან არ უყვარს ერთი და იგივე
მიზეზის გამო; რამდენს უყვარს ან არ უყვარს სხვადასხვა მიზეზის გამო; )
4. უნდა მოიფიქრონ სლოგანი ამ სურსათის შესახებ, რომელშიც ხაზგასმული
იქნება მისი სასარგებლო თვისებები. კვლევის დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარმოადგენენ
და ერთმანეთს აცნობენ კვლევის შედეგებს. მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ატარებს
კენჭისყრას და გამოავლენს საუკეთესო
სლოგანს. სლოგანის ავტორს აჯილდოვებს ,,მწვანე ჩანთით
N 6 როგორ შევინახოთ სურსათი?
საჭირო
რესურსები:
ფოტოები,
ფერადი ფანქრები, პროექტორი, კომპიუტერი
საბოლოო პროდუქტი
საინფორმაციო წიგნის მომზადება - „როგორ შევინახოთ თაფლი, პური, ხორბალი და ღვინო“
მასწავლებლის ქმედება
კლასი დაიყო შემთხვევითოის პრინციპის დაცვით ორ ჯგუფად
1 ნაბიჯი.
მოსწავლეებს ჯგუფებში დავურიგე ცარიელი მაცივრის
ფოტო და სურსათის ფოტოები. მოსწავლეების დავალებაა, მოცემული პროდუქტებიდან მაცივარში შეინახონ ის
პროდუქტი, რომლებსაც, მათი აზრით, დაბალ ტემპერატურაზე, ანუ მაცივარში შენახვა ესაჭიროება,
ხოლო ის პროდუქტები, რომლებსაც მაცივარში შენახვა არ სჭირდება, მაცივრის კარებზე მიაკრან
ვარიანტი
N2
მოსწავლეებს ჯგუფებში დავურიგე ფოტო, რომელზეც მოცემულია მაცივარი, კარადის თაროები და სხვადასხვა პროდუქტი. მოსწავლეებმა ეს პროდუქტები ისრებით
განალაგონ შესაბამის ადგილას. სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარმოადგენენ
თავიანთ ვერსიებს და საუბრობენ, თუ რა პრინციპით განალაგეს მათ პროდუქტები მაცივარსა
თუ თაროებზე.
2
ნაბიჯი.
მოსწავლეებს ვთხოვე, შეადგინონ ფოტოებზე მოცემული სურსათის ქართულ-ინგლისური ლექსიკონი:
თითოეულის სახელს მიუწერონ ინგლისური დასახელება.
3 ნაბიჯი.
მოსწავლეები, უპასუხონ კითხვებს:
1. სურსათის შენახვის კიდევ რომელ ხერხებს იცნობთ?
2. როგორ შეიძლება იმის დადგენა, რომ სურსათი/საკვები არასწორადაა შენახული?
შემდეგ ვაჩვენე ფოტოები და ვსთხოვს მათ, დაასახელონ სურსათის შენახვის რომელი ხერხებია
ფოტოებზე ასახული:
საბოლოო
პროდუქტი: საბოლოო პროდუქტი:
საინფორმაციო წიგნის მომზადება - „როგორ შევინახოთ თაფლი, პური,
ხორბალი და ღვინო“
მოსწავლეები მუშაობენ 4 ჯგუფად. თითოეული ჯგუფი სურვილის ან შემთხვევითობის
პრინციპით არსებული ჩამონათვლიდან - თაფლი, პური, ხორბალი და ღვინო - ირჩევს ერთ რომელიმეს.
მათ უნდა წარმოიდგინონ, რომ ისინი არიან არჩეული სურსათის მწარმოებლები და სჭირდებათ
ინფორმაცია მისი შენახვის წესების შესახებ ისე, რომ მან სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს.
მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას, ამზადებენ საინფორმაციო ფურცლებს ილუსტრაციებითა
და ჩანაწერებით. სამუშაოს დასრულების შემდეგ ისინი ერთმანეთს უზიარებენ მასალას და
ბოლოს ერთად ქმნიან საინფორმაციო წიგნს „როგორ შევინახოთ თაფლი, პური, ხორბალი და ღვინო“,
რომელსაც საჩუქრად გადასცემენ სკოლის ბიბლიოთეკას. პრინციპი“. რეკლამაში ნათლად უნდა იყოს წარმოჩენილი ხუთივე პრინციპის მნიშვნელობა
N 5 რას ნიშნავს სურსათის უვნებლობა?
საჭირო რესურსები: პროექტორი,
ლეპტოპი, ფოტოები, გამომშრალი ლობიოს მარცვლები, კენჭები ან სხვა საგნები, წამზომი.
საბოლოო პროდუქტი: გადაიღე სოციალური რეკლამა: უვნებელი
სურსათის ,,ხუთი გასაღების პრინციპი“
მასწავლებლის ქმედება:
კლასი დაყოფილია
შემთხვევითობის პრინციპით ჯგუფებად/ ტრიადებად
1ნაბიჯი.
ვთხოვე მოსწავლეებს, თუ შეუძლიათ, განმარტონ, როგორ ესმით მათ ტერმინები „სურსათის
უვნებლობა“ და „სურსათის ხარისხი“. შემდეგ კი ვაჩვენე მოსწავლეებს მიკროორგანიზმების
ფოტოებს და ვსთხოვე მათ, გამოთქვან მოსაზრებები:
1.
რა არის ფოტოებზე გამოსახული?
2. უნახავთ თუ არა ისინი?
3.სად „ბინადრობენ“ ისინი?
4. რა კავშირია ფოტოებზე გამოსახულ მიკროორგანიზმებსა და სურსათს შორის?
პასუხების
მოსმენის შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი, რომ ყოველდღიურად მთელ მსოფლიოში
ძალიან ბევრი ადამიანი იმ საკვების მოხმარების შედეგად ავადდება, რომელსაც ისინი მიირთმევენ.
ეს დაავადებები სურსათით გამოწვეული დაავადებებია და საშიში მიკროორგანიზმების და/ან
ტოქსიკური ქიმიკატების მოქმედების შედეგს წარმოადგენს.
მიკროორგანიზმები ძალიან პატარა ცოცხალი ორგანიზმებია, იმდენად
პატარა, რომ მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია.
არსებობს სამი სხვადასხვა ტიპის
მიკროორგანიზმი: კარგი, ცუდი და საშიში.
კარგი მიკროორგანიზმები სასარგებლო ორგანიზმებია, ისინი მონაწილეობენ
გარკვეული საკვებისა და სასმელების წარმოებაში (მაგ.: ყველი, იოგურტი, ლუდი და ღვინო);
გამოიყენება მედიკამენტების საწარმოებლად (მაგალითად, პენიცილინი); ეხმარებიან ნაწლავებს
საჭმლის მონელებაში.
ცუდი, ანუ
ისეთი მიკროორგანიზმები, რომლებიც გაფუჭებას უწყობს ხელს, როგორც წესი, ჩვეულებრივ,
არ იწვევენ უშუალოდ ადამიანის ავადმყოფობას, მაგრამ მათი მიზეზით ჩვენს საკვებს შესაძლოა,
ჰქონდეს ცუდი სუნი, საშინელი გემო ან არასასიამოვნოდ გამოიყურებოდეს. ეს მიკროორგანიზმები
ყველგან გვხვდება, უმეტესად კი: ფეკალიებში, ნიადაგსა და წყალში, ვირთხებში, თაგვებში,
მწერებსა და მავნებლებში, შინაურ, წყლის და ფერმის ცხოველებში (მაგ.: ძაღლები, თევზები,
ძროხები, ქათმები და ღორები), ადამიანებში (ნაწლავები, პირი, ცხვირი, ხელები, ფრჩხილები
და კანი).
შეგვიძლია ასევე გამოიყენოთ ტერმინები:
,,მიკრობი” - მიკროორგანიზმების აღსანიშნავად
,,შხამები”
- ტოქსიკური ქიმიკატების აღსანიშნავად
2
ნაბიჯი.
მოსწავლეებს განვუმარტე , რომ მიკროორგანიზმები
დამოკიდებულია ვიღაცაზე ან რაღაცაზე, რათა მათი საშუალებით გადაადგილდეს.
მიკროორგანიზმების გადატანას ერთი ზედაპირიდან
მეორეზე
,,დაბინძურება” ჰქვია. ყველაზე ხშირად,
მიკროორგანიზმების გადატანა ხელების საშუალებით ხდება.
მისი გავრცელება ასევე შესაძლებელია დაბინძურებული
სურსათისა და წყლის საშუალებით. დაბინძურების წყარო ასევე შეიძლება, გახდეს შინაური
ცხოველი.
სურსათით
გამოწვეულ დაავადებათა უმეტესობის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუკი სურსათის ხელით
დამუშავების დროს დაცული იქნება სათანადო წესები.
ამ აქტივობის წარდგენის შემდეგ შევჯერდით, უვნებელი სურსათის ხუთი უმთავრესი პრინციპი, ანუ ,,ხუთი გასაღების პრინციპიზე“:
1. დაიცავით
სისუფთავე
2. განაცალკევეთ უმი, ანუ დაუმუშავებელი და მომზადებული
საკვები
3. საჭმლის
მომზადებისას პროდუქტები სათანადოდ უნდა დამუშავდეს თერმულად
4. სურსათის შენახვის დროს დაიცავით უვნებელი
ტემპერატურული რეჟიმი
5. გამოიყენეთ
უვნებელი წყალი და სასურსათო ნედლეული
სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფებმა წარადგინეს ნამუშევრები და გააკეთეს პრეზენტაციები.
საბოლოო პროდუქტი:
გადაიღე სოციალური
რეკლამა:
უვნებელი სურსათის
ხუთი გასაღების პრინციპი
მოსწავლეები ნახულობენ ვიდეოფილმს უვნებელი სურსათის ხუთი გასაღების პრინციპის შესახებ (ვიდეოფილმი - five keys to safer food ხილვა შეგიძლიათ ვებგვერდზე - www. who.int).
მოსწავლეები მობილურით იღებენ 1 წუთამდე ხანგრძლივობის
სოციალურ რეკლამას თემაზე - „უვნებელი სურსათის ,,ხუთი გასაღების პრინციპი“. რეკლამაში ნათლად უნდა
იყოს წარმოჩენილი ხუთივე პრინციპის მნიშვნელობა
2024 წლის 1 თებერვალი
N 4 როგორია შენი სწორი კვების თეფში?
საჭირო რესურსები: სამუშაო ფურცლები N1 და N2, ფოტოები, ფანქარი
საბოლოო პროდუქტი: ჩემი ჯანსაღი კერძის რეცეპტი
მასწავლებლის ქმედება:
კლასი დაყოფილია
შემთხვევითობის პრინციპით ჯგუფებად/ ტრიადებად
1
ნაბიჯი.
მოსწავლეებს მივმართე კითხვებით:
1.
რომელი მცენარეული პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი საქართველოში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში
არ იზრდება? როგორ იყენებთ მათ?
2.
ჩამოთვალეთ ქართული ტრადიციული კერძები და ის ინგრედიენტები, რომლებიც მის დასამზადებლადაა
საჭირო.
3. განმარტეთ, როგორ გესმით „ჯანსაღი კვება“.
4.
თქვენი აზრით, რომელი პროდუქტები უნდა შედიოდეს ჯანსაღი კვების რაციონში?
5. როგორ ფიქრობთ, ადამიანის ყოველდღიურ რაციონში
მხოლოდ მცენარეული საკვებია საკმარისი, თუ ცხოველურიც აუცილებელია?
6. აღწერე, როგორია შენი ყოველდღიური რაციონი?
2
ნაბიჯი.
მოსწავლეებს დავურიგე სამუშაო ფურცლები, რომელზეც ორი ცალი ცარიელი თეფშია გამოსახული და ვსთხოვე, ამ თეფშებიდან N1 თეფშზე ის სურსათი დაწერონ/დახატონ, რომელსაც ყოველდღიურად მიირთმევენ, ხოლო N2 თეფშზე კი ის, რომლებიც, მათი აზრით, აუცილებლად უნდა იყოს ადამიანის ყოველდღიურ რაციონში. (ჯერ შეავსეს პირველი თეფში, შემდეგ დავურიგე "სწორი კვების თეფშის ილუსტრაცია და მოახდინეს შედარება)
მოსწავლეებმა გააცნეს დაშეადარეს ერთმანეთს თავიანთი თეფშები, ასევე შეაადარეს ის სურსათი და საკვები, რომელსაც ყოველდღიურად მიირთმევენ იმ ფურცელს, რომელზედაც ,სწორი კვების თეფშის“ ფოტოა იყო წარმოდგენილი. იმსჯელეს რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის და გამოიტანონ დასკვნა.
5 ნაბიჯი.
თითოეულ ჯგუფს დავურიგე კვების პირამიდის ცარიელი ფოტო და ასევე სხვადასხვა სურსათის ჩამონათვალს. ჯგუფებმა ისინი უნდა ჩახატონ კვების პირამიდის შესაბამის გრაფებში. ჩამონათვალი: ზეთი, ყველი, პომიდორი, ხაჭო, შვრია, სტაფილო, ყურძენი, ქათამი, ვაშლი, კიტრი, წიწიბურა, თევზი, კარაქი, პური, მწვანილი, ხორცი, რძე, არაჟანი, ატამი . " კვებისპირამიდა" გავლილი აქვთ მესამე კლასში საგან "მე და საზოგადოება"ს სწავლების დროს. ამიტომ ისინი შეეცადნენ განვლილი მასალის აღდგენას და ისე შეავსეს კვების პირამიდის ცარიელი ფორმატი
სამუშაოს დამთავრების შემდეგ ჯგუფებმა წარმოადგენეს ნამუშევრები და დააასაბუთეს თავიანთი გადაწყვეტილება.
პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მე მათ ვაჩვენე კვების პირამიდის სწორ ვერსია და თან განვუმარტე მოსწავლეებს, რომ მათი ჯანმრთელობისათვის მრავალფეროვანი საკვების მიღებაა საჭირო. ეს ნიშნავს, რომ მათი კვება 6 ჯგუფის სურსათს უნდა შეიცავდეს: მარცვლეულს, რძის ნაწარმს, ცხიმებს, ხორცს, ხილს, ბოსტნეულსა და სითხეს.
სხვადასხვა საკვები პროდუქტი მათ ორგანიზმს მოძრაობაში, ზრდასა და გაჯანსაღებაში ეხმარება.
საბოლოო პროდუქტი:
ჩემი ჯანსაღი კერძის რეცეპტი
მოსწავლეებმა სახლში, მშობლების დახმარებით, უნდა მოამზადონ რაიმე მარტივი და ჯანსაღი კერძები, რომლებზეც გადაიღებენ მოკლე ვიდეოს და შემდეგ დღეს გაუზიარებენ მეგობრებს.
კერძის წარდგენისას მათ ხაზგასმით უნდა ისაუბრონ ამ კერძის მოსამზადებლად
საჭირო ინგრედიენტებისა და მომზადების რეცეპტის შესახებ, ასევე ამ კერძის სიჯანსაღეზე.
N 3 რა გზას გადის სურსათი ნედლეულიდან საბოლოო სახემდე?
კლასის დაყოფა ჯგუფებად/ტრიადებად შემთხვევითობის პრინციპის დაცვით
1 ნაბიჯი.
მოსწავლეებს ვთხოვე, კიდევ ერთხელ გაიხსენონ თავიანთი საყვარელი საკვები პროდუქტი და ვკითხე, იციან თუ არა მათ, რა გზას გადის ეს პროდუქტი, სანამ იგი მათ ,მწვანე ჩანთაში” ან სასადილო მაგიდაზე აღმოჩნდება.
მოსწავლეთა პასუხების მოსმენის შემდეგ ფოტოების გამოყენებით დავურიგე ჯგუფებს საინფორმაციო ტექსტი , რომელიც აცნობს მათ, თუ როგორ მზადდება შოკოლადი.
2
ნაბიჯი.
თითოეულ ჯგუფს დავურიგე კონვერტები ფოტოებით, რომლებიც ერთი რომელიმე
პროდუქტის გასავლელ გზას ასახავს, სანამ ის მაღაზიის დახლზე მოხვდება.
კონვერტში
ფოტოები არეულად ჩავალაგე და მოსწავლეებმა ისინი სწორი თანმიმდევრობით უნდა დაალაგონ.
სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფებმა წარმოადგენენ ნამუშევრები და საუბრეს, თუ რატომ დაალაგეს ფოტოები წარმოდგენილი თანმიმდევრობით.
საბოლოო პროდუქტი:
პრეზენტაციის მომზადება თემაზე - ყველაფერი ჩემი საყვარელი
სურსათის შესახებ
2024 წლის 25 იანვარი
N 2 დაყავი სურსათი
საჭირო რესურსები:
პროექტორი, ლეპტოპი, დაფა, ფერადი ცარცები - მწვანე და ყვითელი, საყიდლების სია,
ეკოჩანთები ან მათი ფოტოები, მწვანე და ყვითელი ფერის წებოვანი ფურცლები.
საბოლოო პროდუქტი: მწვანე ამოცანა - ჩემი საყიდლების
სია
მასწავლებლის ქმედება:
კლასის დავყავი ტრიადებად შემთხვევითობის პრინციპის დაცვით.
1
ნაბიჯი.
მოსწავლეებს ვაჩვენე ფოტოებს და მათ, ამოიცნეს, რომელია სურსათი და რომელი - არა. ფოტოების ნომრები, რომლებზეც სურსათია გამოსახული, ჩაწეროე ცხრილის შესაბამის გრაფაში, ხოლო რომელზეც არა - მეორე გრაფაში. დაჯგუფების შემდეგ მოსწავლეები დასაბუთეს, რატომ დააჯგუფეს ასე ფოტოები.
მე განუმარტავს მათ სურსათის არსი და განსხვავება სურსათსა და არასურსათს შორის.
2
ნაბიჯი.
მოსწავლეებს გავაცანი სიტუაციური ამოცანა (ქეისს) - დავეხმაროთ ელენესა და ნიკოლოზს.
ელენე და ნიკოლოზი დედამ მაღაზიაში გააგზავნა და თან საყიდელი პროდუქტების
ჩამონათვალი გაატანა.
დედამ ბავშვებს ასევე სთხოვა, ნაყიდი სურსათი დაეხარისხებინათ და
,მწვანე
ჩანთებში” ისე ჩაეწყოთ: ელენეს მოცემული სიიდან თავის ჩანთაში მცენარეული საკვები უნდა
ჩაელაგებინა, ხოლო ნიკოლოზს - ცხოველური.
დედამ საყიდლებისთვის ბავშვებს 100 ლარი გაატანა.
3 ნაბიჯი.
სურსათის სწორად დახარისხების შემდეგ მოსწავლეებს დავყსვი კიტხვები:
1. რა თანხის გადახდა მოუწევთ ბავშვებს, თუ მოცემული
სიიდან მხოლოდ მცენარეული წარმოშობის სურსათს შეიძენენ? რამდენი ერგებათ ხურდა?
2. რა თანხის გადახდა მოუწევთ ბავშვებს, თუ მოცემული
სიიდან მხოლოდ ცხოველური წარმოშობის სურსათს შეიძენენ? რამდენი ერგებათ ხურდა?
პროდუქტების ჩანთებში გადანაწილების შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგენეს პასუხები კითხვებზე და ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები, თუ რა პრინციპით
გადაანაწილეს სურსათი ჩანთებში.
საბოლოო პროდუქტი:
მწვანე ამოცანა - ჩემი საყიდლების სია.
საჭირო რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოები, დაფა, ცარცი, ცხრილები
საბოლოო პროდუქტი: ბროშურის მომზადება სოფლის მეურნეობის რომელიმე დარგის შესახებ
მასწავლებლის ქმედება:
კლასის დავყავი ტრიადებად შემთხვევითობის პრინციპის დცვით.
ერთ-ერთი ჯგუფის წევრმა წაიკითხა ინფორმაცია „რა არის სოფლის მეურნეობა? სოფლის მეურნეობის დარგები“

1 ნაბიჯი.
მოსწავლეებს ვაჩვენე ფოტოები, რომლებზეც გამოსახულია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგი და ვსთხოვე მათ, ამოიცნონ, რა აერთიანებთ ამ ფოტოებს.
(პასუხი ყველა მათგანი ასახავს სოფლის მეურნეობის დარგებს)
და ვსთხოვე გამოეთქვათ მოსაზრებები , რა არის სოფლის მეურნეობა.
(პასუხი სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი დარგია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანას და შინაური ცხოველების მოშენებას ახორციელებს მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუციის მიღების მიზნით.)

2
ნაბიჯი.
მოსწავლეთა ტრიადებმა შეასრულეს დავალება:
დააჯგუფეს მოცემული ფოტოები და სოფლის მეურნეობის დარგობრივი სქემის შესაბამის გრაფაში
ჩაწერეს ფოტოს შესაბამისი ნომერი და დარგის სახელწოდება. (მაგალითად, ფოტო N1 - მეფუტკრეობა
და ა.შ.). სქემის შევსების შემდეგ მოსწავლეებმა განმარტეს, რა პრინციპით დააჯგუფეს
ფოტოები.
3
ნაბიჯი.
ტრიადებს ვსთხოვე ითამაშონ თამაში „მეოთხე ზედმეტია“. მოსწავლეებს გავაცანი თამაშის
წესები: ოთხსიტყვიან ჩამონათვალში, რომელიც სოფლის მეურნეობას და მის დარგებს ეხება,
მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ, რომელია ზედმეტი სიტყვა.
4 ნაბიჯი.
ტრიადებს დავურიგე ცხრილი და მოსწავლეებმა, ცხრილის სამივე სვეტში მოცემული სიტყვები ლოგიკურად დააკავშირეს ერთმანეთთან და ეს კავშირი გამოხატეს ციფრებით. მაგ.: 3, 4 და 9. ცხრილის მეოთხე სვეტში, რომელიც ცარიელია
საბოლოო პროდუქტი:
ბროშურის მომზადება სოფლის მეურნეობის რომელიმე დარგის შესახებ.
ტრიადებში, შემთხვევითობის პრინციპის დაცვით, გადავანაწილე თემები:
საქართველო ხორბლის სამშობლო. ქართული ხორბალი
საქართველო ვაზის სამშობლო. მევენახეობა და ქართული
ვაზი
მეფუტკრეობა. ქართული ფუტკარი. თაფლის სასარგებლო თვისებები
სოფლის მეურნეობა. სურსათის უვნებლობა და ხარისხი
კავშირი მდგრადი
განვითარების მიზნებთან:
თემასთან
დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:
მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ:
- ·
ჯანსაღი საკვები მნიშვნელოვნად განაპირობებს ადამიანის
ჯანმრთელობას
- ·
სოფლის მეურნეობის განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნისა
და თითოეული ადამიანის ეკონომიკური წინსვლისთვის
თემის
მიზანი
მოსწავლეები გაეცნონ:
§ სოფლის მეურნეობის დარგებს და მათ მნიშვნელობას;
§ სურსათის სახეებსა და მნიშვნელობას;
§ ქართულ ფუტკარს და ხორბლის ენდემურ ჯიშებს;
§ მეღვინეობას, როგორც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ უძველეს დარგს;
§ პროდუქტის შენახვისა და გამოყენების წესებს
თემის გავლის შემდეგ
მოსწავლეებს ეცოდინებათ
- რა არის სურსათი;
- როგორი სურსათი არსებობს წარმოშობის მიხედვით;
- რა დანიშნულება აქვს სურსათს ადამიანისათვის;
- რომელია ქართული ხორბლისა და ვაზის ჯიშები;
- რითია საინტერესო ქართული ფუტკარი;
- რას ნიშნავს სურსათის უვნებლობა და ხარისხი;
- რას გვეუბნება ეტიკეტი;
- როგორ უნდა შევინახოთ სურსათი უსაფრთხოდ
თემის გავლის შემდეგ
მოსწავლეები შეძლებენ:
- სურსათის დაყოფას მცენარეულ და ცხოველურ პროდუქტებად;
- სოფლის მეურნეობის დარგების დაკავშირებას სურსათის წარმოებასთან;
- საქართველოში უძველესი სოფლის მეურნეობის დარგების - მეღვინეობის,
- მეფუტკრეობისა და ხორბლის ჯიშების მნიშვნელობაზე მსჯელობას;
- სურსათის უვნებლობასა და ხარისხზე მსჯელობას;
- სურსათის უვნებლობის მნიშვნელობის გააზრებას;
- სურსათზე არსებული ეტიკეტის წაკითხვას;
- პროდუქტის ვარგისიანობისა და შენახვის პირობების დაცვა
2024 წლის 25 იანვარი
2024 წლის 25 იანვარს სკოლის დირეციას გავუგზავნე წერილი, სადაც აღნიშნული მქონდა, რომ მსურდა კლუბ "ნორჩი ეკოლოგებითან" მუშaობის გაგრძელება და პროექტი "ჯანსაღი გარემო, ჯანსაღი თაობა" განხორციელება.
განაცხადს თან დავურთე პროექტის სამუშაო გეგმა, სადაც დეტალურად მაქვს აღწერილი დაგეგმილი აქტივობები, სამუშო მასალა და რესურსები.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება 16 სამუშაო შეხვედრა.
მოსწავლეთა ფოტო -ვიდეო მასალის გამოქვეყნებასთან დაკავშირებუთ ნებართვა მაქვს აღებული მოსწავლეთა მშობლებისგან და განცხადებები ინახება კლუბის დოკუმენტაციაში.
Comments
Post a Comment