საქართველოს ეკონომიკური წიგნიერება GELi

 

2023 წლის 11 დეკემბერი


    ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის სასკოლო რაუნდში დავარეგისტრირე სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლისა და სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა და სკოლის  X-XII კლასის მოსწავლეები.

















2023 წლის 2 დეკემბერი



ეკონომიკა ბევრს ჩვენი ცხოვრებისგან მოშორებული მეცნიერება ჰგონია, არადა ის ყველგან და ყველაფერშია: ისტორიული მოვლენები ხშირად ეკონომიკური ინტერესით აიხსნება, გეოგრაფია კი განაპირობებს ეკონომიკას, მათემატიკაც სავსეა ეკონომიკური თემებით.

ტრენინგზე ვნახეთ როგორ საინტერესოდ კავშირდება ეს საგნები ეკონომიკასთან და მოვისმინეთ სხვა მასწავლებლების მოსაზრება და გამოცდილება, თუ როგორ ხსნიან ეკონომიკურ საკითხებს თავიანთ გაკვეთილებზე

ტრენინგის დასრულების შემდეგ გადმოგვეცა ტრენინგზე დასწრების სერტიფიკატი.
მე კი სახელმძღვანელოც "საღი აზრის ეკონომიკა"









2023 წელი








2023 წლის 28 თებერვალი

    სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლაში ჩატარდა ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის სკოლის რაუნდი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამავე სკოლის X, XI, XII კლასის მოსწავლეებმა.
    ოლიმპიადაზე დარეგისტრირებული იყო 18 მოსწავლე, თუმცა უშუალოდ სკოლის რაუნდში მონაწილეობა მიიღო 11 მოსწავლემ.
    ოლიმპიადის ორგანიზატორების (GELi) მხრიდან კომუნიკაცია დროული და ეფექტიანი,  მასალებიც (როგორც ბეჭდური ვერსია, ასევე ვიდეო გაკვეთილები) ხელმისაწვდომი იყო.         ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ კითხვები იყო ლოგიკური და საშუალო სირთულის. ტესტში წარმოდგენილი იყო საკითხვები: ეკონომიკური ტერმინები, გამოსათვლელი მაგალითები, ეკონომიკური მოვლენის განმარტებები, ლოგიკური კითხვები. აქედან ყველაზე მეტად გაუჭირდათ ეკონომიკური მოვლენების განმარტებები, გაუადვილდათ გამოსათვლელი მაგალითები.
    მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ამ ეტაპამდე მსგავს საკითხებთან ამ დოზით არ ჰქონიათ შეხება. X, XI კლასის მოსწავლეებთან ერთად შევთანხმდით, რომ მომავალ წელს GELi-ის მიერ მოწოდებულ დამხმარე მასალას კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით და დავამუშავებთ, რათა შედეგი უკეთესი გვქონდეს.
    წლევანდელ ოლიმპიადაზე დარეგისტრირებული მყავდა საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლე. მომავალ წელს სკოლაში ჩამოვაყალიბებ კლუბს, რომელშიც გავაერთიანებ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სურვილი ექნება ამ ოლიმპიადში მონაწილეობისათვის გაიღრმავონ ცოდნა და ისე შეეჭიდნენ ახალ გამოწვევას. წლევანდელი გამოცდილება კი მათ საჭიროებებს დაანახებს









მოსწავლეებში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების ამაღლების მიზნით                          ააიპ საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივით ტარდება ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა საჯარო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებისთვის.

ამ ოლიმპიადის ეროვნულ ეტაპზე დავარეგისტრირე ჩვენი სკოლის 18 მოსწავლე. მათთან ერთად ვამუშავებთ თემებს სახელმძღვანელოდან "საღი აზრის ეკონომიკა"  

ამასთანავე მოსწავლეებთან ერთად გავერთიანდით facebook ჯგუფში  ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა და ორჯერ ორი x Orjer Ori. მოსწავლეებთან ერთად ვეცნობით სიახლეებს და ვიდეო მასალას.

ვემზადებით ეროვნული ეტაპისთვის.



Comments

Popular posts from this blog

...