ნორჩი ეკოლოგები 2023
სიგელი "მწვანე ჯილდო" 2023
წყლის პირდაპირ მოხმარება
- დააკვირდით ფოტოებს
ახსენით, რა არის მათზე გამოსახული
რა აერთიანებს ამ სურათებს და გამოიტანონ დასკვნა.
გაიხსენეთ და ჩამოთვალეთ, კიდევ რისთვის გვჭირდება წყალი ან რაში ვიყენებთ წყალს?
პასუხებით უნდა დააფიქსიროთ ფურცელზე.
(19) ნუ იქნები მხარჯველი, ერთად დავზოგოთ წყალი! - YouTube
(19) ვისწავლოთ წყლის დაზოგვა სახლის პირობებში - YouTube
ვინ მოიხმარა ყველაზე ნაკლები წყალი კლასში?
ვინ მოიხმარა ყველაზე მეტი წყალი კლასში?
წარმოიდგინე, რომ სახარჯოდ მხოლოდ 10 ლ წყალი გაქვს.
ახსენი, როგორ გაანაწილებ მას:
ჩამოწერე, რამდენი წყალია საჭირო სხვადსხვა მიზნისათვის?
შეადარე შენი მონაცემები სხვისას და დაადგინე, რა დაემთხვა და რა არის განსხვავებული.
სიმბოლურად დავაჯილდოვეთ ,,წყლის წვეთის” სტიკერით ის მოსწავლეები, ვინც ყველაზე გონივრულად შეეცადა წყლის მოხმარების შემცირებას.
წყლის რესურსების მდგრადი მართვისა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის საყოველთაო უზრუნველყოფა.
მოსწავლეები გაეცნონ:
წყლის თვისებებსა და მნიშვნელობას
წყლის რესურსებს და მათ განაწილებას
წყლის მომხმარებელ სფეროებს (მათ შორის ირიგაციის სახეებსა და დანიშნულებას)
გააცნობიერონ წყლის დაზოგვითი გამოყენების მნიშვნელობა და წყლის დაბინძურებისგან დაცვის აუცილებლობა.
ლეონერდო და ვინჩი
მოტივაციის ამაღლების მიზნით მოსწავლეებს შევთავაზე ლაბირინთი, რომელიც თემატურად დაკავშირებული იყო წყალთან. მქონდა სამი ვარიანტი და შემთხვევითობის პრინციპის დაცვით გადავანაწილე მთელ კლასში.
უპასუხეთ კითხვებს:
რის გარეშე არ შეუძლია ცოცხალ ორგანიზმებს, მათ შორის ადამიანს არსებობა? (წყალი, ჰაერი)
სად გხვდება ბუნებაში წყალი?
ჯგუფებმა მათ მიერ ჩამოთვლილი სიტყვები დაახარისხეს კითხვების მიხედვით:
ვინ?/რა? (არსებითი სახელი)
როგორი? (ზედსართავი სახელი)
რას შვრება?/რა მდგომარეობაშია? (ზმნა). და შეავსეს აზრობრივი რუკა.
თითოეულ ჯგუფმა წაიკითხა ხმამაღლა თუ რამდენი ტერმინი ან სიტყვათა შეთანხმება მოამზადეს.
გჯერათ თუ არა, რომ წყალი მთავარი სამშენებლო მასალაა ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის?
გჯერათ თუ არა, რომ ცხოველებს და მცენარეებს წყლის გარეშე შეუძლიათ არსებობა?
გჯერათ თუ არა, რომ წყალი შეიძლება იყოს მყარი და მაგარი?
გჯერათ თუ არა, რომ წყალს სხვადასხვა თვისება აქვს?
გჯერათ თუ არა, რომ ყინული წყალზე მსუბუქია?
გჯერათ თუ არა, რომ „წყალი ოქროზე ძვირფასია“? (დ. მენდელეევი)
გჯერათ თუ არა, რომ წყლის დაბინძურებით ჩვენ საკუთარ თავს ვაყენებთ ზიანს?
გჯერათ თუ არა, რომ წყლის დაზოგვა შენც შეგიძლია?
გჯერათ თუ არა, რომ წყალი ბრუნავს?
გჯერათ თუ არა, რომ დედამიწაზე წყალი უფრო მეტია, ვიდრე ხმელეთი?
გჯერათ თუ არა, რომ მტკნარი (სასმელად ვარგისი) წყალი ძალიან ცოტაა?
გჯერათ თუ არა, რომ ღრუბელიც და ყინულიც - ორივე წყალია?
- თქვენი აზრით, რატომ თვლიდა ეგზიუპერი, რომ წყალი თავადაა სიცოცხლე?
მოთხრობის წერისას ყურადღება უნდა გაამახვილონ შემდეგ საკითხებზე:
როგორი იქნება დედამიწა წყლის გარეშე
როგორი იქნება დედამიწის ბინადრების ცხოვრება წყლის გარეშე
რა მნიშვნელობა აქვს წყალს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის
Reduce - შემცირება (ნარჩენების წარმოქმნის პრვენცია
Reuse - ხელახალიგამოყენება
Recycle - რეციკლირება ანუ გადამუშავება,
Recover –აღდგენა, ნარჩენების გარდაქმნა ენერგიად.
- ნარჩენი -განმარტება
- რა დრო სჭირდება ნარჩენების დაშლას?
- ნარჩენების 4 R სისტემა
- რჩევების ყულაბა
-- ხის მორებს პატარა ნაფოტებად აქუცმაცებენ და სოდასთან ერთად ხარშავენ.
-- მოხარშვის შემდეგ ხე ბლანტ და რბილ მასად - „ხის ფაფად“ გადაიქცევა.
-- როცა ეს „ფაფა“ მოიხარშება, სპეციალური საწური მანქანა მას წურავს, აუთოებს, აშრობს და ქაღალდის გრაგნილიც მზად არის.
მოსწავლეებს შევთავაზე სკოლაში განეხორციელებინათ გამოკითვა თემაზე "რას უშვებით ნარცენებს?". მოზძიებული ინფორმაციის საფუძველზე კი უნდა გაგვეკეთებინა დასკვნები.
განახორციელეთ კვლევა თემაზე: რას უშვებით ნარჩენებს?
V-VI კლასის მოსწავლეებში ამობეჭდილი კითხვარის საშუალებით
VII-IX კლასის მოსწავლეებში googleforms "რას უშვებით ნარჩენებს" კითხვარის საშუალებით ".
მოსწავლეებმა დაამუშავეს და შეაჯამეს კვლევის შედეგები.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო V-VI lკლასის 14 მოსწავლემ და VII-IX კლასის 18 მოსწავლემ
ნორჩმა მკვლევარებმა უპასუხეს კითხვებს:
1. გამოკითხულთაგან რამდენი ადამიანი აგროვებს:
ა) მაკულატურას; ბ) მინის ტარას; გ) არც ერთს.
2. რამდენი ადამიანი იყენებს ფურცლის ორივე მხარეს?
3. რამდენი ადამიანი იყენებს შესაფუთ მასალას რაიმე სხვა ნივთის დასამზადებლად?
4. რამდენი ადამიანი ურიგებს დაპატარავებულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს სხვებს?
5. რა დასკვნის გამოტანა შეიძლება გამოკითხვის მასალებზე დაყრდნობით?
კვლევის შედეგებზე დაკვირვებით და ანალიზის მიხედვით „ნორჩმა ეკოლოგებმა" სკოლის დირექტორს მიმართეს განცხადებით, რომელშიც დაფიქსირებული იქნება თხოვნა, სკოლაში დაიდგას ნარჩენების სეპარირებისათვის ურნები, კერძოდ, ქაღალდის (მაკულატურა) და პლასტმასას შესაგროვებლად.
აქტივობა 1 მოსწავლეებს დავუსვი შეკიხთვა: რას ნიშნავს ტერმინი „ნარჩენების მართვა“?
მათი პასუხები დაფაზე ჩამოვწერე. შემდეგ კი ვაჩვენე ანიმაციური ფილმები ნარჩენების დახარისხებაზე.
გამოცანა N1. იგი ჯერ კიდევ ძვ.წ. 105 წელს ჩინეთში გამოიგონეს; მას ბამბუკისგან, თუთის ხის ფოთლებისა და აბრეშუმის ბოჭკოებისგან ამზადებდნენ. 875 წელს ჩინეთში მისი გამოყენება ჰიგიენური მიზნებისათვის დაიწყეს. ესაა თხელი, ბრტყელი მასალა, რომელიც ძირითადად მცენარეული ბოჭკოებისგან შედგება, წყალში სველდება, მაგრამ მასში არ იხსნება; მისი გარემოში დაშლის დრო 2-დან 4 თვემდეა. მისი 1 ტონის ხელახალი გადამუშავებისას 17 ზრდასრული ხის გადარჩენაა შესაძლებელი. (ქაღალდი)
გამოცანა N2. იგი პირველად ინგლისელმა მეტალურგმა და გამომგონებელმა ალექსანდრე პარკმა 1855 წელს მიიღო; იგი საღეჭი რეზინის „ნათესავია“; დაწვისას გამოყოფს ტოქსიკურ (მომწამლავ) ნივთიერებებს; გარემოში დაშლის პერიოდი 100-200 წელია; საკვებისთვის გამიზნული 5 ჩანთიდან 4 მისგანაა დამზადებული; ძალიან მსუბუქია; საკლასო ოთახში ბევრი რამ მისგანაა დამზადებული. (პლასტმასი)
გამოცანა N3. იგი ეგვიპტეში ჯერ კიდევ 5 ათასი წლის წინ არსებობდა; ბუნებაში იგი მინერალის - ობსიდიანის სახით არსებობს; მასზე ზემოქმედების შედეგად იგი თხევადიდან მყარ მდგომარეობაში გადადის და პირიქით; გამოიყენება ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში: მშენებლობაში, ხელოსნობის დარგებში, ოპტიკაში, მედიცინაში და სხვა. ძალიან მყიფეა; ამზადებენ მდინარის ქვიშისგან. ნიადაგში მის დაშლას მილიონი წელი სჭირდება; მასში სითხეს ასხამენ და ტარად იყენებენ. (მინა)
გამოცანა N 4. როცა მას გამოაშრობენ, შეშის ნაცვლად საწვავად იყენებენ; ზოგჯერ მისგან ქაღალდს ამზადებენ; იაპონიაში ბენზინის დასამზადებლადაც კი იყენებენ; მისი გამოყენება უფრო ეფექტიანია ზამთარში - არ საჭიროებს სპეციალურ დამუშავებას; მაგრამ მისი მთავარი დანიშნულება ნიადაგის განაყოფიერებაა - იგი ორგანული, ბუნებრივი სასუქია. (ნაკელი)
აქტივობა 1 მოსწავლეებს დავუსვი შეკითხვა:
რა მოსდის ნარჩენს იმ წუთიდან, რა წუთიდანაც თქვენ მას სანაგვე ურნაში აგდებთ, ანუ რა გზას გადის ნარჩენი?
მოსწავლეებმა გამოთქვეს მოსაზრებები, მე მათი პასუხებს დაფაზე დავაფიქსირე.
შემდეგ
ვაჩვენე ფოტოები (სლაიდი 22) და ვთხოვე მოსწავლეებს, დაადგინონ, რა საერთო აქვთ ამ ფოტოებს?
აღწერონ, რას ასახავს თითოეული ფოტო?
მოსწავლეთა პასუხების მოსმენის შემდეგ მათ მივაწოდე ინფორმაციას, რომ ნარჩენების მოშორების სხვადასხვა გზა არსებობს:
ნარჩენების დაწვა სპეციალურ მოწყობილობაში, რომელსაც ინსინერატორი ჰქვია და რომელსაც სპეციალისტები ახორციელებენ;
ჩამარხვა, მისი ერთ ტერიტორიაზე მოგროვება და გადამუშავება.
ნარჩენების სორტირება (ნარჩენების დახარისხება განთავსების ადგილზე);
კომპოსტირება;
სტიქიური ნაგავსაყრელი.
აქტივობა 2. მოსწავლეები განაგრძობენ ჯგუფებში მუშაობას . თითოეულ ჯგუფს მივეცი დავალება:
გაეცნონ საინფორმაციო ტექსტს, რომელშიც აღწერილია ნარჩენების მოშორების ხერხები,
დაადგინონ რომელი ფოტო შეესაბამება მათ ტექსტში მოცემულ აღწერილობას,
განსაზღვრონ თითოეული ხერხის დადებითი და უარყოფითი მხარეები და შეავსონ ცხრილი.
ტექსტი 1
ნაგავსაყრელი: ნარჩენის თავიდან მოცილების ყველაზე მარტივი ხერხია მისი შეგროვება, ნაგავსაყრელზე გადაყრა და დავიწყება. მაგრამ, სამწუხაროდ, ნარჩენი თავად არ გვაძლევს საშუალებას, რომ დავივიწყოთ და კიდევ დიდხანს აყენებს გარემოს გამოუსწორებელ ზიანს. დროთა განმავლობაში ნარჩენების გროვა იზრდება, მთებად გადაიქცევა და სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას იკავებს, რომელიც სამუდამოდ უვარგისი ხდება. თანაც ნარჩნების მთები ულამაზოდ გამოიყურება. გარდა ამისა, წვიმის წყალი გზადაგზა აგროვებს სახიფათო ნივთიერებებს, რომლებიც ჩაიჟიონება ნიადაგსა და გრუნტში. ნაგავსაყრელი ასევე ვირთხებისა და თაგვების გამრავლების ადგილია, მათ კი ადამიანებისთვის საშიში ინფექციები და დაავადებები გადააქვთ.
ტექსტი 2
ნარჩენების დაწვა პოპულარული, თუმცა - არაჯანსაღი გზაა. ის დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ ნაგებობებში, ხოლო გარემოში ნებისმიერი ნარჩენის, თუნდაც ფოთლების, დაწვა აკრძალულია და ჯარიმდება. წვისას წარმოიქმნება კვამლი და გამონაბოლქვი, რომელიც ქარის საშუალებით დიდ ტერიტორიაზე ვრცელდება და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. . მსოფლიოში დიდი ხნის განმავლობაში ნარჩენების მოშორების გავრცელებული პრაქტიკა მისი მოგროვება და ერთ ტერიტორიაზე განთავსება იყო. საბედნიეროდ, ახლა უპირატესობა მისი წარმოქმნის შემცირებას, ხელმეორედ გამოყენებას და გადამუშავებას ენიჭება. ხშირად ნარჩენებისგან ენერგიის გამომუშავებაც ხდება.
ტექსტი 3
დახარისხება და გადამუშავება პროცესია, რომლის დროსაც ხდება ნარჩენების დახარისხება და მეორეული გამოყენების რესურსად გარდაქმნა. ეს განსხვავებული, ალტერნატიული გზა დაგვეხმარება, შევამციროთ ჰაერისა და წყლის დაბინძურება. ახალი პროდუქტი, ნედლეული, გაზი - აი, რა დადებითი თვისებები მოჰყვება ამ პროცესს. მაგალითად, შვედეთმა ეს ყველაფერი წარმატებით განახორციელა. შვედეთში ნარჩენების გადამამუშავებელი სადგურები იქ მდებარეობს, სადაც ახლომახლო (300 მეტრის რადიუსში) ვერანაირ საცხოვრებელს ვერ ნახავთ. შვედები საკუთარ ნარჩენებს აცალკევებენ და იმ სპეციალურ კონტეინერებში ყრიან, რომლებიც მათ სახლებთან დგას. ნარჩენების ასეთი სახით დახარისხება კი, მისი გადამუშავების პროცესს უფრო მარტივს ხდის.
შეხვედრის ბოლოს მოკლედ შევაჯამეთ აქტივობა და დასკვნის სახით ვაცნობე მოსწავლეებს, რომ თუ ჩვენ ყველა გავაცნობიერებთ და გავიაზრებთ იმას, რომ ჩვენს საცხოვრებელ გარემოზე თავადვე უნდა ვიზრუნოთ, უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის, მაშინ უკვე დროა, კარგად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ნარჩენების დახარისხებასა და გადამუშავებას დღევანდელ სამყაროში. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ჩვენი გარემო ისეთი საფრთხისგან, როგორიცაა ნარჩენი.


მიზანი 11. ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება
თემასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:
ნარჩენების შემცირება შესაძლებელია 4 პრინციპის დაცვით: შემცირება (წარმოქმნის პრევენცია), ხელახლა გამოყენება, გადამუშავება და ნარჩენებიდან ენერგიის აღდგენა, რაშიც წვლილის შეტანა თითოეულ ადამიანს შეუძლია.
ნარჩენების გადამუშავებით შეგვიძლია, ერთდროულად დავზოგოთ ენერგია, ბუნებრივი რესურსები და შევამციროთ ნარჩენები.
თემის მიზანი
მოსწავლეები გაეცნონ:
• ნარჩენების მიერ გამოწვეულ პრობლემებს;
• ნარჩენების ეფექტიანი მართვის მნიშვნელობას;
• ნარჩენების მართვის საკითხს როგორც გლობალურ გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას მსოფლიოში;
• ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს.
თემის გავლის შემდეგ
მოსწავლეებს ეცოდინებათ:
• რა არის ნარჩენები;
• რა სახის ნარჩენებს ვხვდებით;
• ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები;
• როგორ შევამციროთ და ხელახლა გამოვიყენოთ ნარჩენები;
• რა არის კომპოსტირება.
შეძლებენ:
• ნარჩენების შემცირების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას;
• ნარჩენებისგან ახალი ნივთების დამზადებას;
აღწერეთ, რას ხედავთ ფოტოებზე?
რა გრძნობა გეუფლებათ, როცა ამ ფოტოებს უყურებთ?
თქვენი აზრით, რა არის ამ ფოტოების მთავარი გზავნილი?
თქვენი აზრით, რა არის ნარჩენი?
ნარჩენის რა მაგალითები შეგიძლიათ მოიყვანოთ?
რა სახის ნარჩენი შეგხვედრიათ ოჯახში ან სკოლაში?
შეგიძლიათ, დაასახელოთ ნივთები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვხვდებით და რომლებიც ყველაზე მეტად საზიანოა ადამიანებისა და გარემოსთვის?
როგორ ფიქრობთ, იზრდება თუ არა დედამიწაზე ნარჩენების რაოდენობა? პასუხი დაასაბუთეთ.
რა შედეგები მოჰყვება ნარჩენების რაოდენობის ზრდას?
რაში ხედავთ გამოსავალს?
აქტივობა 3. ვსთხოვე მოსწავლეებს გაიხსენონ:
სად გვხდება ჩვენ გარშემო ნარჩენები?
ვინ ზრუნავს მათ გატანასა და მოწესრიგებაზე?
რა სმენიათ მეეზოვის პროფესიის შესახებ?
შემდეგ ვაჩვენე მოსწავლეებს ფიროსმანის ნახატს „მეეზოვე“ და ვსთხოვე ამ ნახატის დასათაურება, აღწერა და ახსნა, რა კავშირია ამ ფოტოსა და განსახილველ თემასთან დაკავშირებით.
გაიხსენონ, თუ უნახავთ ეზოში, ქუჩაში მეეზოვე და შეადარონ ფიროსმანის ნახატს.
აღწერონ ამ პროფესიის ადამიანების საქმიანობა, სირთულეები, რომლებსაც შეიძლება ისინი წააწყდნენ მუშაობისას.
მოსწავლეებმა ასევე იმსჯელეს, როგორ შეიძლება, შევუმსუბუქოთ მეეზოვეებს შრომა (არ დავანაგვიანოთ ქუჩები, ნარჩენი უშუალოდ ნაგვის ურნაში მოვათავსოთ და სხვა)
აქტივობა 1 მოსწავლეებმა უპასუხეს შემდეგ კითხვებს:
რა სახის ნარჩენები არსებობს?
სად მიდის ეს ნარჩენები?
გსმენიათ თუ არა რამე ნარჩენების დახარისხების შესახებ?
ახარისხებთ თუ არა ნარჩენებს ოჯახში და თავად თუ მონაწილეობთ ამ პროცესში?
ხომ არ გსმენიათ რამე ნარჩენების მეორეული გამოყენების შესახებ?
ხომ არ გამოგიყენებიათ რაიმე სახის ნარჩენი მეორეული დანიშნულებით და დაგიმზადებიათ რაიმე მისგან?
აქტივობა 2 კლასი არის 9 მოსწავლე და ამიტომაც კლასი დავყავი ტრიადებად. თითოეულ ჯგუფს დავურიგე სიტუაციური ამოცანები. მოსწავლეებმა წაიკითხეს, ჯგუფში იმსჯელეს და ამოიცნეს რა სახის ნარჩენზე იყო საუბარი. პასუხი დაწერეს ბარათზე და მიამაგრეს ცხრილის შესაბამის გრაფაში.
სიტუაციური ამოცანები:
სიტუაცია N1. ეს ნარჩენები, ძირითადად, სამრეწველო საწარმოებში - ფაბრიკა-ქარხნებსა და მაღაროებში გროვდება. ეს არის სითხეები, ნალექი, მყარი სხეულების, საკვებისა და სხვადასხვა სახიფათო მასალის ნარჩენები. თუკი ამ ყველაფერს სათანადოდ არ მოევლება, მაშინ მდინარეები, ტბები, ოკეანეები და ზღვები, ტყეები და მდელოები დაბინძურდება. (საწარმოო (სამრეწველო) ნარჩენი)
სიტუაცია N2. ქიმიურმა (მომწამლავმა) ნივთიერებებმა და ბატარეებმა შეიძლება, დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანებს, გარემოსა და ცხოველებს. (სახიფათო ნარჩენები)
სიტუაცია N3. ამ ტიპის ნარჩენებში იგულისხმება შესაფუთი მასალა, საჭმლის ნარჩენები, ძველი ტანსაცმელი და ყველაფერი ის, რასაც ჩვენ, ადამიანები სახლის პირობებში წარმოვქმნით. (საოჯახო ნარჩენები)
სიტუაცია N4. ამ სახის ნარჩენებს მიეკუთვნება სასუქები, პესტიციდები და ცხოველების ნაკელი. (სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები)
სიტუაცია N5. ამ სახის ნარჩენები ყველაზე მეტადაა გავრცელებული. მასში შედის ჟურნალგაზეთები, მუყაო, ძველი წიგნები; ასევე პლასტმასისგან დამზადებული ნივთები და შესაფუთი მასალა. (ქაღალდისა (მაკულატურა) და პლასტმასის ნარჩენები
მიზნების მდგრადობის კომპასი 4 ძირითადი მიმართულებისგან შედგება: ბუნება (N), ეკონომიკა (E), საზოგადოება (S) და კეთილდღეობა (W) . ეს მონაცემები წინასწარ დავიტანე ფლიფჩარტზე.
სწორედ მდგრადობის კომპასზე
შესაბამის ადგილას ამ მიმართულებით უნდა განალაგონ მოსწავლეებმა ბარათებზე დაწერილი
მდგრადი განვითარების მიზნები. მოსწავლეებმა
სათითაოდ უნდა აიღონ ბარათები, გაეცნონ ბარათზე დაწერილი
ტექსტის შინაარსს და განალაგონ ეს ბარათები სქემაზე სწორ ადგილას.
მდგრადობის კომპასის აწყობის შემდეგ არ დამჭირვებია სწორ ვერსიის ჩვენება. თვითონ შეეცადნენე ხარვეზის გამოსწორებას.
2 მდგრადი განვითარების მიზნები
აქტივობა 1. აქტივობა დომინოს სათამაშო ბარათები მდგრადი განვითარების მიზნებზე
გავაცანი მოსწავლეებს
დავალების მიზანი: მათი ამოცანაა, ააწყონ რაც შეიძლება მეტი თავსატეხი. დავალება 3
რაუნდად მიმდინარეობს:
§ 1 რაუნდი. დამოუკიდებელი მუშაობა (10 წთ): მოსწავლეები 10 წუთის განმავლობაში ინდივიდუალურად ცდილობდნენ, აეწყოთ თავსატეხები, თუმცა დარწმუნდნენ, რომ მისი აწყობა ასე შეუძლებელია. დროის გასვლის შემდეგ ვთხოვე მათ, მოიფიქრონ, რა ხერხს მიმართავენ თავსატეხების ასაწყობად?
(მაგალითად, თანამშრომლობას, გაცვლას).
§ 2 რაუნდი წყვილებში ან მცირე ჯგუფებში მუშაობა (15 წთ): მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში და მცირე ჯგუფებში და ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი თავსატეხის აწყოთ.
როდესაც გუნდებმა ჩათვალეს , რომ ააწყვეს დომინო ინსტრუქციის შესაბამისად, მათ მივეცი მდგრადი განვითარების პოსტერი. პირველი ჯგუფის დავალება უნდა "გადაემოწმებინა" მეორე ჯგუფის წევრებს და პირიქით, მეორე ჯგუფის აწყობილი დომინო უნდა გადაემოწმებინა პირველი ჯგუფის წევრებს. ამ გადამოწმების დროს ერთმა მოსწავლემ დამისვა შეკითხვა "მას, შეიძლება დომინოს ერთი ნაწილი ჩვენთან იყოს და დომინოს მეორე ნაწილი მეორე ჯგუფში იყოს?"აღმოაჩინეს, რომ არა თუ ინდივიდუალურად, არამედ ჯგუფში კი არ ჰქონდათ ყველა მონაცემი, რათა დავალება სრულყოფილად შეესრულებინათ. ამის შემდეგ გადავედით შემდეგ რაუნდზე.
§ 3 რაუნდი მთელი კლასი (15 წთ): შევთავაზე მოსწავლეებს, გაერთიანებულიყვნენ და რათა მთელ კლასს
ერთად ემუშავათ თავსატეხების აწყობაზე.
აქტივობა 2. თამაში პაზლებით მდგრადი განვითარების მიზნებზე
მიზანი: მდგრადი განვითარების მიზნების პოსტერების აწყობა https://www.bookwidgets.com - ინსტრუმენტის გამოყენებით შექმნილი პაზლებით
1.
წინასწარ https://www.bookwidgets.com
- ინსტრუმენტის გამოყენებით შევქმნი პაზლები მდგრადი განვითარების მიზნების სურათების ასაწყობად. თითო მიზანი
შესაბამისად თითო პაზლი.
შემთხვევითობის პრინციპის დაცვით მოსწავლეებში გადავნაწილე
მდგრადი განვითარბის მიზნების ნომრები. მოსწავლეების ამოცანაა ააწყონ პაზლი და შეუსაბამონ მიზანი.
რამოდენიმე მოსწავლეს წავაკითხე მის მიერ აწყობილი პაზლზე განთავსებული მდგრადი განვითარების მიზანი და შესაბამისი ინფორმაცია.
აქტივობა 3. გაკვეთილის შეჯამება
თითოეულ მოსწავლეს ვთხოვე შეეჯამებინა დღევანდელი შეხვედრა. მათ აღნიშნეს, რომ ძალიან იხალისეს , საინტერესო იყო პაზლების აწყობა. რაც შეეხება დომინოს აწყობა, აქ უფრო მეტი დაფიქრება დასჭირდათ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი, რომ მათ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაგკეთეს, რომ ამ აქტივობის შესრულება შეუძლებელი იყო ინდივიდუალურა, ზოგჯერ წყვილმაც და მცირე ჯგუფმაც ვერ უშველა, აი გუნდური მუშაობით კი შედეგი მიიღეს, ასევე შეუძლებელია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა და ურთიერთთანამშრომლობის გარეშე.
2023 წლის 23 იანვარი
1 გაკვეთილი მდგრადი განვითარების მიზნები
მოსწავლემ
უნდა გააცნობიეროს, რომ: არსებული გარემოსდაცვითი პრობლემებიდან გამოსავალი მდგრადი
განვითარებაა.
გაკვეთილის მიზნები
მოსწავლეები :
• გაეცნონ მდგრადი განვითარების მიზნებს
• გააცნობიერონ მათი მნიშვნელობა
• დაიწყონ მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინება
ყოველდღიურ ცხოვრებაში
თემის გავლის შემდეგ
მოსწავლეებს ეცოდინებათ:
• რა არის მდგრადი განვითარება;
• რა არის მდგრადი განვითარების მიზნები;
• რა მნიშვნელობა აქვს მდგრადი განვითარების მიზნებს;
• რა გზები და
საშუალებებია საჭირო მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად;
აქტივობა 1. შეხვედრის დასაწყისში მოსწავლეებს განვუმარტე თუ რას ეწოდება მდგრადი განვითარება, რა არის მისი ძირითადი სფეროები და როგორია მდგრადი განვითარების მიზნების ჩამოყალიბების ისტორია. მასალად გამოვიყენე ჩემს მიერ აწყობილი PP პრეზენტაცია "მდგრადი განვითარების მიზნების ჩამოყალიბების ისტორია"
აქტივობა 2. მდგრადი განვითარების მიზნების გასაცნობად დავგეგმე დინამიური და სახალისო აქტივობა "მწერლები და მორბენლები". საკლასო სივრცეში კედლებზე მიმოვფანტე "მდგრადი განვითარების განმარტება და 17 მიზანი" .
V კლასში ირიცხებ 9 მოსწავლე. კლასი შემთხვევითობის პრინციპის დაცვით დავყავი 3-3 კაციან გუნდებათ. გუნდებს ვთხოვე მოეფიქრებინათ სახელწოდება, რომელიც ასოცირდებოდა ბუნებასთან. გვყავდა "მერცხლები 1", "მერცხლები 2", "არწივები". თითოეული გუნდი ისევ შემთხვევითობის პრინციპის დაცვით დავყავი 1,2,3 რიგით ნომრებად.
2. ავუხსენი თითოეულ გუნდს, რომ ის მოსწავლე, რომელსაც შეხვდა ნომერი 2, არის „მწერალი“. მას მიეცემა პასუხების ფურცელი და საწერი კალამი. ასევე ავუხსენი თითოეულ გუნდს, რომმოსწავლეები ნომრით 1 და 3 არიან "მორბენლები". „მორბენლები“ დარბიან ოთახის გარშემო და ეძებენ კედლებზე წინასწარ გაკრულ ბარათებს (თითო ბარათზე განთავსებულია მდგრადი განვითარების 17 მიზანიდან ერთ-ერთი მიზანი). მათ არ აქვთ ამ ინფორმაციის ჩაწერის, ან ფოტოს გადაღების უფლება. მათ უბრალოდ უნდა დაიმახსოვრონ წაკითხული ინფორმაციის შინაარსი (განვუმარტე, ბავშვებს, რომ არ არის აუცილებელ ინფორმაციის სიტყვა-სიტყვით დამახსოვრება მთავარია გაიაზრონ წაკითხული ინფორმაციის შინაარსი). ამის შემდეგ, ისინი უნდა დაბრუნდნენ თავიანთი გუნდის „მწერლებთან“ და მოუყვნენ დამახსოვრებული ინფორმაცია. „მწერალმა“, თავის მხრივ, უნდა ჩაიწეროს ეს ინფორმაცია პასუხის ფურცელზე (მაგ. პასუხის ფურცელზე წრია მიზანი 3. „მორბემლებმა“ უნდა მოიტანონ ამ მიზნის შესაბამისი განმარტება ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ნებისმიერი ასაკის ყველა ადამიანისათვის. ) . გაიმარჯვებდა ის გუნდი, რომელიც პირველი შეავსებდა პასუხის ფურცელს.
ამ აქტივობის შესრულებას მოსწავლეებმა გათვალისწინებულზე მეტი დრო მოანდომეს. ამ "შეფერხების" მიზეზი ის იყო, რომ ისინი ცდილობდნენ ჯერ თანმიმდევრულად მოეძებნათ რიგითი ნომერი და ისე შეევსოთ პასუხების ფურცელი. მე შემდგომ მივეცი ინსტრუქცია, კედელზე გაკრულ რომელ მიზანსაც მიადგებოდნენ ის მიზანი "მოეტანათ" და ზუსტად ჩაესვათ პასუხების ფურცელში. თვითონ გაკკვეთილის ბოლოს რეფლექსიისას აღნიშნეს, რომ მათთვის ტერმინოლოგია აღმოჩნდა უცხო (ინფრასტუქტურა, ინდუსტრალიზაცია, ინკლუზიურობა და სხვა) და ამიტომაც დასჭირდათ უფრო მეტი დრო. ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ მდგრადი განვითარების მიზნების გასაცნობათ აჯობებდა გამეთვალისწინებინა მათი ასაკი და უფრო მარტივი ენით გადმოცემული მიზნები მიმეწოდებინა. აქტივობის დასრულების შემდეგ თითოეულ მოსწავლეს წავაკითხე ერთი მიზანი.
აქტივობა 3. მდგრადი განვითარების მიზნების განსამტკიცებლად მოსწავლეებს მივაწოდე www.bookwidgets.com -ში ჩემს მიერ შექმნილი რესურსი მდგრადი განვითარების მიზნები ასაწყობი პაზლი. ვინაიდან სკოლაში კომპიუტერული ლაბორატორია და მოსწავლეთა ბუკები მწობრიდანაა გამოსული, ამიტომ ეს აქტივობა შევასრულებინა ჯგუფურად, რომელშიც ჩართული იყო მთელი კლასი. შემდეგ კი იგივე აქტივობა შევასრულეთ გუნდებად. რეფლექსიისას მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი აქტივობა მათთვის პირველი გამოწვევა იყო.
აქტივობა 4. თითოეულ მოსწავლეს ვთხოვე შეეჯამებინა დღევანდელი შეხვედრა. მათ აღნიშნეს, რომ ძალიან იხალისეს მორბენლები და მწერლების აქტივობაზე, საინტერესო იყო პაზლების აწყობა.
ჩემს კითხვაზე, თუ რა არ მოეწონათ, მათი პასუხი იყო ის, რომ აქტივობა "მორბენლები და მწერლები" საკმაოდ ხმაურიანი იყო, ერთმანეთს ხელს უშლიდნენ მოძრაობაში, გაუჭირდათ ძალიან ბევრი უცხო ტექსტის წაკითხვა და დამახსოვრება, რის გამოც ერთი დაიგივე მიზნის წაკითხვა რამოდენიმეჯერ უწევდათ.
2023 წლის 23 იანვარი
ნორჩი ეკოლოგები
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს პრიორიტეტულ თემებს, როგორიცაა გარემოს დაცვა.
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა
უნდა შეძლოს: ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა: მოზარდმა უნდა იცოდეს,
რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა
თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო;
გარემოსდაცვით განათლებას მდგრადი განვითარებისთვის - ეს არის მიდგომა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვას გარემოსდაცვით კონტექსტზე დაფუძნებით. ის გულისხმობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობას დედამიწის, როგორც საერთო სასიცოცხლო სივრცის, მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. ამის გათვალისწინებით სკოლა მოსწავლეს უნდა უბიძგებდეს გააცნობიეროს პირადი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ, გაიაზროს მდგრადი განვითარების მნიშვნელობა, ჩამოუყალიბდეს სწორი დამოკიდებულება გარემოს მიმართ, გაუჩნდეს გარემოს დაცვასა და მის აღდგენასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების სურვილი;
ეკოლოგიური წიგნიერება არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომელიც
შესაძლებელს ხდის დედამიწის, როგორც საარსებო სივრცის მნიშვნელობის გაცნობიერებას;
გარემოს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის გააზრებას. ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედების
მართებული მიდგომების გაზიარებას და მათ დაცვას ყოველდღიურ ცხოვრებაში; ეკოლოგიური
სისტემების მოწყობისა და მათში მოქმედი კანონზომიერებების ცოდნას
2021 წლის დეკემბერში
გავიარე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი
ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი განათლების დაწყებითი
საფეხურის პედაგოგების გადამზადების 20 საათიანი ტრენინგი „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში”. რომლის
ფარგლებში უწყვეტი და ხარისხიანი გარემოსდაცვითი
განათლების უზრუნველსაყოფად ცენტრის ინიციატივით გადმომეცა სახელმძღვანელოები, რომელიც
მოიცავს შემდეგ გარემოსდაცვით თემებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და
ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა. სახელმძღვანელოში წარმოდგენილი თეორიული მასალა,
პრაქტიკული აქტივობები და კომპლექსური დავალებები საშუალებას იძლევა, მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს
არა მარტო გარემოსდაცვითი და აგრარული თვითშეგნება, არამედ განივითაროს ისეთი ტრანსფერული
უნარები, როგორიცაა: დისკუსია, მსჯელობა, კრიტიკული აზროვნება, საკუთარი აზრის გამოხატვა
და დაცვა და სხვა
ახალგაზრდა თაობის
ეკოლოგიური წიგნიერების ამაღლებაში პედაგოგთა როლი მნიშვნელოვანია, ამიტომ მივმართე სკოლის დირექციას განცხადებით, სადაც დავაფიქსირე, რომ მსურს ტრენინგზე მიღებული ცოდნა გავუზიარო ჩემს მოსწავლეებს, დავნერგო და
განვახორციოლო პროექტი „ნორჩი ეკოლოგები“ V
კლასში და წარვუდგინე საწრეო სამუშაო გეგმა, სადაც აღწერილია საწრეო
მუშაობის ფარგლებში ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმები და მიზნები, გამოყენებული მასალა.
ნორჩი ეკოლოგები - საწრეო მუშაობის გეგმა
Comments
Post a Comment