#23წიგნი #მარიამისბიბლიოთეკა 2023





 2023 წლის 24 აპრილს სოციალურ ქსელში ვნახე ჩემი მეგობრის მიერ გაზიარებული პოსტი 

https://www.facebook.com/mmarkarashvili/posts/pfbid05GHfLsgciuEN47utGBYYYXdj7awmjqoDC5zjQvnxuDLesMpGkfBAUkZ1ink2i8mul, 

საიდაც ქალბატონი მაია მარქარაშვილი წერდა, რომ "წელს მინდა, რომელიმე სკოლის ბიბლიოთეკას ვაჩუქო #23წიგნი #23წლის ასაკში იმიერში გაფრენილი #მარიამისსახელით და ამით #მარიამისბიბლიოთეკა-მ მისი პაწია "ფილიალების" სახით სხვა სკოლების სხვა სივრცეებშიც იარსებოს".










წიგნებს ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია. მიყვარს კითხვა. ვცდილობ გავეცნო ლიტერატურულ სიახლეებს.

თვალით ჩამოვყევი წიგნების სვეტს და ამ პოსტის ქვეშ მეც პატარა კომენტარი გავაკეთე


ისევ ჩემი მეგობრის შეტყობინება დამხვდა და პირველ ეტაპზე ვერ მივხვდი რას მილოცავდა.

https://www.facebook.com/mmarkarashvili/posts/pfbid0XTWmtYCTfmjdkNvneCYHpc6eT7uzXizKGJzfsXL1sjSCRdr657PNXamE4ArfzS5gl



შემდეგ გავაცნობიერე რაც მოხდა და საოცარი ბედნიერების ჟრუანტელმა დამიარა. რამოდენიმეჯერ დავატრიალე ეს "ბორბალი". მაშინვე სკოლის დირექტორს გადავურეკე და ვუთხარი: "ვერავის ვერ დავუთმობ ამ წიგნებს, ახალი სასწავლო წლიდან მკითხველთა კლუბი უნდა გავხსნა"_თქო.

    2023 წლის 11 მაისს ერთი ძალიან საინტერესო, სასარგებლო და ლამაზი დღე გვაჩუქა ქალბატონმა მაია მაქარაშვილმა ჩვენს სკოლაში სტუმრობით. მარიამის სევდიანმა ისტორიამ ცრემლები მოგგვარა... ამ წიგნების ყოველი შეხება მისი ოცნების ასრულება იქნება...
    მეშვიდე - მეთორმეტე კლასის მოსწავლეები  და სკოლის პედაგოგები მონუსხულნი ვუსმენდით ქალბატონ მარიამ. მოსწავლეებიც და უფროსებიც აქტიურად ჩავებით მცირე დისკუსიებში, რომლის თემებიც ქალბატონმა მაიამ შემოგვთავაზა. ვისაუბრეთ თემებზე :
წიგნები
  • ავითარებს აზროვნებას. 
  • გვხდის უფრო შემოქმედებითს
  • აუმჯობესებს კონცენტრაციას,ძილს
  • გვეხმარება საკუთარი თავის აღმოჩენაში
  • გვმატებს თავდაჯერებულობას, გვიმდიდრეებს ლექსიკას და გვაძლევს სასაუბრო თემებს
  • კომპიუტერულ ეპოქაში წიგნებს ტექნიკა ანაცვლებს
  • წიგნის კითხვა ანტისტრესულია
  • და სხვა
მაისის წვიმიანმა ამინდმაც ვერ ჩაგვიგრო ის ემოცია, რაც ამ  შეხვედრით ვიგემეთ.
    ბედნიერად ვიგრძენი თავი როდესაც შეხვედრიდან გამოსულს მერვეკლასელები დამხვდნენ და "მას, დროზე ჩამოვაყალიბოთ მკითხველთა კლუბი, არ დაველოდოთ ახალ სასწავლო წლის დაწყებასო". 
    სკოლისთვის გადმოცემული წიგნები ყველაზე დიდი საჩუქარია, მაგრამ როდესაც პირადად მეც მაჩუქეს  ნინო ხარატიშვილის წიგნი "მერვე სიცოცხლე", მივხვდი, რა მცირე რამ სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის და კიდევ უფრო ბედნიერი ვარ, რომ განსხვავებული, ლამაზი წუთები (ჩემი პატარა კომენტარის გაკეთებით) ვაჩუქე ჩემს მოსწავლეებს.

ქალბატონი მაიას  პოსტი

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmmarkarashvili%2Fvideos%2F3539589376310006%2F&show_text=false&width=267&t=0" width="267" height="476" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>























Comments

Popular posts from this blog

...