ფინედუს დესპანი მასწავლებელი 2025
ფინედუს დესპანი მასწავლებელი 2025
https://www.facebook.com/share/p/1Ehbxdgbrp/
https://www.facebook.com/share/v/1dbCEgk83T/
სკოლებში ფინანსური განათლების დანერგვის ხელშეწყობა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული მიზნით, ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა -- „ფინედუ“ სს „ბაზისბანკისა“ და სს „კრედო ბანკის“ მხარდაჭერით, სკოლის მოქმედი მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს.
კონკურსის მიზანი მოსწავლეების ფინანსური ცნობიერების ამაღლება და მასწავლებლების წახალისებაა, ინტერაქტიული გზებით ასწავლონ სკოლაში ფინანსური განათლების საკითხები.
კონკურსი გულისხმობს მასწავლებლების მიერ სკოლებში „ფინედუ-ს” მიერ მოწოდებული მასალებისა და ინსტრუქციის საფუძველზე 1 (ერთი) გაკვეთილის ჩატარებას.
გაკვეთილი შედგება 2 ნაწილისგან:
1. ინტერაქტიული ლექცია, სადაც თქვენ ისაუბრებთ პირადი ფინანსების მართვასა და ფულის დაზოგვის საკითხებზე და ამავე დროს მოსწავლეებთანაც დასვამთ კითხვებს;
2. თამაში გუნდებში „ფინანსური ტერმინების ბინგო“, სადაც მოსწავლეები თამაშის გზით გაეცნობიან და ისწავლიან ფინანსურ ტერმინებს.
31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღეა.
ფინედუს დესპანები მოსწავლეებისათვის თამაშზე დაფუძნებული სწავლების ფორმატით სახალისო და გამორჩეულ აქტივობას ჩაატარებენ. წლევანდელი კამპანია ასევე ეძღვნება ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილეს.
დაზოგვის მსოფლიო დღის მიზანია მოსახლეობაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფინანსური ცოდნის გაღრმავება და დაზოგვის წახალისება.
საქართველოში ამ ინიციატივის ძირითადი სამიზნე ჯგუფი ბავშვები და ახალგაზრდები არიან. დაზოგვის დღეს თავისი სიმბოლოც ჰყავს - ჭიანჭველა "გროვია".



Comments
Post a Comment