Ocean Academy Georgia - ოკეანის აკადემია საქართველო
2025 წლის შემოდგომის სესია
"ოკეანის წიგნიერება სკოლებში"
მონაწილე მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ გავიღრმავეთ ცოდნა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესახებ და ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება მათი დაკავშირება სასკოლო გარემოსთან, საგაკვეთილო პროცესთან და ყოველდღიურ სწავლებასთან.
საბოლოო სესიაზე თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა პრეზენტაცია, სადაც გააზიარა საკუთარი იდეა—როგორ გამოიყენებს ოკეანის წიგნიერებას სასკოლო ცხოვრებაში. ზოგიერთი მასწავლებელი უკვე ახორციელებს აქტივობებს, როგორიცაა ზღვის დაბინძურების მონიტორინგი, ეკოკლუბების გაძლიერება, თემატური გაკვეთილები ზღვის ბიომრავალფეროვნებაზე და პროექტები მდგრადი რესურსების ეფექტიანი გამოყენების შესახებ. სხვებმა წარმოადგინეს სამომავლო გეგმები და ინოვაციური მიდგომები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას.
2024 წელს აკადემიის პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდა — შეიქმნა ახალი კურსი „ოკეანის წიგნიერება და ლურჯი ეკონომიკა“, რომელიც სპეციალურად სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის არის შექმნილი. კურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ზღვის მნიშვნელობის, მდგრადი გამოყენებისა და ლურჯი ეკონომიკის როლის გაცნობიერებას.



Comments
Post a Comment